მსოფლიო გამონათქვამები ანბანის მიხედვით

მსოფლიო გამონათქვამები ანბანის მიხედვით

დამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.
ლევ ტოლსტოი

ავშვებს მარტო მაშინ კი არ ვზრდით, როცა ჭკუას ვარიგებთ, არამედ ჩვენ მათ ვზრდით ჩვენი არსებობის ყველა მომენტში.
ანტონ მაკარენკო

ენიოსი ქალი არ მოიძიება. როცა ქალი გენიოსია, მაშინ ის მამაკაცია. 🙂
ედმონდ გონკური

იდი აზრები ყოველთვის კარგია, მაგრამ იმაზე უბედურება არაფერია, როდესაც ეს დიდი აზრი პატარა ტვინის კაცის გოგრაშია მოქცეული.
ნაპოლეონ ბონაპარტე

ერთი თაობა რგავს ხეებს, მეორე ისვენებს მათ ჩრდილში.
ჩინური ანდაზა

ვაჟკაცო, გინდა რომ ქალს უყვარდე? იყავ ძლიერი მაჯით და გონებით, ძლიერი ვნების და გონების შეუდრეკლობით; ქალი, რომელიც შენ გაკვირვებით შეგყურებს, მალე შეგიყვარებს. ბუნებამ შენ გაგაჩინა ოჯახის პატრონად, გაგხადა მეომარი სიყვარულშიაც და ცხოვრებაშიაც. ამიტომ შენ უნდა იყო მძლავრი და ღონიერი.
პ.მანტეგაცა

ზარ-ზეიმით დასაფლავება ცოცხალთა პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად უფროა განკუთვნილი, ვიდრე მიცვალებულთა გასაპატიოსნებლად.
ლაროშფუკო

თავდაპირველად შენი თავის იმედი გქონდეს და არ დარწმუნდე იმაზე, რომ შენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს; ცუდად ყოფნა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყე: ცხოვრება შეუჩერებელი ბრძოლა-მუშაობაა(რასაკვირველია, სინიდისიერი); ნურც სხვას შეურაცხყოფ და ნურც ვინმეს მისცემ ნებას, შენი პირადობა ან შენი რწმენა შეგიგინოს!; მეცადინეობის დროს იქონიე სულის სრული სიმშვიდე; წარსულს ვეღარ დაიბრუნებ: ამისათვის უნაყოფოა იმაზე წუხილი. თუ წარსულში რამე დაგრჩა გაუკეთებელი, წუხილისა და ფიქრების მაგიერ ახლა მოჰკიდე საქმეს ხელი მედგრად და მომავლისაკენ იცქირე. წარსულს თუ გადახედო, მხოლოდ იმისათვის, რომ უკვე ჩადენილი შეცდომა მეორედ აღარ გაიმეორო; ცუდ ჩვეულებათ მუდამ ებრძოლე: ეცადე ერთხელვე დაბეჯითებით მიცემული სიტყვა არ გაამტყუნო. კიდევ და კიდევ ეცადე!
იოსებ ყიფშიძე

იარე არა იმ გზით, რომლითაც ყველა მიდის, არამედ იმ გზით, რომლითაც გმართებს იარო.
სენეკა

კარგ ცოლქმრობაში ქმარი თავია და ცოლი-გული, თავისთვის საჭირო.
ფრიდრიხ რუკერტი

ლამაზ ქალთან ყმაწვილი კაცი წყნარს მდიდარს ჰგავს, მოხუცი კი-უსვინდისო მათხოვარს.
სპარსული აფორიზმი

მარტო ის არ კმარა რომ შენ გიყვარდეს ქალი, საჭიროა იმას უყვარდე და თუშეიძლება ერთი ათად მაინც მეტად, ვიდრე შენ გიყვარს იგი. მუდამ უნდა ცდილობდე რომ ყოველდღე, სანამ ქალი დაბერდებოდეს, სულ სხვადასხვა შენი გულის საუნჯე უჩვენო, ან გონების ძლიერება და სხვ. მთელი სიცოცხლე დაბერებამდე ცოლისათვის იმის გარდა, რომ ქმარი ხარ, მოხდენილი და საამო აშიყი უნდა იყო.
ვალერიან გუნია

ნუ გაკიცხავ მოყვასსა შენსა, ვიდრე არ იქმნე მის ადგილზე.
ებრაული სიბრძნე

პატიოსან და ღირსეულ ადამიანებს აქვთ ცუდი ჩვეულება-ცილისმწამებელთა და უტიფართა წინაშე თავს ხრიან. ღირსეულნო თავი მაღლა ასწიეთ და ებრძოლეთ უსამართლობას.
ბესარიონ ბელინსკი

რა უნდა მოერგოს რას – ადამიანი ბედნიერებას თუ ბედნიერება ადამიანს? აი უდიდესი პარადოქსი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ადამიანი კი კამათობს მასზე.
ლავროსი კალანდაძე

საიდუმლო შენი პატიმარია, ვიდრე იცავ; ხოლო თუ ვერ შეინახე, მაშინ შენ ხდები იმის პატიმარი.
ჰამადანი

ტყუილად თავს ნუ იწონებ შენის მამაპაპითა, თუ იმოდენას ვერ შესძლებ, რომ შენით თავი მოიწონონ შენთა შთამომავალთა.
“ივერია“ 1892, №226, გვ. 2

უძველესი წეს-ჩვეულებით, უმცროსი მუდამ პატივს სცემდა უფროსს, მუდამ მორიდებით ექცეოდა. ეს ჩვენი(ქართველების) ტრადიციული ურთიერთობა იყო და ასეც უნდა დარჩეს.. ..მინდა შეგახსენოთ, რომ უფროსი თაობის პატივისცემა უნდა აღვადგინოთ და მათი სიტყვის მოსმენა უნდა შევძლოთ.
ილიაII

ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ჰქმნის ერს უღონოდ.
ვოლტერი

ქალი ემსგავსება კაცის აჩრდილს: თუ გაეკიდე-გაგექცევა და თუ გაექეცი თან მოგსდევს.
სპარსული აფორიზმი

ღირსება და სირცხვილის გრძნობა ტანსაცმელივითაა-რაც უფრო გაცვეთილია, მით უფრო დაუდევრად ექცევიან.
უთქვამთ ძველ ბერძნებს

ყველა კაცმა რომ სიკეთის ის მაქსიმუმი აკეთოს, რაც მას შეუძლია, დედამიწაზე უბედურები აღარ იქნებოდნენ.
დუკლო

შეიძინე სიმაგრე ხასიათისა, სიმტკიცე აზრისა, ურყეობა ზნეობისა.
გაბრიელ ქიქოძე

ჩემი ლოზუნგი ხელოვნებაში ასეთია: ყოველმა ოსტატმა თავისი საქმე ისე გააკეთოს, რომლის უკეთესად გაკეთება მოცემულ პირობებში ყოვლად შეუძლებელია. ცხოვრებაშიც ეს ლოზუნგი უნდა გვქონდეს. 🙂
კონსტანტინე გამსახურდია

ცოდნა ადამიანს სიმდიდრეს აძლევს, საარწმუნოება-ნეტარებას. ეხლანდელი ხალხი უფრო გამდიდრებას არის მოწადინებული, ვიდრე ნეტარების მოპოვების.
ლევენსტეინი

ძალზე ძნელია, ისე გააკეთო რამე, რაღაცაში არ შეცდე; უნაკლოდაც რომ შეასრულო საქმე, მაინც ძნელია, განუკითხავი მსაჯულის ყბაში ჩავარდნას გადაურჩე.
სოკრატე

წაართვით ადამიანს იმედი და სიზმარი, და თქვენ მას აქცევთ ყველაზე უბედურ არსებად დედამიწაზე.
კანტი

ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
შილერი

ხშირად იმათი ბედიც გვშურს, რომელნიც ჩვენზე უბედურნი არიან.
ვეისი

ჯერ ადამიანი გრძნობს ამა თუ იმ მდგომარეობის სიმწვავესა და სიამეს. მერმე ადგენს იდეალს უკეთესის მდგომარეობისას, რომელსაც შეუძლია შეამოკლოს სიმწვავე და გააღრმაოს, გააფართოვოს სიამე ამა სოფლისა. მისაღწევად ამ იდეალისა ის ადგენს ერთგვარ გეგმას. ყოველ მწერალს სამივე მომენტი გავლილი აქვს. მაგრამ საჭიროა მან თვით საზოგადოებას გამოაცდევინოს რაც თვითონ განიცადა.
ნიკო ლორთქიფანიძე

ჰოი, უფალო, მომეც მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.
ეფრემ ასური

Print Friendly, PDF & Email

About author

გიორგი ეპიტაშვილი
გიორგი ეპიტაშვილი 9 posts

<p>ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ფინანსები და საბანკო საქმე. ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი.</p>

View all posts by this author →

You might also like