მხოლოდ წინ, წინ წარმატებისკენ!

მხოლოდ წინ, წინ წარმატებისკენ!

დღეიდან დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და არ დაგავიწყდეთ, რომ ბედი მხოლოდ გამბედავ ადამიანებს უღიმის….

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ უბრალო ადამიანებს, სჯერათ გამართლების და კიდევ, რატომღაც მუდმივად ვიღაცის, ვინც უნდა მოვიდეს და ”ცხოვრება აუშენოს”….. და მხოლოდ ძლიერებს -მოქმედების, შრომის და მიზეზ-შედეგის.

ასეთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში და არ ვღალატობ! — უკან ვიხედები მხოლოდ მაშინ, როცა მჭირდება გავიგო რამდენად შორს წავედი!!!
და დღეს, როცა წარსულის ყველა იარა, ჩემს სიძლიერედ გადავაქციე, ვუყურებ მათ და მეამაყება, რომ ცხოვრებამ ბრძოლა ვერც ამჯერად ვერ მომიგო…..

*არ დაუჯეროთ არავის, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია;
*რომ თქვენ მაინც აღარაფერი გამოგივათ;
*რომ თქვენ ცხოვრებაში დიდს ვერასდროს ვერაფერს მიაღწევთ და ა.შ.
*იყავით ჯიუტი თქვენი მიზების მიღწევის გზაზე და არა ადამიანების მიმართ….

მხოლოდ თქვენ იცით რა შეგიძლიათ და წარმატებისთვის ეს თვითრწმენაა სრულიად საკმარისი.

ვერც მოღალატე, ვერც შურიანი, ვერც მეტოქე და ამ ქვეყნად საერთოდ, საერთოდ ვერავინ ვერ შეგაჩერებთ, თუ თქვენ სინათლის სიჩქარით გაუყვებით გზას, დასახული მიზნებისკენ და დაიპყრობთ ყველა დასაპყრობ მწვერვალს!

და ერთ დღეს, გპირდებით, როცა დაპყრობილი მწვერვალიდან ულამაზესი ხედის ცქერით დატკბებით, იქვე თამამადაც იტყვით: ”მე ეს შევძელი”!

მე კი წინასწარ გილოცავთ, რომ თქვენ ეს შეძელით!!!

წინ წარმატებისკენ!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 64 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ