რა გავლენას ახდენს მშობლების ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე?

რა გავლენას ახდენს მშობლების ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე?

ბავშვი მშობლებისათვის, დიდ სიხარულთან ერთად, საკმაო სტრესსაც წარმოადგენს. ამ სტრესმა კი შესაძლოა ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს, გამოიწვიოს გაღიზიანება იმდენად, რომ სრულყოფილად ვერ შეასრულოთ მშობლის როლი და ვერ დაარეგულიროთ ურთიერთობა ბავშვთან.

ბავშვის „კარგად ყოფნაზე“ მიმართული ლიტერატურა ხშირად საუბრობს თუ როგორ უნდა მიუდგეს თითოეული მშობელი ბავშვთან ურთიერთობას. აღნიშნავს ბავშვის მშობელზე მიჯაჭვულობის დადებით ასპექტებს. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთან კონტაქტი და ემოციური ურთიერთობები მის განვითარებაზე. მაგრამ ძალიან მცირეა ნათქვამი იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ერთ მშობელს მეორესთან და ამასთან რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბავშვზე მშობლებს შორის ურთიერთობა.

ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით მშობლებს შორის ურთიერთობას და მის გავლენას ბავშვის განვითარებაზე. იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ისევ ბავშვისთვის მშობლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობა. 

ყველა ბავშვი სამყაროსადმი ღია და მიმღებლური იბადება. ღიაობა ბავშვებში სამყაროს შეცნობის საშუალებას იძლევა. ბავშვს განსაკუთრებით მოქმედი აქვს შეგრძნებითი და ენერგეტიკული მხარე. ამიტომ თქვენ კიდევაც რომ მალავდეთ პრობლემებს ურთიერთობაში, მალავდეთ ემოციებს, ამას ყველა ბავშვი არაჩვეულებრივი უნარით აღმოაჩენს. თუმცა არა მარტო აღმოჩენით ამოიწურება ყველაფერი. ბავშვი ექცევა ამ ენერგიების გავლენის ქვეშ და ეს ურთიერთობა ხდება მისი სამყაროს აღქმის საფუძველი, საკუთარი თავის აღქმის საფუძველი. უსაფრთხოების შეგრძნებას, სტაბილურობას ბავშვი მაშინ განიცდის, როდესაც ემოციები პოზიტიურია და არა მარტო მის მიმართ, არამედ მის მშობლებს, მასზე მზუნველ ადამიანებს შორისაც. სწორედ მშობლების ურთიერთობის საფუძველზე ექმნება მას ურთიერთობებზე აზრი. ასევე ამაზე დაყრდნობით აყალიბებს ბავშვი სიახლოვის, ინტიმურობის, ემოციების გამოხატვის, სქესთაშორის პატივისცემის ხატებსა და სქემებს, რომელთაც შემდგომ იყენებს.

კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებს შორის ინტენსიური უთანხმოება კავშირშია ბავშვის განვითარების პრობლემებთან. ასეთ ბავშვებს აქვთ ურთიერთობის პრობლემები, ანტისოციალური ქცევა, დაბალი თვითშეფასება, ქცევის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, სირთულეები თანატოლებთან და ავტორიტეტულ ფიგურებთან, აკადემიური და წარმატების მიღწევის პრობლემები.

მშობლებო, ეს არც ისე მცირე და უმნიშვნელო სიაა და ღირს დაფიქრებად.

აქვე მოდით განვიხილოთ რა გავლენას ახდენს წყვილთაშორისი კონფლიქტი დედა–შვილისა და მამა–შვილის ურთიერთობებზე.

დედა–შვილი: ასეთი დედა ნაკლებად თბილი და ემპათიურია შვილის მიმართ. მეტად უწუნებს ბავშვს ქმედებებს, არის ახირებული და სასტიკი დისციპლინის დაცვისას. ასევე მეტად არის სადამსჯელო ტექნიკებზე მიმართული, ვიდრე წყვილთან კონფლიქტის არმქონე დედა.

მამა–შვილი: მამა მეტად ცდილობს თავი აარიდოს მამის მოვალეობების შესრულებას. არის დეპრესიული, რაც ხელს უშლის მას, როგორც მამის, ისე სხვადასხვა ოჯახური როლებისა და ფუნქციების შესრულებაში.

დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი ყველაფერს გრძნობს. თუკი შედეგები გეცოდინებათ ალბათ მეტად მოინდომებთ პრობლემის გამოსწორებას. აქ კი „ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს!“

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Marita Merkviladze
Marita Merkviladze 23 posts

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი. ფსიქოკონსულტანტი, ოჯახის ფსიქოლოგი. საქმიანობა: მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, "დანტე ალიგიერის საზოგადოება" /ფსიქოკონსულტანტი(ინდივიდუალური, ჯგუფური კონსულტირება); ტრენერი/ კონტაქტი: 557 944 390

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რა გავლენას ახდენს ბაგა-ბაღი ბავშვის განვითარებაზე?

საზოგადოება,მისი მოთხოვნები და ნორმები ცვალებადია.ადრე თუ ბავშვები ყოველთვის დედის გვერდით იმყოფებოდნენ და მათზე დედა ზრუნავდა,ბოლო წლებში შეიმჩნევა ბავშვთა გახშირებული მიყვანა ბაგა-ბაღებში.ამის ბევრი მიზეზი არსებობს:ქალის როლის ზრდა საზოგადოებაში,მუშაობა,დროის უქონლობა და ა.შ.

Print Friendly, PDF & Email

5 მიზეზი რატომ არ მოსწონთ ქალებს პასიური მამაკაცები, ანუ როგორ მოხიბლოთ სასურველი ქალი

რა სურთ ქალებს? თუ ეს არ გაინტერესებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არ არის. მაგრამ როდესაც ნამდვილი მამაკაცი რჩეულ ლედის შეხვდება, აქ მართლაც საჭიროა ამ საკითხით დაინტერესება. ზოგ თანამედროვე მამაკაცს სწამს,

Print Friendly, PDF & Email

რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვრო?

1. «მენტალური საუზმე» დილით როცა იღვიძებთ, ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ? ის, რაზეც ჩვენ ყოველ დღე ვფიქრობთ გაღვიძებისას, რეალობად იქცევა ჩვენს ცხოვრებაში. თგავაზობთ საკუთარი თავი «კვებოთ» ვიტამინებით, რომელსაც “მენტალური საუზმე” ჰქვია.

Print Friendly, PDF & Email

დილამშვიდობის საუზმევ – ანუ რატომ არის აუცილებელი დილით ჭამა

ჩვენი უმეტესობა დილის სრუფასოვან საუზმედ თვლის ფინჯან ყავას. ეს არასწორია, რადგან დილის ტრაპეზი გვეხმარება მოვიმართოთ სამუშაო დღისთვის, გავამყაროთ ოჯახური ურთიერთობები და თავიდან ავიცილოთ ღამით ზედმეტი ჭამა. როგორ ვაიძულოთ საკუთარი თავი,

Print Friendly, PDF & Email

ტესტი სახალისოდ: რომელი კარით შეხვიდოდით?

“პირველ რიგში აირჩიეთ სასურველი კარი, რომლითაც გახვიდოდით და შემდეგ წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი”   1 – ხარ მხიარული, რომელსაც უყვარს მოვლენების ნათლად და მხიარულად შენარჩუნება. ეხმარებით სხვებს წინ წაწევაში და აფასებთ

Print Friendly, PDF & Email

12 მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი

ქვემოთ მოცემული ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ გაიმარტივოთ ცხოვრება და დაეხმაროთ თქვენს თავს გადალახოს სტრესული სიტუციები. ნამდვილად ღირს მათი გაცნობა: 1. სიცილი ჯგუფში – როდესაც ბევრი ადამიანი ერთად იცინით ის ადამიანი, რომელსაც

Print Friendly, PDF & Email