ნერვების დასაწყნარებელი 25 მეთოდი
1979 Views

ნერვების დასაწყნარებელი 25 მეთოდი

1. 10 წუთი გაისეირნეთ ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნას, რაც იწვევს მოუსვენრობას და შფოთვას.

2. მოუსმინეთ სარელაქსაციო ან თუნდაც ჩვეულებრივ მუსიკას, რომელიც მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ ყურადღება გადაიტანოთ სტრესისგან.

3. შეწყვიტეთ უაზრო ფიქრი. კარგი იქნება ბუნებაში მუშაობა.

4. შეწყვიტეთ საკუთარ წარსულზე საუბარი. თუ ეს ადვილად არ გამოგდით, დახმარებისთვის მიმართეთ სპეციალისტს. შეეცადეთ არ ჩამორჩეთ ცხოვრებას, იცხოვრეთ აწმყოთი და დაივიწყეთ წარსული.

5. ისუნთქეთ ნელა. ასე შეძლებთ ის დაძაბულობა მოიხსნათ, რომელსაც გრძნობთ.

6. დაითვალეთ ათამდე. ეს დაგეხმარებათ დაიცვათ კონცენტრაცია და თავი აარიდოთ დაუფიქრებელ სიტყვებს და ქცევას, რის გამოც ინანებდით.

7. გამოიყენეთ პოზიტიური აფირმაციები. გამამხნევებელი საუბარი საკუთარ თავთან – ეს სასარგებლო მაგალითია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ნერვულ აშლილობას ან ემოციებსა და გრძნობებზე კონტროლის დაკარგვას.

8. გაუფრთხილდით საკუთარ თავს! არ ღირს საკუთარი თავის გვემა ან საყვედურის თქმა – ეს სტრესს კიდევ უფრო გააღრმავებს.

9. დაიძინეთ ან მსუბუქად ჩათვლიმეთ. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სხეულისთვის. როცა იღლებით, გაღიზიანებული და ნერვიული ხდებით, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

10. დაელაპარაკეთ ოჯახის მეგობარს. როცა საკუთარ დარდს უზიარებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით, ამით ამცირებთ დაძაბულობას და დიდი შანსია არსებული სიტუაციიდან გამოსავალიც კი იპოვოთ.

11. მოერიდეთ კოფეინს – ის ძლიერი სტიმულატორია, რამაც შეიძლება დაძაბულობის გაზრდა გამოიწვიოს.

12. სცადეთ მასაჟი. ის პოზიტიურად აისახება კუნთების ტონუსზე. თქვენი კუნთები შეიძლება დაჭიმული იყოს, რაც იწვევს სტრესს.

13. დროის მართვა მნიშვნელოვანია. დასვით პრიორიტეტები და დრო გონივრულად გამოიყენეთ. საკითხები შეასრულეთ მათი მნიშვნელობის მიხედვით.

14. ნუ იჩქარებთ. ეს ცუდი ჩვევაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სამომავლოდ. სიჩქარე არის ასევე არასაჭირო სტრესორი, რომლის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია.

15. თავი აარიდეთ საქმისგან ზედმეტად დაღლას. თქვენ უნდა მოახერხოთ სამსახურსა და ოჯახს შორის დროის დაბალანსება. ზედმეტი მუშაობით თქვენ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გაგიჩნდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პირადი დროის არქონამ შეიძლება გამოიწვიოს ოჯახური ურთიერთობის გაფუჭება, სტრესი და დეპრესია.

16. ითხოვეთ დახმარება. ის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. იკითხეთ რჩევა ოჯახის წევრების ან მეგობრებისგან, რთულ მომენტებში ეს ძალიან გამოგადგებათ.

17. გააკეთეთ რამე სახალისო და საინტერესო. იუმორი ყოველთვის ებრძვის სტრესს და საერთო ჯამში ცხოვრებაში ძალიან სასარგებლოა.

18. იცხოვრეთ დღეს და დაგეგმეთ ხვალინდელი დღე. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს ისეთი საზრუნავით, რამაც შეიძლება მოიცადოს.

19. აწარმოეთ დღიური. თქვენი ნააზრევის და გრძნობების ფურცელზე გადატანა დაგეხმარებათ პრობლემებისგან სწრაფად გათავისუფლდეთ.

20. იცინეთ და გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად. ეს შესანიშნავი სარელაქსაციო პრაქტიკაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იყოთ კარგ განწყობაზე და პოზიტივი შეინარჩუნოთ მიმდინარე მოვლენებისადმი. უყურეთ სასაცილო შოუს, ფილმს ან გასართობად წადით კლუბში.

21. არწივები არ ნადირობენ ბუზებზე. ისწავლეთ წვრილმანების იგნორირება. თუ რაღაც არ ღირს თქვენი დროის ხარჯვად და შესაძლებელია მისი დაიგნორება – დააიგნორეთ და ნუ მიიხედავთ უკან.

22. დაალაგეთ სახლი. მოაწესრიგეთ ყველაფერი – ეს არის სტრესის მოხსნის და კომფორტის შეგრძნების საუკეთესო საშუალება.

23. იყავით ოპტიმისტი! ნუ იქნებით ნეგატიურად განწყობილი – თქვენ საკუთარ თავზე ზემოქმედებთ მთელი დღის მანძილზე, ყოველ დღე – ამიტომ გაითვალისწინეთ ეს.

24. შეწყვიტეთ მცდელობა იყოთ იდეალური. არასოდეს არაფერი და არავინ არ იქნება ასეთი. ეს მხოლოდ ცრუ მოლოდინს იწვევს, რასაც თან სდევს სტრესი გარკვეულ სიტუაციებში.

25. შეწყვიტეთ ყველაფრის გაკონტროლების მცდელობა. ისწავლეთ მოდუნება და იმის კეთება, რაც შეგიძლიათ. მარტივი არ არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, მაგრამ ეს ძალიან დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like