ამუშავდა მსოფლიოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური

ამუშავდა მსოფლიოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური

მზის ენერგია ღამითაც? ეს კაცობრიობის ახალი ერის დასაწყისია. კალიფორნიის რევოლუციური გეგმა – 33% მზისა და ქარის ენერგიიდან უკვე 5 წელში! შტატი უდიდესი ტემპებით აგრძელებს ალტერნატიული ელექტროენერგიის სიმძლავრეების დაგროვებას და ცდილობს 2020 წლისთვის ენერგომოთხოვნის მესამედი დააკმაყოფილოს მზის, ქარის და გეიზერების ხარჯზე. შენდება მორიგი მეგაელექტროსადგური. ის მსოფლიოში უმსხვილესი მზის ჰელიოთერმული სადგურია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე აშენებულია 100 ასეთი სადგური (ყველა ბოლო 5 წლის მანძილზე), კიდევ 50 უნდა გაიხსნას, ხოლო ზოგიერთი მათგანი უკვე გამოიმუშავებს ენერგიას ღამითაც კი. კალიფორნიის ახალი სადგური სუფთა ელექტროობით უზრუნველყოფს 140 000 სახლს. როგორ? გაიცანით: „ივანპა სოლარ სისტემ“. მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ და გავიგოთ როგორ არის მოწყობილი ყველაფერი ეს და რას გვიქადის.

2. „ივანპა სოლარ“-ის სადგური განთავსებულია მოჰავეს უდაბნოში, ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთით, 3 საათის სავალზე. მისი მშენებლობა დაახლოებით სამი წლის მანძილზე გრძელდებოდა. 2 მილიარდ 200 მილიონი დაჯდა და აი, 2014 წლის გაზაფხულზე ის ამუშავდა. სადგური გამოიმუშავებს აბსოლიტურად სუფთა ენერგიას, რაიმე საწვავის გამოყენების ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ენერგია მიიღება მზისგან, მაგრამ მეთოდი მზის ბატარეებისგან განსხვავდება. ყურადღება მიაქციეთ სამ კოშკს, რომელბიც შემოფარგლულია ათასობით სარკით – სწორედ მათშია საიდუმლო.
386520_original
3. ივანპას სადგური არ იყენებს ჩვეულებრივ მზის ბატარეებს (ფოტოელექტო მოდულებს). მათ მაგიერ გამოიყენება ჩვეულებრივი სარკეები, დაახლოებით ისეთი, როგორიც სახლებში გაქვთ.

4. ყოველი სარკის მოდული არის ავტოფარეხის კარის ზომის ორი სარკის სისტემა. ასეთ მოდულს ეწოდება ჰელიოსტატი. სადგურში ასეთი ჰელიოსტატების რაოდენობა 173 000-მდეა.

5. ყველა ეს სარკე-ჰელიოსტატები, ირეკლავენ მზის სხივებს ზემოთხსენებული სამი, მაღალი კოშკის თავზე, რომელბიც სადგურის შუაგულშია. ყველა ჰელიოსტატი მოძრაობს და კომპიუტერის დახმარებით ყველა მათგანი ბრუნდება მზის მიმართულებით. ამრიგად, მზის სხივები კოშკების წვერზე მუდმივად ეცემა მანამ, სანამ მზე არ ჩავა.

6. ალბათ უკვე მიხვდით, რომ კოშკების წვერზე განთავსებულია სითხით სავსე ქვაბები, რომლებიც გაცხელებისას გადაიქცევა ორთქლად. სწორედ ასეთი ქვაბები არის ყველა თბოელექტროსადგურში, მაგრამ იქ მათ გასაცხელებლად საჭიროა გაზის ან ნახშირის დაწვა. აქ კი მხოლოდ მზის ენერგია მუშაობს! სხვათა შორის სადგურ „ივანპა სოლარ“-ის საერთო სიმძლავრე 392 მეგავატია. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს თამამად შეიძლება შევადაროთ მაგალითად მოსკოვის საშუალო სიმძლავრის თბოელექტროსადგურს (თეს-16 ხოროშევო-მნევნიკის რაიონში, რომელიც გაზზე მუშაობს და მისი სიმძლავრე 360 მეგავატია).
387541_original (1)
7. რაც უფრო მაღალია კოშკი, მით უფრო მეტი სარკის განთავსება შეიძლება მის გარშემო. ეს კოშკები ძალიან მაღალია, დაახლოებით 50 სართულიანი ბინის სიმაღლის (148 მ). დღის პიკზე ქვაბი შეიძლება გაცხელდეს 700 გრადუსამდე და მეტზეც. ორთქლი მოდის ქვემოთ, ტურბინაში და აბრუნებს მას. ამ დროს ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება მარტივად! ენერგიის ამ პრინციპით გამომუშავებას ეწოდება ჰელიოთერმული. მაგრამ რა ხდება მზის ჩასვლის შემდეგ?

8. ჰელიოთერმული ელექტროსადგურების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ დღის მანძილზე მოახდინონ ენერგიის რეზერვირება, რაც ნიშნავს მზის ჩასვლის შემდეგ მუშაობის შესაძლებლობას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, გაცხელებული სითხის ნაწილი დროებით ინახება სპეციალურ, ძალიან დიდ საცავში და მზის ჩასვლის შემდეგ ნელ-ნელა გამოედინება იქედან ტურბინის დასატრიალებლად. საცავებს შეუძლიათ მსგავსი სადგურების ტურბინების მუშაობა უზრუნველყონ დაახლოებით 15 საათის განმავლობაში მზის ჩასვლიდან, ამასთან სრული სიმძლავრით. ამრიგად, ჰელიოთერმული სადგურები აღჭურვილია თბოსაცავებით, შეუძლიათ მზის ჩასვლის შემდეგაც გამოიმუშაონ ენერგია, ზოგი კი მუდმივად მუშაობს. სადგურ „ივანპა“-ს ჯერ არ გააჩნია საკუთარი თბოსაცავები, მაგრამ ამ ვიდეო-რგოლში, მსგავსი სადგურის მაგალითზე ესპანეთში, რომელსაც უკვე შეუძლია სითბოს რეზერვირება ღამე მუშაობისთვის, დაწვრილებით არის ნაჩვენები თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი (მე-2 წუთსა და 50-ე წამზე სწორედ მისი საცავების 15 საათიანი ენერგიის მარაგზეა საუბარი).

9. სადგურის მშენებლობის საინტერესო ნაწილია მის გარშემო ეკოლოგიის დაცვის საკითხი. თავად სადგური აბსოლიტურად უსაფრთხოა – ის წარმოადგენს ჩვეულებრივ სარკეებს, რომლებიც აცხელებენ ქვაბს, თუმცა მისი მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა კუს იშვიათ ჯიშს, რომელიც ამ უდაბნოში ბინადრობს. ამიტომ, სადგურის მფლობელმა კომპანიამ გაატარა სპეციალური პროგრამა: შესყიდულ იქნა სადგურის მიმდებარედ დიდი ტერიტორია, სადაც მოხდა 200 იშვიათი ჯიშის კუს გადაყვანა. ეს პროგრამა კომპანიას 22 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა, რაც მიწის ყიდვაში, ბიოლოგების დაქირავებასა და უნიკალური ჯიშის ცხოველების გადასახლებაში დაიხარჯა.

A worker inspects solar panels at a solar Dunhuang, 950km (590 miles) northwest of Lanzhou, Gansu Province September 16, 2013. China is pumping investment into wind power, which is more cost-competitive than solar energy and partly able to compete with coal and gas. China is the world's biggest producer of CO2 emissions, but is also the world's leading generator of renewable electricity. Environmental issues will be under the spotlight during a working group of the Intergovernmental Panel on Climate Change, which will meet in Stockholm from September 23-26. REUTERS/Carlos Barria (CHINA - Tags: ENERGY BUSINESS ENVIRONMENT) - RTX13UEF

A worker inspects solar panels at a solar Dunhuang, 950km (590 miles) northwest of Lanzhou, Gansu Province September 16, 2013. China is pumping investment into wind power, which is more cost-competitive than solar energy and partly able to compete with coal and gas. China is the world’s biggest producer of CO2 emissions, but is also the world’s leading generator of renewable electricity. Environmental issues will be under the spotlight during a working group of the Intergovernmental Panel on Climate Change, which will meet in Stockholm from September 23-26. REUTERS/Carlos Barria (CHINA – Tags: ENERGY BUSINESS ENVIRONMENT) – RTX13UEF

10. ბოლოს გვინდა ვთქვათ, რომ ალტერნატიული წყაროებიდან ენერგიის 33% კალიფორნიის შტატში 2020 წლისთვის ექნებათ – ეს კოლოსალური ციფრია. ვინც არ იცის, კალიფორნიის შტატის მშპ 2,2 ტრილიონი აშშ დოლარია, რაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მშპ-ზე დიდია. ეს გაცილებით მეტია ვიდრე ისეთი ქვეყნების, როგორიცაა რუსეთი, იტალია, ინდოეთი, კანადა, ავსტრალია ან ესპანეთი. ენერგია საჭიროა ბევრი, ძალიან ბევრი! ჩვენს თვალწინ კი მიმდინარეობს ალტერნატიული ენერგეტიკის რევოლუცია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა (მის) და ანალიტიკოსებმა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს ალტერნატიული ენერგეტიკის ერა. მზის პანელები მკვეთრად გაიაფდა და უკვე ჩვეულებრივ მაღაზიებში იყიდება. ჟურნალ TIME-ის მიხედვით, ყოველ 3 წუთში, ამერიკის მინიმუმ 1 სახლი გადადის მზის ენერგიაზე, აყენებენ პანელებს სახურავზე და ეს დინამიკა იზრდება.

ხელისუფლება ყველანაირად მხარს უჭერს ალტერნატიულ ენერგიას: უპრეცენდენტო სესხები პანელების საყიდლად ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, სპეციალური კანონები, რომლებიც ავალდებულებს მსხვილ კომპანიებს ალტერნატიული ენერგიის შეძენას. იგივე TIME-ის მონაცემებით, აშშ-ში 2014 წელს ამუშავებული ახალი გენერირებადი სადგურების 90% მზის ელექტროსადგურებია. ყველაფერმა ამან საქმე მიიყვანა იქამდე, რომ აშშ-ში მავნე ნარჩენების რაოდენობა 2005 წლიდან 17%-ით შემცირდა. „ივანპა სოლარ“- ერთ-ერთია 7 უმსხვილესი მზის ელექტროსადგურებიდან, რომლებიც სულ ახლახანს ამუშავდა კალიფორნიაში. ასევე ინერგება ქარის და გეოთერმული სადგურები. ერთი ასეთი სადგურის ამუშავების შედეგად შესაძლებელი იქნება ატმოსფეროდან ყოველწლიურად განიდევნოს 400 000 ტონა CO2 (ნახშიროჟანგი). ეს იგივეა, რომ გზიდან მავნე გამონაბოლქვის მქონე 77 000 ავტომობილი გაქრეს. ეს დღეს ხდება და ეს რეალობაა, ეს უკვე ჩვეულებრივი თანამედროვე ტექნოლოგიაა.

ნახეთ ამ სადგურის შესანიშნავი ხედები და ღამის ლოს-ანჯელესი, რომელიც სადგურის მიერ გამომუშავებულ სუფთა ენერგიას იყენებს.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1488 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ