13 ძალიან უბრალო ნივთი, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

13 ძალიან უბრალო ნივთი, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

ამ სტატიაში მოყვანილი მარტივი გამოგონებები, რომლებზეც სხვას არ უფიქრია, შემქმნელებისთვის მილიონების მომტანია, რომლებიც მათი წყალობით ზღაპრულად მდიდრები გახდნენ. თუმცა შრომა, როგორც ასეთი, ზოგჯერ საერთოდ არ ჩანს.

ეს 13 რამ სწორედ ასეთი გამოგონებაა. B2P.GE გირჩევთ კარგად დააკვირდეთ გარესამყაროს – შესაძლოა სადმე ახლო-მახლო თქვენი მილიონი მიმალებოდეს.

ღიმილის გამოსახულება (ე.წ. სმაილი)

hank213h-shirt1
ეს გამოსახულება 1963 წელს გამოიგონა ამერიკელმა მხატვარმა ჰარვი ბოლმა. მაშინ მას სულ რაღაც 45 დოლარი გადაუხადეს. მოგვიანებით ძმებმა ბერნარ და მიურეი სპეინებმა გააცნობიერეს, რომ ამ ყველაფერში უდიდესი მარკეტინგული პოტენციალი იმალებოდა. მათ შეძლეს გამოემუშავებინათ 50 მლნ დოლარი ლიცენზირებული გამოსახულების გაყიდვებით.

 

ცისარტყელას ზამბარა

1409319179-d668136f30640dfa12a3ed1b2dd912c9-1280x720
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათამაშო მსოფლიოში. მის გამომგონებელს რიჩარდ ჯეიმსს იდეა სრულიად შემთხვევით მოუვიდა: ზამბარა ძირს დავარდა და იატაკზე მოძრაობა განაგრძო. ამ იდეის განვითარებით ჯეიმსმა და მისმა ოჯახმა 250 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლეს.

 

ფხრიწიანი შესაკრავი

فيلكرو
მისი შექმნის იდეა ჟორჟ დე მესტრალს მას შემდეგ მოუვიდა, რაც ფხრიწის ზედაპირი მიკროსკოპით დაათვალიერა. დღეისათვის მისი გამოგონება მთელს მსოფლიოში იყიდება და წლიურად მოაქვს 100 მლნ დოლარი.

 

ფერადი საწრუპავები

UT8S4GxXXJXXXagOFbXC
ერთხელ ერთ ადამიანს იდეა მოუვიდა, როგორ გაეკეთებინა ისე, რომ ბავშვს ტკბილი გაზიანი სასმელის ნაცვლად აერჩია რძე ან წვენი. ასე შეიქმნა ფერადი საწრუპავები, რომლებიც დღემდე უდიდესი წარმატებით იყიდება მთელს მსოფლიოში და მათ არამარტო ბავშვებისთვის იყენებენ.

 

ბალიში-სათამაშო

pillow-pet
ერთხელ ჯენიფერ ტელფერმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ მის შვილს სათამაშოების გამოყენება უყვარს ბალიშად. მან გააცნობიერა, რომ სათამაშოების ბაზარზე არის თავისუფალი ნიშა. შედეგად, მან გამოიგონა დიდი, ფუმფულა ბალიშები, რომლებსაც სხვადასხვა ცხოველის ფორმა ჰქონდათ.

 

მილიონ დოლარიანი ინტერნეტ-გვერდი

02D
ალექს ტიუმ თითქმის მილიონი დოლარი გამოიმუშავა იმით, რომ უნიკალური იდეა მოუვიდა, რაც გულისხმობდა საკუთარ ინტერნეტ გვერდზე სარეკლამო ადგილის გაყიდვას. ყოველ პიქსელს ის ყიდდა სულ რაღაც 1 დოლარად. იდეა აიტაცეს ბიზნესმენებმა და მსხვილმა კომპანიებმა, რომლებმაც ძალიან იაფად შეიძინეს სარეკლამო ადგილები.

 

სათამაშო პუფები

cwwegn-1
ფუმფულა სათამაშოები დიდი ხნის მანძილზე იყო პოპულარული ბაზარზე, მაგრამ ტაი უორნერმა შეძლო ბაზრისთვის სათამაშოების ახალი ტიპი შეეთავაზებინა — მისი გამოგონება შევსებული იყო მარცვლებით. იმის წყალობით, რომ გამოგონება ქსელურ გაყიდვაში არ იყო და ითვლებოდა საკოლექციოდ, ტაიმ შეძლო მილიონების გამომუშავება.

 

სახელოებიანი პლედი

20-ridiculously-simple-ideas-that-made-millions-10
სნაგი — წარმოუდგენლად მარტივი, მაგრამ ასევე წარმოუდგენლად პოპულარული ნივთი. ზუსტად რამდენი გამოიმუშავა მისმა შემქმნელმა ცნობილი არ არის, მაგრამ შექმნის პირველივე წელს 20 მლნ-ზე მეტი გაიყიდა.

 

ჰულა ჰუპი (სატრიალებელი რგოლი)

23a209a130c6c945f26200b8b938680d
მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 მლნ-ზე მეტია გაყიდული. ძალიან უცნაური და მარტივი იდეა შემქმნელებს მოუვიდათ მაშინ, როცა მათ დაინახეს ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ ბამბუკის რგოლებით. ბამბუკი შეცვალეს პლასტმასით და მის შემქმნელები გამდიდრდნენ.

 

ამობრუნებული ბოთლი

heinz_kraft
განსაკუთრებული თავსახურის ბოთლი გაჩნდა 1991 წელს. გამომგონებელმა პოლ ბრაუნმა გადაწყვიტა ის მიეყიდა შამპუნის მწარმოებლებისთვის, NASA-ს და კომპანია Heinz-თვის, რომელიც წარმატებით იყენებდა ასეთ ბოთლებს საკუთარი პროდუქციისთვის. დაპატენტებული ბოთლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1995 წელს ბრაუნმა საკუთარი კომპანიის გაყიდვა, დიზაინზე უფლებების ჩათვლით, 14 მლნ დოლარად შეძლო.

 

პლასტირი

plastir-ot-borodavok

გამოიგონეს 1920 წელს, როცა კომპანია Johnson & Johnson-ის მკვლევარის მეუღლემ საკვების მომზადების დროს ხელი გაიჭრა. დღეისათვის ლეიკოპლასტი აურაცხელი რაოდენობით იყიდება.

 

კროკსები

GTY_mario_batali_crocs_nt_131125_16x9_992

ეს ფეხსაცმელი გათვლილი იყო სილამაზის სალონებისთვის. მაგრამ, მას შემდეგ, რაც პირველი პარტია ამოიყიდა, შემქმნელებმა კროკსებში დიდი საბაზრო პოტენციალი დაინახეს. დღეისათვის კომპანია მილიონებს გამოიმუშავებს.

 

სტიკერი

Leeds_Memories_1

მისი შექმნის იდეა შემთხვევით გაჩნდა: სპენს სილვერი ცდილობდა შეექმნა ძალიან მყარი წებოს სახეობა და სრულიად შემთხვევით შექმნა ისეთი, რომელიც კარგად ეკვროდა ზედაპირს და ამასთან უპრობლემოდ შეიძლებოდა ზედაპირიდან მისი მოხსნა. ამ გამოგონების წყალობით სილვერის ქონებამ 1 მლრდ-ზე მეტი შეადგინა.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

წარმატების ისტორია მოტივაციისთვის

ერთხელ ერთი ბიზნესმენი სკვერში სკამზე იჯდა და თავჩახრილი თავის მეტად რთულ სიტუაციაზე ფიქრობდა. მას ვალები ახრჩობდა, ბანკი ყოველ დღე აკითხავდა, მომწოდებლებიც თავისას ითხოვდნენ…. იჯდა და ფიქრობდა შეეძლო თუ არა ამოეყვანა

Print Friendly, PDF & Email

მხოლოდ წინ, წინ წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის…. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს

Print Friendly, PDF & Email

სტატია ეძღვნება ჟანა ფრისკეს ხსოვნას

რუსი მომღერალი და მსახიობი ჟანა ფრისკე ონკოლოგიურ დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის დასაწყისში. მას თავის ტვინის არაოპერაბელური სიმსივნე დაუდგინდა. მომღერლის დასახმარებლად მაყურებლებმა შეაგროვეს

Print Friendly, PDF & Email

ნერვების დასაწყნარებელი 25 მეთოდი

1. 10 წუთი გაისეირნეთ ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნას, რაც იწვევს მოუსვენრობას და შფოთვას. 2. მოუსმინეთ სარელაქსაციო ან თუნდაც ჩვეულებრივ მუსიკას, რომელიც მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გადაიტანოთ

Print Friendly, PDF & Email

შეცდომებზე სწავლობენ – M&M’s-ის ისტორიის მაგალითზე

როცა საკუთარი ბიზნესის კეთებას იწყებთ, სასარგებლოა მსხვილი და წარმატებული კომპანიების საქმიანობაზე დაკვირვება. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა მათი წარსულის შეცდომების შესწავლაც. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ კორპორაცია Mars-ის შესახებ, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება,

Print Friendly, PDF & Email

ყველაზე მოკლე ლიტერატურული შედევრები

1. ერთხელ ჰემინგუეი დანაძლევდა, რომ დაწერდა მოთხრობას, რომელიც იქნებოდა მხოლოდ 4 სიტყვისგან შედგენილი და შეძლებდა ნებისმიერი მკითხველის მოზიდვას. მან მოიგო სანაძლეო: „იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. უხმარი“ 2. ფედერიკ ბრაუნმა შექმნა უმოკლესი

Print Friendly, PDF & Email