ნუღარ დაუწყებთ ძებნას ბედნიერების გასაღებს

ნუღარ დაუწყებთ ძებნას ბედნიერების გასაღებს

საკუთარი ჩრდილიც კი გვტოვებს სიბნელეში, მაგრამ ჩვენ, გზა უნდა განვაგრძოთ მაინც…
ადამიანები მოვლენ ან წავლენ, მაგრამ საუკეთესოები რჩებიან მუდამ!
არ დაიჯეროთ, რომ შემთხვევით ვართ იქ, სადაც ვართ დღეს, ან მათთან, ვინ ჩვენს გვერდითაა დღეს. ეს ჩვენ გავაკეთეთ და მთავარი – ჩვენმა ქვეცნობიერმა.
იცოდით? მაშინ შეგახსენებთ: – ჩვენ ცხოვრებაში ვიზიდავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეცნობიერი თვლის, რომ ვიმსახურებთ….
და ამიტომაც გქონდეთ მტკიცე, ურყევი რწმენა, რომ თქვენ იმსახურებთ:
ბედნიერებას!
სიუხვეს!
სიყვარულს!
და ყოველმხრივ კეთილდღეობას მთლიანად ცხოვრებაში!
დიახ, არავის უამბოთ რა შეგიძლიათ, როგორ და სადამდე…. არავის მოუყვეთ სად წაიქეცით, რატომ და როდის დაყარეთ ფარ-ხმალი… წუწუნი არავის აინტერესებს, თქვენც კი. ამიტომ შეწყვიტეთ.

სამყაროს შედეგები სჭირდება, ადამიანებს – ამბავი! ამბავი ‘’დავითის გოლიათზე გამარჯვების.’’

მოიშორეთ და ჩახსენით გზები, ჭორის მოყვარულ, ზარმაც, დაბალი ენერგეტიკის ადამიანებთან. არ გაწყობთ! – თქვენ ის და არც მათ სჭირდებით თქვენ რამეში. გიყვარდეთ ყველა, მაგრამ იყავით პრინციპული თქვენი გარემოს ამოშენებაში.
*გააქვთ უმაღლეს ფასეულობებზე დაფუძნებული ღირებულებები?
*გააქვთ ოცნებები და გრანდიოზული მიზნები? – მაშინ, თქვენ გარემო და ადამიანები გჭირდებათ, თქვენსავით მაღალი ენერგეტიკის და თქვენსავით ძლიერი ლიდერები!
კი ბატონო და დაგეთანხმებით, რთულია იპოვო ჩემპიონები და შეუერთდე მათ რაზმს, მაგრამ……
ვის გაუვლია მარტივად გზა წარმატებამდე? დიახ, საერთოდ არავის! ამიტომ………
ეძებეთ
ეცადეთ
და სწორი გარემო საოცარი სისწრაფით მიგიზიდავთ მაღალი, დიდებული მწვერვალისკენ.

არავინ არავის ტოვებს, უბრალოდ ჩვენ ჩამოგვრჩებიან და ასე იწყება გზების გაყოფა და გზები ახალი….
ნუ დაელოდებით მათ, ვინც ფეხსაც არ დგამს სიახლისკენ და არც თქვენ არ გაძლევთ ამის საშუალებას.
ხელი გაუშვით წარსულს და წარსულ ადამიანებს და ნუ დააბრკოლებთ ახალ დღეს იქცეს დღე- სასწაულად.
გასწიეთ წინ და თქვენც დარწმუნდებით, ცხოვრება საჩუქარია და მერე რა რომ ის შეფუთული არ არის?….
დაგაკლდათ სითბო? – თავად მოუმატეთ შინაგან სიმხურვალეს;
დაგაკლდათ სიტკბო? – თავად დატკბით და ისიამოვნეთ ამით.

ის კი გახსოვდეთ მუდამ, რომ არაფერია სხვა-ნაირი ამ სამყაროში და ყველა-ფერი რაც თქვენ გჭირდებათ, უკვე თქვენშია! იყო! და იქნება მუდამ!
ნუღარ დაუწყებთ ძებნას ბედნიერების გასაღებს,
იყავით ბედნიერები!

მხოლოდ თქვენ ხატავთ თქვენი ცხოვრების პეიზაჟს და ეცადეთ, – ფერები თქვენ თავად შეარჩიეთ.
სიყვარულით…

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 74 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ცხოვრებისეული წარუმატებლობის 7 მთავარი მიზეზი

როცა ცხოვრებაში გაუგებრობები ხდება, უმჯობესია კარგად გავარკვიოთ რა არის ამის მიზეზი. იმის განსაზღვრისთვის, საფრთხესა და უბედურებას საიდან უნდა ელოდოთ, B2P.GE წარმოგიდგენთ 7 მიზეზს, რის გამოც წარუმატებლობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე თანმდევი

მკაცრი მოალაპარეკებების 6 საიდუმლო

1. თქვით «სდექ!» ყველაზე დამანგრეველ ემოცია მოლაპარაკებებისთვის არის – რისხვა. ის ჩნდება, როცა არღვევენ თქვენს პირად ფსიქოლოგიურ სივრცეს. წარმოიდგინეთ, პირდაპირ თქვენსკენ მოდის ადამიანი – სულ უფრო გიახლოვდებათ, გიახლოვდებათ… თქვენ იძაბებით,

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

სიბნელისა თუ მარტო დარჩენის შიში ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. რა იწვევს შიშებს? როდის და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მათ დაძლევაში და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილის შიშებთან

გრანტ კარდონე: როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში?

ზოგჯერ ადამიანები განიხილავენ გამდიდრების საკთხს. ხოლო თემა, როგორ გავხდეთ მილიონერი ოცდაათი წლის ასაკში, საერთოდ ფანტასტიკურად გამოიყურება. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია! 21 წლის ასაკში, კოლეჯის დასრულების შემდეგ, მე ვალებში ვიყავი ჩაფლული, მაგრამ

მოტივაციისა და წარმატებისათვის

პატარა მოხუცებული ქალბატონი მიდიოდა ქუჩაში და ხელში ეჭირა ორი ცელოფანის ტომარა, რომელსაც ჩვეულებრივ, ნაგვისთვის იყენებენ ხოლმე. ერთ–ერთი მათგანი გახვრეტილი იყო და იქიდან 20 დოლარიანი კუპიურები ცვიოდა. პოლიციელმა ეს შეამჩნია და

როგორ ვანგრევთ საკუთარ ცხოვრებას ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ ამას

ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით შეგვეცვალა ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად რა – არ ვიცით. B2P.GE გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ამ უხილავ მახეს.