მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე

მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე

არავის და არაფრის ფასად არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვა. ეს არ არის თავგანწირვა და არც არაფრის კარგის საფასური. ეს საკუთარ თავთან ღალატია, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდება, ადრე თუ გვიან ყველაფრის დაკარვის ფასად. დაწყებული საკუთარი ღირებულებების დაკარგვით, დამთავრებული საყვარელი ადმიანების დაკარგვამდე.

ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება, როცა ჩვენ ვხვდებით ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერი გვაიძულებს მოვერგოთ არსებულ გარემოს, მოკლედ რომ ვთქვა, ვიყოთ ისეთები როგორებიც  არიან ‘’ისინი’’, მუდამ ეგოისტური ტონით, სასაცილო ქედმაღლობა — ვითომ თავდაჯერებულ მოქმედებებად რომ მოსჩანს… სარკასტული ღიმილი — თითქოს პოზიტიურებას რომ გულისხმობს… თითქოს უშუალობა, თითქოს მარტივია მათთან საუბარი და დამეგობრება, ახლოს მივალთ და საკუთარი ‘’მაგარი ტიპობის’’ ხაზგასმა და ‘’შენზე აღმატებულობის’’ გავლენაა და მეტი არაფერი…საკუთარი კეთილდღეობისთვის ნებისმიერი ადამიანის გამოყენება — ‘’მიზანი ამართლებს საშულებას’’ პრინციპით… ტყუილებით გავსებული თითოეული მათი სიტყვა, მოქმედება, დაპირება, მოლოდინი, აღფრთოვანება…სიმპათია…..და ამ დროს, რა თქმა უნდა რელობა სრულიად განსხვავებულია…

ყველას, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ ასეთი ურთიერთობის გამოცდილება, ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანების დახასიათების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება თუმცა, მთავრი ისაა, რომ რაც არ უნდა იყოს ამ ადამიანებთან ურთიერთობის მიზეზი, სამსახურებრივი, პარტნიორული, ოჯახური ან სხვა… გრძელვადიანი პერიოდით ნეგატიური შედეგების მომტანია თითოეული ჩვენგანისთვის.

რატომ უნდა დავრჩეთ ისეთ ადამიანებთან ვინც ისარგებლა ჩვენი ნდობით, გაბედა და მოგვატყუა? ისეთებთან, რომლებიც გვიყენებს ან გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ საკმარისად კარგი არ ვართ მათთან შედარებით? რატომ უნდა ვაიძულოთ თავი დავრჩეთ მათთან ვინც გვკარნახობს ‘’როგორი უნდა ვიყოთ’’ და შესაბამისად გვიწესებს ‘’მაღალ სტანდარტებს’’ ? ცხოვრება არც ისე ხანრგძლივია, რომ მათთან ერთად ყოფნით 1 წუთიც რომ დავკარგოთ, არდა ზოგიერთი ჩვენგანი მთელ ცხოვრებას და ენერგიას ახარჯებს მათ….

გაიხსენეთ და ყოველ დღე შეახსენეთ საკუთარ თავს: ”5 წლის შემდეგ თქვენ იქნებით იმ ადამიანების მსგავსი, რომლებთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ!” ასე, რომ ვფიქრობ ღირს დაფიქრებად…!

მესმის, რომ გარშემომყოფების შეცვლა ასე ერთი შეხედვით ადვილი არაა, მაგრამ ეს არ არის სამწუხარო ფაქტი, რომელსაც ვერ შევცლით, ეს არის გამოწვევა, რომელიც გვაძლევს შანსს მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება და ვუთხრათ ამ მდგომარეობას არა!

მოვიკრიბოთ გამბედაობა და სასწარაფოდ გავეცალოთ მათ, დავუმტკიცოდ საკუთარ თავს, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ! რომ ისინი ცდებიან და მიუხედავად იმ დიდი გავლენისა რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ დღეს, არ ნიშნავს რომ ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ საკუთარი გზა!

უბრალოდ მივიღოთ გადაწყეტილება, რომ ჩვენ არასოდეს ვიქნებით ისთი ადამიანების გვერდით, რომლების ღირებულება- ტყუილი, მეგობრების არაკეთილსინდისიერი გამოყენება და ღალატია! რაც არ უნდა თავს მოხვეული რწმუნებულებები გამოგვყვეს მათგან გვახსოვდეს, ჩვენ ძლიერი ვართ, ჩვენ უკვე საკმარისად კარგი და ჭკვიანი ვართ, რომ მათ მიერ შექმნილ პროექციებში არ ჩავრჩეთ სამუდამოდ.

რა თქმა უნდა, იქნება მომენტები, როცა ჩვენ წამოსვლას ისინი გუნდის ღალატად შერაცხავენ, მაგრამ ეს ისევ მათი არასწორი პოზიციაა, რეალობა ისაა, რომ ჩვენ ტყუილს, ღალატს, ბოროტებას და მეგობრების გაყიდვაზე ვამბობთ უარს ერთხელ და სამუდამოდ და ეს საამაყოა. ეს დიდი სიმამაცეა, ეს დიდი გამბედაობაა, რომელიც ყველაზე ძვირფასს – საკუთარ ‘’მე’’-სთან გვაბრუნებს, საკუთარ ღირსებასთან, რეალურ ღირებულებთან, ვუბრუნდებით საკუთარ თავს და ვაცნობიერებთ, რომ იყო ის ვინც რეალურად ხარ ყველაზე დიდი ბედნიერება და თავისუფლებაა დღევანდელ ცხოვრებაში.

ამას დიდი გამბედაობა და სიმამაცე სჭირდება და ეს ყველას არ შეუძლია მაგრამ…. ჩვენ ყველა არ ვართ! ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვიკრიბოთ ძალები და მივიღოთ მტკიცე გადაწყეტილება, შევცლოთ ჩვენი მოქმედებები და ამით შევცვალოთ ჩვენი რეალობა.

გისურვებთ წარმატებებს მიღებულ გადაწყვეტილებებში!

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 69 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ