მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ოცნებები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ოცნებები

დღეისათვის მსოფლიოში 2000-ზე მეტი მდიდარი ადამიანია, რომელთა ქონება მილიარდებს ითვლის. მაგრამ მილიარდერები სხვადასხვანაირები არიან: ვიღაცას ერთი მილიარდი აქვს, ვიღაცას ათობით და ასობით მილიარდი.
თუ გავაანალიზებთ ყველა მდიდარს და შევადგენთ ყველაზე მდიდარი ადამიანის საერთო პორტრეტს, ის სავარაუდოდ იქნება ამერიკელი, ჩვეულებრივი ოჯახიდან გამოსული, მაგრამ დიდი ამბიციებით, შესაძლებლობებით და ფულის შოვნის დიდი სურვილის ბავშვობიდან ქონით.

№1 ჯონ როკფელერი – ქონება: $318 მლრდ. ვამბობთ “როკფელერი” – ვგულისხმობთ “სიმდიდრე”. ამერიკელი მილიარდერი და ფილანტროპი ჯონ როკფელერი კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდერია. შრომითი საქმიანობა მან 16 წლის ასაკში კლერკად დაიწყო კოპანია “ჰიუტ ტატლში”, რომელიც დაკავებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და საზღვაო გადაზიდვებით. როკფელერს წარმატება მოუტანა ნავთობის ბიზნესმას, რომლითად 24 წლის ასაკში დაკავდა. არაოფიციალური მონაცემებით, სიცოცხლის ბოლოსთვის როკფელერი ფლობდა 400-ზე მეტ საწარმოს (მათ შორის 6 ფოლადშენადნობის და 16 სარკინიგზო კომპანიას), 3 უმსხვილეს ფორთოხლის პლანტაციას, 60 მსხვილ ტანკერს, 150 სამდინარო ბორანს და ათიათასობით სარკინიგზო ცისტერნას.
როცა ჯონ როკფელერი ახალგაზრდა იყო, ის ამბობდა, რომ ორი ოცნება აქვს – გამოიმუშაოს 100 ათასი დოლარი და იცოცხლოს 100 წლამდე.
ის გარდაიცვალა თავის 98-ე დაბადების დღემდე 2 თვით ადრე.
თუმცა პირველი ოცნება მან გადაჭარბებით აისრულა.

№2 ენდრიუ კარნეგი – ქონება: $298 მლრდ. ენდრიუ კარნეგი იყო მსხვილი ამერიკელი მეწარმე, ფოლადმწარმოებელი და ფილანტროპი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 13 წლის ასაკში ტექსტილის ფაბრიკაში. გარკვეული დროის შემდეგ აქტიურად დაიწყო ინვესტირება. ის ფულს დებდა კომპანიებში, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ სარკინიგზო, ნავთობის და საზღვაო გადაზიდვების ბიზნესთან. მაგრამ ყველაზე მეტი ფული ფოლადის წარმოებით მიიღო. ენდრიუ კარნეგი აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას და საკუთარი ქონების დაახლოებით 90% სწორედ ამ საქმეს მოახმარა.

№3 ნიკოლოზ II – ქონება: $235 მლრდ. ნიკოლოზ II იყო რუსეთის ბოლო იმპერატორი. ის ტახტიდან ჩამოაგდეს 1917 წელს, როცა ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. ხოლო 1918 წელს ოჯახთან ერთად დახვრიტეს. სიმდიდრე ნიკოლოზმა მემკვიდრეობით მიიღო.

№4 იულიამ ჰენრი ვანდერბილტი – ქონება: $232 მლრდ. იულიამ ჰენრი კორნელიუს ვანდერბილტის ერთ-ერთი შვილი იყო სამიდან. მან შეძლო მამის ყველა იმედების გამართლება და მის მიერ დაწყებული ბიზნესის გაფართოვება.

№5 ოსმან ალი ხან, აზაფ ჯა VII – ქონება: $211 მლრდ. აზაფ ჯა VII იყო ჰაიდერაბადისა და ბერარის სამეფოს ბოლო მმართველი მანამ, სანამ ეს ტერიტორიები ინდოეთმა დაიპყრო. ის აქტიურად ავითარებდა მასებში განათლებას, აფასებდა მეცნიერებას და ხელს უწყობდა მშენებლობას. მისი მმართველობის დროს სამეფოში გაჩნდა ელექტროობა და რკინიგზა.

№6 ენდრიუ მელონი – ქონება: $188,8 მლრდ. მან სახელი გაითქვა, როგორც წარმატებულმა ბანკირმა და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა. ხელისუფლებაში ყოფნისას, მან შეძლო გადასახადების დაწევა, ფედერალური ხარჯების შემცირება და სახელმწიფოს შემოსავლების გაზრდა.

№7 ჰენრი ფორდი – ქონება: $188 მლრდ. ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკელი მრეწველი, ქარხნების მფლობელი, სადაც ხდებოდა მთელი მსოფლიოსთვის ავტომობილების წარმოება. მისი ლოზუნგია – “ავტომობილი ყველასთვის”. ფორდის ქარხანა უშვებდა ყველაზე იაფფასიან ავტომობილებს ავტოინდუსტრიის ეპოქის დასაწყისში. სწორედ მან დააყენა პირველად ავტომობილების წარმოება კონვეერზე.

№8 მარკ ლიცინი კრასი ქონება: $170 მლრდ. მარკ ლიცინი კრასი (115 — 53 წწ. ჩვ. წ. აღ-მდე) იყო ძველი რომაელი სამხედრო მეთაური, პოლიტიკური მოღვაწე და როგორც აღმოჩნდა, არამარტო თავისი ეპოქის ყველაზე მდიდარი ადამიანი. სიმდიდრისკენ მიდრეკილება მისი ხასიათის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი იყო. ის ზრდიდა თავის ქონებას მიწის იჯარით აღებით, მონებით ვაჭრობით და ვერცხლის მოპოვებით. ის ასევე ფულს გამოიმუშავებდა ხანძარზე, უფრო ზუსტად – რომში ხშირად ჩნდებოდა ხანძარი და ამის გამო მთელი საცხოვრებელი უბნები იწვოდა, კრასმა სწრაფად გააცნობიერა თუ როგორ შეიძლებოდა ამით ფულის შოვნა. მას ყავდა სპეციალურად გაწვრთნილი მონების ჯგუფი, რომლებიც ფულის სანაცვლოდ აქრობდნენ ცეცხლს. ასევე კრასი იაფად ყიდულობდა დამწვარ სახლებს, რეკონსტრუქციას უკეთებდა და შემდეგ აქირავებდა.

№9 ბასილი II – ქონება: $169 მლრდ. ბასილი II (958 – 1025 წწ.) იყო ბიზანტიის იმპერატორი ალექსანდრე მაკედონელის დინასტიიდან. ტახტზე ავიდა 17 წლის ასაკში და მისი მმართველობა გაგრძელდა 49 წელი! ისტორიაში ბასილი II შევიდა ბულგარეთის დამპყრობელის სახელით, რამაც ხელი შეუწყო მისი ქონების გაზრდას. სასტიკი ომების გამო მას ბულგართმკვლელი დაარქვეს. მას მემკვიდრეები არ ჰყოლია. მისი სიკვდილის შემდეგ იმპერიაც მალევე დაეცა.

№ 10 კორნელიუს ვანდერბილტი – ქონება: $167 მლრდ. ის დაიბადა მე- XVIII საუკუნის ბოლოს და მე-XIX საუკუნის საუკეთესო მეწარმე გახდა. ბიზნესი დაიწყო 16 წლის ასაკში, როცა დედისგან ისესხა $100 ნავისთვის, რომლითაც მგზავრები გადაჰყავდა. ერთი წლის შემდეგ კორნელიუსმა არამარტო ვალის გასტუმრება, არამედ $1000-ზე მეტის გამომუშავება შეძლო. სწორედ აქედან იწყება მისი ბიზნესი. 1850-იანი წლებში ის აშშ-ში გემების და ნავების ყველაზე მსხვილი მფლობელი იყო. 1873 წელს, ვანდერბილტი დაკავდა სარკინიგზო ბიზნესით, როცა მან გახსნა კავშირი ჩიკაგოსა და ნიუ-იორკს შორის. კორნელიუს ვანდერბილტის ბიზნესის განმასხვავებელი ნიშანი არის დემპინგი: ის იზიდავდა კლიენტებს კარგი სერვისით და დაბალი ფასებით, ვიდრე კონკურენტებს ჰქონდათ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ამას სკოლაში არ ასწავლიან – 8 არსებითად მნიშვნელოვანი უნარი

რამდენად არიან ცხოვრებისთვის რეალურად მზად ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც ცხოვრების 10 წელი სწავლაზე დახარჯეს? ყოველ წელს, სექტემბერში, მშობლები სწავლის დაწყებისას თავიანთ შვილებს ახალ სამოსში გამოაწყობენ და სასკოლო საგნების შესასწავლად უშვებენ.

Print Friendly, PDF & Email

5 ყველაზე გაუნათლებელი მილიარდერი

საჭიროა კი განათლება, რათა გახდე მილიარდერი? აშშ მსოფლიო ლიდერია მდიდარი ადამიანების რაოდენობით. ამერიკელმა სოციოლოგებმა ჩაატარეს კლევები მილიონერთა შორის. შედეგად, ჩვეულებრივი მილიონერის პორტრეტი გამოიყურება ასე: ეს არის საშუალო ასაკის ადამიანი, ჰყავს

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვისწავლოთ საკუთარი აზრების მკაფიოდ გამოხატვა

1. არის ერთი კარგი სავარჯიშო. აიღეთ რაიმე საოჯახო ნივთი, მაგალითად ტაფა და შეეცადეთ 5 წუთის მანძილზე მის შესახებ მოყვეთ რამე გამართული ლიტერატურული ენით. თავიდან ეს პროცესი გაგირთულდებათ, მაგრამ ყოველ ჯერზე

Print Friendly, PDF & Email

30 ფოტო მსოფლიოს ყველაზე საოცარი ქალაქიდან – დუბაი

დუბაი — არაბთა ერთ-ერთი საემირო, სადაც ყველაფერში ჩანს ექსცენტრიულობა და ფუფუნება. სულ რაღაც 30 წლის მანძილზე, მეთევზეების სოფელი გახდა წარმოუდგენელი სილამაზის უმდიდრესი ქლაქი. მისი არქიტექტურისა და ცხოვრების გადარეული სტილის შესახებ

Print Friendly, PDF & Email

8 რჩევა დამაჯერებლად საუბრისთვის

1. ისწავლეთ ადამიანებთან საუბარი. თქვენი იდეები ან მოსაზრება ყოველთვის ვერ იქნება სხვებისთვის მისაღები, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია. გაახმოვანეთ ისინი, გამოხატეთ საკუთარი მოსზრება! ეს სამომავლოდ სითამამეს შეგმატებთ. 2. ნუ შეგეშინდებათ ხმამაღლა

Print Friendly, PDF & Email

რა უნდა გავაკეთოთ, რომ გრანდიოზული გეგმები მხოლოდ გეგმებად არ დარჩეს

1. პატარა ნაბიჯებით მოქმედება. ნუ შეეცდებით საკუთარი თავის ერთი ხელის მოსმით შეცვლას. მიაღწიეთ პატარა გამარჯვებებს, ოღონდ რეგულარულად. 2. მოიშორეთ თავიდან რაც მაცდურია მაცივარში იქონიეთ საკვების მინიმუმი, მაგრამ ყველაზე ჯანსაღი, ხოლო

Print Friendly, PDF & Email