5 მეთოდი, როგორ გავთავისუფლდეთ მუდმივად დაკავებულის ჩვეულებისგან

5 მეთოდი, როგორ გავთავისუფლდეთ მუდმივად დაკავებულის ჩვეულებისგან

მუდმივად დაკავებულის ჩვეულება, მაშინაც კი, როცა არაფერს ვაკეთებთ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი მოვლენაა. მას ფსიქოლოგებმა განსაზღვრება სულ ახლახანს მოუძებნეს – Faffing, რაიმეს შესრულების ხელოვნება შედეგის მიუღწევლად (მომდინარეობს ინგლისური სიტყვისგან faff, რაც რაიმეთი არაორგანიზებულად დაკავებას ნიშნავს).

„საქმიანი უსაქმურობა“ თან გვდევს ბიზნესში, ყოფით და პირად ცხოვრებაში, რისი არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება: მრავალი საათის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, რაც რეალურად უსარგებლო ვებ სერფინგია; სტატიის მრავალსაათიანი კითხვა, რომელიც მუდმივად წყდება ტელევიზორში ახალი ამბებისთვის თვალის მიდევნებით, ელექტრონული მიმოწერით, წახემსებითა და სატელეფონო საუბრებით. შედეგად ჩვენ ვიღებთ უამრავ გაფლანგულ დროს ყოველგვარი შედეგის გარეშე, თუმცა თავის გასამართლებლად ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ – „მე ხომ ვიმუშავე“?!

გატაცებით „მუშაობა“ და ამასთან, არაფრის კეთება – რაღაცით ჩაკეტილ წრეს ჰგავს, როცა ყოველდღიურად მას უბრუნდებით, თუკი მუშაობაში არ ხელმძღვანელობთ 5 მარტივი წესით:

  1. გააჟღერეთ რეზულტატი – რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, თუ რატომ აკეთებს ამა თუ იმ საქმეს, მაგრამ ამის მიუხედავად ხშირად შეახსენეთ თქვენს თავს თუ რა არის საბოლოო მიზანი, ხოლო მუშაობის დასრულების შემდეგ ასევე თქვით – „მორჩა, მე ეს გავაკეთე“.
  2. გააკეთეთ ყველაფერ იმისგან იზოლირება, რამაც შეიძლება მოგაცდინოთ, ეს არის: ტელევიზია, რადიო, ელექტრონული წერილები, ინტერნეტი, ბავშვები, ძაღლები და სხვა დანარჩენი, ვინც ან რაც ხელს გიშლით სამუშაოს დასრულებაში.
  3. დასახეთ რეალური ვადები – არ ღირს სტატიის წერას მთელი დღე მოანდომოთ, თუმცა შრომატევადი სამუშაოს ერთ საათში ჩატევაც არ არის სწორი – მაინც ვერ მოასწრებთ ან ცუდად შეასრულებთ.
  4. გააჟღერეთ ვადები – ეს დამატებითი სტიმული იქნება. გარდა ამისა, თქვენ მიერ გაჟღერებული ვადის განმავლობაში ხელს არავინ შეგიშლით. ასე რომ თუ ვერ მოასწრებთ, არავინ დაგადანაშაულებთ.
  5. წაახალისეთ საკუთარი თავი ნებისმიერი მეთოდით – კინოში წასვლით, ახალი მაჯის საათის შეძენით ან წიგნის წაკითხვით.
Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ