სამოტივაციო ისტორია: მთავარია იცოდე სად უნდა დაარტყა
1343 Views

სამოტივაციო ისტორია: მთავარია იცოდე სად უნდა დაარტყა

ერთხელ ერთ-ერთ ინგლისურ ფაბრიკაში მწყობრიდან გამოვიდა ორთქლის გენერატორი. ყველა ტიპის სპეციალისტი მოიწვია მფლობელმა, მაგრამ ვერავინ ვერ შეაკეთა. მივიდა ნაცნობი და უთხრა, რომ შეძლებდა გენერატორის შეკეთებას. ფაბრიკანტი გაოცდა, მაგრამ გადაწყვიტა მიეცა შანსი ოსტატისთვის, რომელმაც აკურატულად და მეთოდურად დაიწყო გენერატორის სხვადასხვა ნაწილების შემოწმება. ყურადღებით უსმენდა ხმებს, რომელსაც გამოსცემდა მეტალის ზედაპირი. ათ წუთში მან შეამოწმა წნევის ხელსაწყოები, თერმოსტატები, მზიდი და დამაკავშირებელი მოწყობილობები, სადაც, როგორც თავად ვარაუდობდა, იყო დაზიანება. შემდეგ ის მიუახლოვდა ერთ-ერთ ძირითად დამაკავშირებელ ნაწილს და ჩაქუჩით მსუბუქად დაარტყა. ეფექტი იყო მომენტალური. რაღაც შეიძრა და ორთქლის გენერატორი ამუშავდა.

ფაბრიკანტი დიდხანს უხდიდა მადლობას ოსტატს და სთხოვა მას ანგარიში წარედგინა, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ყველა შესრულებული სამუშაო. აი რა იყო ჩამოწერილი იმ ანგარიშში:

ათი წუთის განმავლობაში კაკუნით შემოწმება – 1 ფუნტი.
იმის ცოდნა, თუ სად უნდა დაარტყა – 9999 ფუნტი. სულ: 10000 ფუნტი.

მორალი: პროფესიონალიზმი – ეს არ არის დარტყმის ცოდნა, ეს არის ზუსტად ცოდნა იმისა, თუ სად უნდა დაარტყა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like