მშობლის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მსოფლიოს შეცვლის

მშობლის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მსოფლიოს შეცვლის

“შენი ბედისწერა უკვე დაწერილია. შენ შეგიძლია დაიჯერო რომ გაქვს არჩევანის საშუალება, თუმცა ჩვენ შენი ბედი უკვე გადაწყვეტილი გვაქვს.” – ამბობს ჩემი საყვარელი ანგელოზი პერსონაჟი ჩემი საყვარელი სერიალიდან.

ფენტეზიდან რეალურ ცხოვრებაში რომ გადმოვინაცვლოთ, ეს თითქოს ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩვენი ცხოვრებაც თითქოს გაწერილია.. ან უფრო სხვებს ვაძლევთ საშუალებას გაწერონ ჩვენი ცხოვრება.
ვიბადებით და გვირჩევენ ეთნოსს და დედაენას. შემდეგ მშობლები ირჩევენ ჩვენს რელიგიას. ამის მერე, გვიშვებენ სკოლებში. სკოლებში, სადაც გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ გვაძლევენ. იმიტომ რომ გადაწყვეტილებებს შეცდომები მოყვება. არ ვეჩვევით, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაზე და უკვე გაზრდილები სხვებს ვუყურებთ და სხვებზე ვბრაზდებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ დედა ან რომელიმე ნათესავი გადაწყვიტავს იურისტი უნდა ვიყოთ თუ ექიმი.
ამის შემდეგ ყველაფერი რუტინაში ჯდება. ყოველი დღე ერთი და იგივეა. ყველა საათი ერთმანეთს გავს. და უცებ ინტერნეტში ვიგებთ მეამბოხეების შესახებ, რომლებმაც თავისი შეუპოვრობით და ამ სტერეოტიპების დამსხვრევით მსოფლიო შეცვალეს.

და სწორედ ამ დროს აანალიზებ, რომ შესაძლებლობებს რომ გაჰყოლოდი თავის დროზე. რასაც თვლიდი რომ კარგად გამოგდიოდა და სიამოვნებას განიჭებდა ბევრად უფრო წინ იქნებოდი და შენ მოახერხებდი შენს გარშემო შეგეცვალა ადამიანები, რომლებიც თავიანთ გარშემო შეცვლიდნენ გარემოს და კარგი გავლენა გექნებოდა საზოგადოებაზე.

ჩემი გამოცდილებით ცხოვრებისგან 3 მძიმე გაკვეთილი მივიღე, რაც იქნებ თქვენ დაგეხმაროთ:

1.“თუ შენ იმას აკეთებ რაც შენს მშობლებს ან შენს საზოგადოებას უნდა რომ აკეთო – არასწორი ხარ.” არავინ იცის როგორი ადამიანი ხარ შენ და რა შეგიძლია. ყველა ინდივიდუალურია. დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით რამდენჯერ დაუცინიათ თქვენი იდეისთვის სხვას და მისი განხორციელების შემდეგ რამდენს “უამაყია” თქვენით.

2. არ მიყვე შენს გულისთქმას, არამედ მიყევი შესაძლებლობებს. ბაზარი მუდმივად იცვლება. შესაძლებლობები ქრება, ჩნდება და ძლიერდება. შეიძლება გულით გინდოდეს იყო მომღერალი თუმცა იმ ქალაქში უმეტესობა ყრუ იყოს. ამ სიტუაციაში, იყო ინჟინერი და გაუმარტივო ამგვარ შშმ პირებს ცხოვრება საზოგადოებრივი სიკეთეცაა და შემოსავლის წყაროც.

3.“იპოვე ის საქმე რაც გაბედნიერებს” – მოდით ეს გაცვეთილი ფრაზა ასე შევცვალოთ: “გადააკეთე საქმე რასაც აკეთებ ისე, რომ შეიყვარო.” შენ თუ შეძლებ შეიყვარო რასაც აკეთებ არასოდეს დაიღლები და ორგანიზმი მოგთხოვს განვითარებას.

ჩვენ ძალიან მაგარ დროში ვცხოვრობთ. როცა თუ სხვა ვითარდება ეს შენს შემოსავლის წყაროს ზრდის და პირიქით.

და ბოლოს, არ მოვუსმინოთ რას ლაპარაკობს ხალხი ჩვენზე, მოვძებნოთ შესაძლებლობები და ვეცადოთ გამოვიყენოთ. საქმეს ისე მივუდგეთ, რომ შეგვიყვარდეს. ამ ფორმულას დავუმატოთ ცოტა დიპლომატია, გაყიდვების ფსიქოლოგია და ჩვენ მართლა შეგვეძლება შევცვალოთ სოციუმი უკეთესობისკენ.

 

ავტორი: კახა სეფაშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ტახტზე ასვლისას საუდის არაბეთის მეფემ გადაწყვიტა საჩუქრი გაეკეთებინა მთელი ქვეყნისთვის 

ჩვენ, B2P.GE-ის გუნდი, არასოდეს ვიღლებით ადამიანების ღირსეული საქციელის შექებით და მოწონებით, ესეც ერთ-ერთი მათგანია. საუდის არაბეთის ახალი მეფე – სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (Salman ibn Abdulaziz Al Saud) ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვიმუშაოთ ფული მოგზაურობისას,  ანუ შემოქმედებითი ბიზნესი გზაში

დათანხმდებოდით თუ არა, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის გემოგზაურათ სხვადასხვა ქალაქებში და თან ფული გეშოვათ? – სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი დადებით პასუხს გასცემს ამ შეკითხვას. ისიც ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობას ამის არც სახსრები

Print Friendly, PDF & Email

5 ოქროს წესი წარმატების მისაღწევად

განეწყვეთ შრომისთვის, ოღონდ იშრომეთ სიამოვნებით . დაივიწყეთ ის ზღაპარი, რომ დივანზე წამოწოლილი შეძლებთ საყვარელი საქმის კეთებას და დივიდენდების მიღებას. ეს მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა უკვე ნამდვილი პროფესიონალი გახდებით. მუდმივად

Print Friendly, PDF & Email

ბიზნესის განვითარების 3 ეტაპი შესაბამისი სარეკლამო მიზნებით

ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა ეს იქნება პროდუქტის წარმოება თუ მომსახურების გაწევა, გადის განვითარების  სამ ეტაპს ,თითოეულ ეტაპს კი გააჩნია განსხვავებული  სარეკლამო მიზნები. 1.სტარტაპ ბიზნესი.ეტაპი, როდესაც თქვენ  ახალი შესული ხართ ბაზარზე და

Print Friendly, PDF & Email

ქალაქი, სადაც ყველა მუშაობს, პოლიცი არ არის და ხელფასი 1200 ევროა!

ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია. საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში.

Print Friendly, PDF & Email

ყველა დროის 10 ყველაზე პოპულარული სტატია

გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენ საიტზე გამოქვეყნებულ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ 10 სტატიას: დეილ კარნეგის 10 შესანიშნავი რჩევა თანამედროვე ეტიკეტის 18 წესი არაბული სამყაროს ყველაზე მდიდრული და გავლენიანი ქალი რჩევა მამაკაცებს: თუ

Print Friendly, PDF & Email