მოხუცი მამის რჩევები შვილს
1701 Views

მოხუცი მამის რჩევები შვილს

29 წლის მამაკაცი ცხოვრობს 70 წელს მიტანებულ მამასთან ერთად და ტვიტერში პოსტავს იმას, რასაც მამა ამბობს.

  • “შვილო, არავის აინტერესებს რა შესაძლებლობები აქვს შენს მობილურს. შენ ის არ გამოგიგიგონებია, შენ ის უბრალოდ შეიძინე. ეს ყველა სულელს შეუძლია.”
  • “შენ ბევრს ნერვიულობ. მოდი, ბეკონი შეჭამე… არა, მე არ ვიცი ამით მოგეშვება თუ არა, უბრალოდ მე ბევრი ბეკონი შევწვი.”
  • “კარგი, გასაგებია, როცა მე ვრთავ ონკანს სამზარეულოში, სააბაზანოში შენ მდუღარე წყალი გესხმება. არა, მე არ გპირდები, რომ ასე აღარ გავაკეთებ, მე გეუბნები, რომ გავიგე პრინციპი.”
  • “მე სიმშვიდე მინდა… ღმერთო, ეს არ ნიშნავს, რომ მე შენ არ მიყვარხარ. ეს ნიშნავს, რომ მე ახლა სიმშვიდე უფრო მიყვარს.”
  • “ის ქალი – სექსუალურია… შენ მისი დონის არ ხარ? შვილო, უფლება მიეცი ქალს გადაწყვიტოს რატომ არ იქნება შენთან, ნუ ფიქრობ მის ნაცვლად.”
  • “შეგვიძლია მოგვიანებით ვილაპარაკოთ? სიახლეებს გადმოსცემენ… მისმინე, თუ შენ ტუბერკულოზი გაქვს, ნახევარ საათში არაფერი შეიცვლება, ღმერთო ჩემო… …”
  • “ჩვილი დაილაპარაკებს, როცა დაილაპარაკებს, მოდუნდი. ნუ ჩათვლი, რომ მან იცის კიბოს წამალი და არ სურს ინფორმაციის გაზიარება.”
  • “გახსოვს როგორ დამცინოდი, როცა გავმელოტდი? არა, მე არ ვაპირებ ამ მხრივ ხუმრობას. მე ამის საშუალებას მივცემ შენს სარკეს.”
  • “არა, შენ არ შეგიძლია ითხოვო ჩემი მაისური. რას იტყვი იმაზე, რომ საკუთარი ტანსაცმელი გარეცხო იმის ნაცვლად, რომ იდგე მანდ შოკირებული გამომეტყველებით?”
  • “არა, მე არ ვარ პესიმისტი. რაღაც მომენტში სამყარო ყველას უმუხთლებს. ისე მოქცევა, თითქოს ის ამას არ აკეთბს, ნიშნავს, რომ იდიოტი ხარ და არა ოპტიმისტი.”
  • “შენ ყველაფერს ადარამატიზირებ. ყველაფერი, რაც შენ გაქვს – ეს არის ტელევიზორი და გასაბერი ლეიბი. მე ვერ დავარქმევდი ამას, რომ ეს არის ის, რისი „დაკარგვაც“ შეიძლება.”
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like