Nissan Leaf-ის მფლობელების გამაოგნებელი გამოკითხვა
867 Views

Nissan Leaf-ის მფლობელების გამაოგნებელი გამოკითხვა

ცოტა ხნის წინ, Nissan-ის ევროპულმა განყოფილებამ გამოაქვეყნა ელექტრომობილ Nissan Leaf-ის მფლობელებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობდა 6 500 ავტომფლობელი ბრიტანეთიდან. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ:

1. ავტომანქანის მფლობელთა 93%-თვის Nissan Leaf-ი არის ძირითადი საოჯახო ავტო, თან იმ პირობებში, რომ თავდაპირეველად ყველა მათგანს ამ მარკის ავტომობილი შეძენილი ჰქონდა, როგორც ოჯახის მეორე ავტო, თუმცა მალევე გადავიდნენ მის ძირითად მოხმარებაზე და უარი განაცხადეს ტრადიციულ ავტომობილზე (ზოგიერთმა გაყიდა მანქანა, ზოგიერთს კი ავტოფარეხში უყენია და არ იყენებს).
2. გამოკითხულთა 64% დარწმუნებულია, რომ ელექტრო ძრავი ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ანალოგიურ ძრავს ჯობია.
3. 89% თვლის, რომ ელექტრომობილის ყიდვა მათ საშუალებას აძლევს სატრანსპორტო ხარჯები დაზოგონ.
4. ავტომანქანის მფლობელთა 95% რეკომენდაციას უწევს სხვებს აღნიშნული მანქანის შესაძენად.
5. ავტომანქანის მფლობელთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მათი შემდეგი ტრანსპორტიც იქნება ელექტრომობილი.

ერთ-ერთმა ავტომობილის მფლობელმა დაითვალა კიდეც, რომ Nissan Leaf-ით მან შეძლო 35 000 კმ-ის გავლა სულ რაღაც 400 ფუნტად.

კომპანიის მმართველი დირექტორის – ჯეიმს რაიტის განცხადებით, ასეთი შედეგის მიღება მარტივი არ ყოფილა. ადამიანები რთულად ელეოდნენ ტრადიციულ ავტომობილებს და მათი დარწმუნება ელექტრომობილზე გადასულიყვნენ, საკმაოდ რთული იყო, რადგან ბოლომდე არ სჯეროდათ ამ ავტომობილის პრაქტიკულობის. Nissan Leaf-ის გამოშვება დაიწყო ჯერ კიდევ 2011 წელს. ბოლო წლებში გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა. მყიდველები დაინტერესდნენ ელექტრომობილებით იმ თამამი მყიდველების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებმაც გარისკეს ჯერ კიდევ 5 წლის წინ და დღეს შედეგით კმაყოფილნი არიან.

დადებითი შეფასების ასეთი მაღალი პროცენტების მიღწევამდე კომპანიას მოუხდა სკეპტიკოსების არმიასთან შეჯახება, რომლებიც მუდმივად გამოთქვამდნენ სხვადასხვა მოსაზრებებს შესაძლო პრობლემებზე, რაც სავარაუდოდ მოჰყვებოდა ელექტრომობილის გამოყენებას, თუმცა რეალურად არცერთი მათგანი არ გამართლდა.

დღეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ Nissan Leaf-ის მფლობელები ნამდვილად აღარასოდეს არ დაუბრუნდებიან ტრადიციულ ავტომობილებს.

Nissan Motor GB Limited-ი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე გამოიტანა სერიული ბიუჯეტური ავტომობილი და გასაკვირიც არ არის, რომ კომპანია ასევე ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც შეისწავლის და დაამტკიცებს ელექტრომობილების ხანგრძლივ ქმედითუნარიანობას დღეისათვის.
ხოლო ის ფაქტი, რომ 10-დან 9 ავტომანქანის მფლობელს ჰყავს Nissan Leaf-ი როგორც საოჯახო ავტომობილი და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს მის პრაქტიკულობასა ამ ავტომობილის მართვისას განცდილ სიამოვნებაზე საუბრობს – ეს უკვე ბევრ რამზე მეტყველებს.

წყარო: http://e-va.pro

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like