ნიკ ვუიჩიჩის 15 ბრძნული და შთამაგონებელი ციტატა
4109 Views

ნიკ ვუიჩიჩის 15 ბრძნული და შთამაგონებელი ციტატა

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი, რომელიც დაიბადა ხელებისა და ფეხების გარეშე, მან შეძლო არამარტო მოეხდინა ცხოვრებაში თვითრეალიზაცია, არამედ შთაეგონებინა ათასობით ადამიანი, რომ ეცხოვრათ გამართლებების გარეშე.
f3384c-o
1. ცხოვრების აზრის ძიება – ეს არის ზრდის, საკუთარი ნიჭის ფარგლებს გარეთ გასვლის ნიშანი.

2. ზოგჯერ ჩვენ წვრილმან პრობლემებს საშუალებას ვაძლევთ გადაიზარდონ სერიოზულ საკითხებში, რადგან თავად აღვიქვამთ მათ ზედმეტად სერიოზულად.

3. საკუთარი თავის შეცოდება — ყველაზე მოსაწყენი და უპერსპექტივო საქმიანობა. 

08s27 Nick1

4. სირთულეებთან შეჯახებისას არ შეიძლება დანებება, გაქცევა. თქვენ უნდა შეაფასოთ სიტუაცია, მოძებნოთ გადაწყვეტები და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. მოთმინება — ეს არის წარმატების გასაღები.

5. ურთიერთობების აგება, როგორც შემნახველი ანგარიში: თქვენ ვერაფრის იმედი ვერ გექნებათ, თუ თავად არ გააკეთებთ დაბანდებას.

6. ნუ იფიქრებთ იმაზე, რას ნიშნავს თქვენი პატიება მოწინააღმდეგეებისთვის, მათთვის, ვინც გული გატკინათ. ისიამოვნეთ იმით, თუ რას გაძლევთ პატიება. ისწავლეთ პატიება და გაგიმარტივდებათ ოცნებისკენ სვლა, წარსულის ტვირთის გარეშე.

7. ნუ დაელოდებით სასწაულს ან «მოცემულ შესაძლებლობებს». თქვენ — ცენტრი ხართ და სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს. იცხოვრეთ ამ აზრით.

nick-vujicic-baby
8. როცა გინდათ საკუთარ ოცნებას უღალატოთ, აიძულეთ საკუთარი თავი კიდევ ერთი დღე იმუშაოთ, ან ერთი კვირა, თვე, თუნდაც წელი. ბოლოს განცვიფრებული დარჩებით იმით, რაც მოხდება, რა თქმა უნდა თუ არ დანებდებით.

9. ჩვენ, ადამიანები, უცნაური არსებები ვართ. ნახევარ ცხოვრებას ვკარგავთ იმაზე, რომ სხვების მსგავსი ვიყოთ, ხოლო მეორე ნახევარს იმაზე, რომ ბრბოსგან გამოვეყოთ.

10. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება განისაზღვრება არამარტო იმით, რასაც ხედავთ, არამედ იმითაც, რისი წარმოდგენა შეგიძლიათ. ამას ეწოდება რწმენა. 

11. რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვეცემით? ადგომა უნდა ვცადოთ. მე ვცდილობდი ადგომას და ვეცემოდი ასჯერ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, თუ მე დავეცემი და დავნებდები, შევძლებ წამოდგომას? მე ვეცდები ისევ, ისევ და ისევ… მე უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ ეს არ არის დასასრული, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული როგორ დასრულდება ყველაფერი. გინდათ ბედნიერი იყოთ? მაშინ თქვენ იპოვით ძალას წამოსადგომად!

12. ცხოვრებაში ხდება ასეც – ეცემით და გეჩვენებათ, რომ წამოსადგომად ძალა არ გაქვთ. მაშინ ფიქრობთ, გაქვთ კი იმედი… მე არ მაქვს არც ხელები, არც ფეხები! ასჯერაც ვეცადე წამოდგომა, მაგრამ არ გამომდის. თუმცა მორიგი მარცხის შემდეგაც კი, მე არ ვკარგავ იმედს. მე ვეცდები ისევ და ისევ. მე მინდა იცოდეთ, რომ წარუმატებლობა – ეს არ არის დასასრული. მთავარია ის, ფინიში როგორი გექნებათ. თუ აპირებთ ძლიერი იყოთ და ფინიშამდე მიხვიეთ – ეს ასეც იქნება!  

13. თქვენი ცხოვრება — ეს თქვენი რომანია. დაიწყეთ მისი პირველი თავის წერა ახლავე! შეავსეთ თქვენი წიგნი თავგადასავლებით, სიყვარულით და ბედნიერბით. გაიარეთ ის ისტორია ცხოვრებაში, რომელიც თავად დაუწერეთ საკუთარ თავს.

10469292_10154829266395573_7501820889174127294_o
14. რამდენად გამოუვალიც არ უნდა ჩანდეს სიტუაცია, გამოსავალი არის ყოველთვის. 

15. მე დღემდე ვიბრძვი. თქვენც იგივე გელით. მე შორს ვარ სრულყოფილებისგან. მაგრამ საქმეს ყოველთვის აქვს ნაყოფი – ეს არის ჭეშმარიტებაში ღრმა რწმენის შედეგი. ჭეშმარიტება – აი რა გვათავისუფლებს.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like