მსოფლიოს 6 ყველაზე ძუნწი მილიონერი

მსოფლიოს 6 ყველაზე ძუნწი მილიონერი

მილიონერებს შორის, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელბიც არ ფლანგავენ დაგროვილ ქონებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ზუსტად ისე იქცევიან და იმ ხარჯებს ეწევიან, როგორც უმეტესობა ჩვენგანი.

თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მილიონერების მხრიდან ეკონომიურობა და ფულის მოფრთხილება ყოველგვარ ზღვარს გადასული იყო.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე „ძუნწ“ მილიონერებს.

c10001. ჰენრიეტა ჰოულინ გრინი – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ამერიკელი ფინანსისტი ქალი, რომელმაც თავისი სიკვდილის შემდეგ – 1916 წელს ქონების სახით 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი დატოვა. მიირთმევდა შვრიას, რომელსაც ბატარეაზე ათბობდა, რადგან თვლიდა, რომ ელექტრო ღუმელის გამოყენება ძვირი ჯდებოდა. მაშინ როდესაც ჩიკაგოს კვარტლებს ფლობდა, ის ცხოვრობდა ყველაზე იაფფასიან ნაქირავებ ბინებში. ერთხელ კი მთელი ღამე მოანდომა 2 ცენტიანი საფოსტო მარკის ძებნას. მის შვილს კი ფეხის ამპუტაცია იმის გამო გაუკეთეს, რომ ჰენრიეტა 3 დღე ეძებდა უფასო საავადმყოფოს. 82 წლის ასაკში მას წნევამ დაარტყა, როცა გაიგო, რომ შინამოსამსახურე ქალმა ზედმეტი ფული გადაიხადა 1 ბოთლ რძეში.

MTE4MDAzNDEwNTM1NzQ1MDM4

2. ნავთობმაგნატმა ჯონ პოლ გეიტიმ ფული დაინანა შვილიშვილის სიცოცხლისთვის. ის ყველაფერზე ზოგავდა. მაგალითად, საკუთარ ვილაში მან ტაქსოფონი დააყენა სტუმრებისთვის, რათა მათი ნალაპარაკევი დანახარჯები თავად არ ეხადა. როცა მისი შვილიშვილი ჯონი გაიტაცეს, მან უარი განაცხადა გამოსასყიდის სახით 17 მლნ $-ის გადახდაზე. ბაბუა შეწუხდა მხოლოდ მაშინ, როცა მას შვილიშვილის მოჭრილი ყური გამოუგზავნეს და მაინც, მაშინაც დაზოგა – 17-ის ნაცვლად მან მხოლოდ 2 მლნ $ გადაიხადა.

google-knew-glass-wasnt-even-close-to-ready-but-sergey-brin-pushed-it-out3. კომპანია Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი რუსეთის და ახლა უკვე აშშ-ს მოქალაქე, 33 წლის სერგეი ბლინტმა უკვე გამოიმუშავა დაახლოებით 11 მლრდ აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, ცხოვრობს მოკრძალებულ ბინაში, ჰყავს ძველი მოდელის ტოიოტა ბრიუსის მარკის ავტომანქანა, მგზავრობს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ გააჩნია არც იახტა, არც ვილა, არც პირადი თვითმფრინავი.

04s99-RAUSING-55

4. შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ტეტრა-პარკის“ დამფუძნებელი ჰანს რაუსინგი საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობს. მისი ქონება 8 მლრდ აშშ დოლარია, თუმცა რამოდენიმე წლის წინ, როცა რაუსინგმა ავტომობილის შეცვლა გადაწყვიტა, მის ავტოფარეხში აღმოჩნდა 12 წლის რუსული წარმოების ნივა. რაუსინგი ცნობილია ასევე იმით, რომ მაღაზიებში საკმაოდ დიდხანს ვაჭრობს ფასის დაკლებას.

ingvar-kamprad-jobstreet-talent-of-the-month-founder-of-IKEA-25. კომპანია იკეას დამფუძნებელი და ყველაზე მდიდარი შვედი ინგვარ კამპარი, რომლის ქონება შეფასებულია 20 მლრდ აშშ დოლარად, ფულის შოვნის ადრეული ასაკიდან დამწყებია. ის სკოლაში სწავლის დროს საბითუმო ფასად ყიდულობდა ფანქრებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს, რომლებსაც 3-ჯერ მეტ ფასად ყიდდა თავის თანაკლასელებზე, ფულს კი ინახავდა. ის ცნობილია იმით, რომ დღესაც კი, მილიარდერობის მიუხედავად იკვებება ყველაზე იაფფასიან რესტორნებში. თვითმფრინავში იღებს ეკონომ კლასის ბილეთებს და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ღამეს ათევს 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში. თანამშრომლებისგან მოითხოვს ფურცლის ორივე მხარის გამოყენებას. მის სახლში ავეჯი სრულად წარმოდგენილია კომპანია იკეადან.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში სტარბაქსი შემოდის: თბილისში ქარხანა აშენდება

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი ამერიკული კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის. თანაც საუბარია არა ყავის იმპორტზე, არამედ ქარხნის აშენებაზე. ეს „სტარბაქსისთვის“ რეგიონალური პროექტია, რომლის ცენტრი საქართველო გახდება. პროექტის შესახებ დეტალები ცნობილი არ

Print Friendly, PDF & Email

გრემ ჰილი: როგორ მოვკლათ საკუთარ თავში მომხმარებელი

გრემ ჰილი — მეწარმე, დიზაინერი, უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა, ჰქონდა ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლიდა რომ ჰქონოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი შთანთქავდა მის დროს და ცხოვრებას. გთავაზობთ მის ნააზრევს: მე

Print Friendly, PDF & Email

ცხოვრების უსამართლო 35 კანონზომიერება

1. გვერდითა რიგი უფრო სწარფად გადის. /ეტორეს დაკვირვება/ 2. თუ სხვა არაფერი გშველით, ბოლო-ბოლო ინსტრუქცია წაიკითხეთ! /კანისა და ორბენის აქსიომა/ 3. ძებნის დაწყება საჭიროა ყველაზე შეუფერებელი ადგილიდან. /ძიების კანონი/ 4.

Print Friendly, PDF & Email

5 ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ!

პრობლემებით გადაღლილებს კვირა დღეს ხშირად გვიფიქრია იმაზე, რომ ხვალიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებთ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. მაგრამ გადის ერთი დღე, მეორე… ხოლო სანატრელი ”ხვალ” არა და არ დგება. ნებისმიერი ადამიანი

Print Friendly, PDF & Email

ჯიმ ქერის შთამაგონებელი გზავნილი კაცობრიობას

ჩვენ ჯიმ ქერის ვიცნობთ, როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომედიური ჟანრის მსახიობს და მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები ყოველთვის ამაღლებს განწყობას. ჯიმ ქერის ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ძალიან ბრძენი ადამიანიც

Print Friendly, PDF & Email

სიცოცხლეზე შეყვარებული

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავედება თქვენი ცხოვრებისან. მეტიც ძალიან ძალიან უბრალოა,  როგორც დღეს ხშირად ვამბობთ  რუტინულია. მაგრამ მე ამ რუტინაში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი იფიქრებთ, ეს

Print Friendly, PDF & Email