ნიკ ვუიჩიჩის 15 ბრძნული და შთამაგონებელი ციტატა

ნიკ ვუიჩიჩის 15 ბრძნული და შთამაგონებელი ციტატა

ნიკ ვუიჩიჩი – ადამიანი, რომელიც დაიბადა ხელებისა და ფეხების გარეშე, მან შეძლო არამარტო მოეხდინა ცხოვრებაში თვითრეალიზაცია, არამედ შთაეგონებინა ათასობით ადამიანი, რომ ეცხოვრათ გამართლებების გარეშე.

1. ცხოვრების აზრის ძიება – ეს არის ზრდის, საკუთარი ნიჭის ფარგლებს გარეთ გასვლის ნიშანი.

2. ზოგჯერ ჩვენ წვრილმან პრობლემებს საშუალებას ვაძლევთ გადაიზარდონ სერიოზულ საკითხებში, რადგან თავად აღვიქვამთ მათ ზედმეტად სერიოზულად.

3. საკუთარი თავის შეცოდება — ყველაზე მოსაწყენი და უპერსპექტივო საქმიანობა. 

 

4. სირთულეებთან შეჯახებისას არ შეიძლება დანებება, გაქცევა. თქვენ უნდა შეაფასოთ სიტუაცია, მოძებნოთ გადაწყვეტები და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. მოთმინება — ეს არის წარმატების გასაღები.

5. ურთიერთობების აგება, როგორც შემნახველი ანგარიში: თქვენ ვერაფრის იმედი ვერ გექნებათ, თუ თავად არ გააკეთებთ დაბანდებას.

6. ნუ იფიქრებთ იმაზე, რას ნიშნავს თქვენი პატიება მოწინააღმდეგეებისთვის, მათთვის, ვინც გული გატკინათ. ისიამოვნეთ იმით, თუ რას გაძლევთ პატიება. ისწავლეთ პატიება და გაგიმარტივდებათ ოცნებისკენ სვლა, წარსულის ტვირთის გარეშე.

7. ნუ დაელოდებით სასწაულს ან «მოცემულ შესაძლებლობებს». თქვენ — ცენტრი ხართ და სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებს. იცხოვრეთ ამ აზრით.

8. როცა გინდათ საკუთარ ოცნებას უღალატოთ, აიძულეთ საკუთარი თავი კიდევ ერთი დღე იმუშაოთ, ან ერთი კვირა, თვე, თუნდაც წელი. ბოლოს განცვიფრებული დარჩებით იმით, რაც მოხდება, რა თქმა უნდა თუ არ დანებდებით.

9. ჩვენ, ადამიანები, უცნაური არსებები ვართ. ნახევარ ცხოვრებას ვკარგავთ იმაზე, რომ სხვების მსგავსი ვიყოთ, ხოლო მეორე ნახევარს იმაზე, რომ ბრბოსგან გამოვეყოთ.

10. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება განისაზღვრება არამარტო იმით, რასაც ხედავთ, არამედ იმითაც, რისი წარმოდგენა შეგიძლიათ. ამას ეწოდება რწმენა. 

11. რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვეცემით? ადგომა უნდა ვცადოთ. მე ვცდილობდი ადგომას და ვეცემოდი ასჯერ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, თუ მე დავეცემი და დავნებდები, შევძლებ წამოდგომას? მე ვეცდები ისევ, ისევ და ისევ… მე უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ ეს არ არის დასასრული, მაგრამ ამაზეა დამოკიდებული როგორ დასრულდება ყველაფერი. გინდათ ბედნიერი იყოთ? მაშინ თქვენ იპოვით ძალას წამოსადგომად!

12. ცხოვრებაში ხდება ასეც – ეცემით და გეჩვენებათ, რომ წამოსადგომად ძალა არ გაქვთ. მაშინ ფიქრობთ, გაქვთ კი იმედი… მე არ მაქვს არც ხელები, არც ფეხები! ასჯერაც ვეცადე წამოდგომა, მაგრამ არ გამომდის. თუმცა მორიგი მარცხის შემდეგაც კი, მე არ ვკარგავ იმედს. მე ვეცდები ისევ და ისევ. მე მინდა იცოდეთ, რომ წარუმატებლობა – ეს არ არის დასასრული. მთავარია ის, ფინიში როგორი გექნებათ. თუ აპირებთ ძლიერი იყოთ და ფინიშამდე მიხვიეთ – ეს ასეც იქნება!  

13. თქვენი ცხოვრება — ეს თქვენი რომანია. დაიწყეთ მისი პირველი თავის წერა ახლავე! შეავსეთ თქვენი წიგნი თავგადასავლებით, სიყვარულით და ბედნიერბით. გაიარეთ ის ისტორია ცხოვრებაში, რომელიც თავად დაუწერეთ საკუთარ თავს.

14. რამდენად გამოუვალიც არ უნდა ჩანდეს სიტუაცია, გამოსავალი არის ყოველთვის. 

15. მე დღემდე ვიბრძვი. თქვენც იგივე გელით. მე შორს ვარ სრულყოფილებისგან. მაგრამ საქმეს ყოველთვის აქვს ნაყოფი – ეს არის ჭეშმარიტებაში ღრმა რწმენის შედეგი. ჭეშმარიტება – აი რა გვათავისუფლებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ბლეზ პასკალი – განსჯები სასიყვარულო ვნებებზე

ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს.მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ, საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში, ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ცხოვრება ერთფეროვანი

Print Friendly, PDF & Email

როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად

დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა, ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

გილოცავთ, თქვენ გაქვთ 365 ახალი შანსი: გარისკეთ! იმოქმედეთ! და მიიღეთ ცხოვრებისგან საუკეთესო

2018 წლის პირველი სტატია, სწორედ ამ შეგონებით მინდა დავიწყო: ‘’რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გეშინია, ხშირად არის ის რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გჭირდება.’’ დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებით თქვენთვის ყველაფერი ნათელია თუმცა,

Print Friendly, PDF & Email

როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი

წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, როგორ გახდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი: 1. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი თქვენზე მოეწყოს და არა პირიქით  ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. ჩვენ ან 1-ლი  –  ვიღებთ პასუხისმგებლობას და

Print Friendly, PDF & Email

მაიკლ უილერი: სამი წამი კონტაქტის დასამყარებლად

მოლაპარაკებების წარმოების სპეციალისტმა მაიკლ უილერმა აღმოაჩინა, რომ არის რაღაც, რისი სწავლაც მას ფეხსაცმელების მწმენდავისგან შეუძლია. «მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნების შესახებ მე ბევრი რამ გავიგე ჩემი კოლეგა პოლ ლევისგან. ის უდიდეს გარიგებებზე

Print Friendly, PDF & Email

ბრძნული აზრების კრებული ( II ნაწილი)

უმნიშვნელო რაიმისათვის დავის დაწყებისაკენ მიდრეკილება მოწმობს ადამიანთან შინაგან კონფლიქტებს. უმნიშვნელოს შესახებ დისკუსირებით, შენ ფუჭად ფლანგავ შენს ძალებს და იწვევ გარშემომყოფთა გაღიზიანებას. დააკვირდი შენს თავს. იმის შენიშვნით, რომ დავობ უმნიშვნელოსთვის, შეეცადე

Print Friendly, PDF & Email