მოუსმინე საკუთარ გულს და მასში სამყაროს ხმას გაიგონებ

მოუსმინე საკუთარ გულს და მასში სამყაროს ხმას გაიგონებ

პირველ რიგში  მინდა ვთქვა რომ ადამიანი, როდესაც იმ საქმეს ემსახურება, რომელიც მოსწონს, და მისი სამუშაო კაბინეტი  ცათამბჯენის  ერთ – ერთ ჰოლდინგში მდებარეობს, სამუშაო სივრცე არის მყუდრო, ფანჯრიდან მოჩანს სიმწვანეში ჩაფლული ქალაქი და ჩიტების ჭიკჭიკი ბედნიერებით გავსებს,  ძალიან ადვილია სამოტივაციო რჩევები მისცე ადამიანებს, რომლებთაც არ მოსწონთ  საქმე, რომელსაც ემსახურებიან, აქვთ დაბალი ხელფასი, ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება. ისინი ვერ ვითარდებიან და მათ ოცნებებს თითქოს მოეკვეცათ ფრთები.

სწორედ ამიტომ მსურს ვიყო პრაქტიკული  და ზუსტი რჩევები მივცე ადამიანებს,რომლებიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან და უიმედოდ გრძნობენ თავს.წარმატებულმა ადამიანებმა ძალიან რთული გზა განვლეს იმისათვის,რომ წარმატებით მოსულიყვნენ დღემდე,შესაბამისად მათი რჩევები გულწრფელი და დასაფასებელია.

1.დილით, როგორც კი თვალს გაახელთ, მაშინათვე  აცნობიერებთ  თქვენი ცხოვრება  არ არის ისეთი, როგორიც  გსურდათ.შესაბამისად  სინანულით იწყება თქვენი დილა,რომელიც აუცილებლად მშვენიერი უნდა ყოფილიყო.  სამწუხაროდ ვერაფერს ცვლით, მაგრამ ფიქრები კვლავ უიმედო გაქვთ. ნუ ითრგუნებით ! გახსოვდეთ, თუ შეცვლით  ფიქრებს და ლამაზ ფერებს დაინახავთ  თქვენს ყოველდღიურობაში, დროთა განვალობაში უფრო პოზიტიურად შეძლებთ გაღვიძებას და თავს უკეთესად იგრძნობთ.

2. გაზაფხულზე შეგიძლიათ აივანზე მიირთვათ ფინჯანი ყავა.განმარტოვდეთ და გააცნობიეროთ რისი შეცვლა გსურთ სინამდვილეში. ნუ იფიქრებთ რომ ახალი ცხოვრების დასაწყებად ძველი სამსახურიდან წამოსვლა სავალდებულოა. თქვენ შეგიძლიათ ახალ იდეებზე ეტაპობრივად დაიწყოთ ფიქრი და არ თქვათ უარი მატერიალურ შემოსავალზე,რომელიც ფიქრობთ რომ მცირეა,მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

3.ზოგჯერ ადამიანები აცნობიერებენ რომ არ მოსწონთ თავიანთი სამსახური, ვერ ვითარდებიან, იტანჯებიან ყოველდღიურობით და ამის გამო დეპრესიაში ვარდებიან. ეს სტატია გვირჩევს, თუ რატომ არ უნდა ჩავარდეთ დეპრესიაში და როგორ ვიპოვოთ სიახლისკენ მიმავალი გზა აუჩქარებლად.

4.როგორც კი გააცნობიერებ, რისი შეცვლა გსურს ცხოვრებაში და ახალ გეგმებს დაისახავ მიზნად , დაიწყე ნაბიჯ – ნაბიჯ, ოცნებისკენ სიარული.  დაეუფლე უცხო ენებს,  იკითხე წიგნები,  განვითარდი, შეიძინე უნარ –  ჩვევები, რომლებიც გჭირდება წარმატებისთვის.ხოლო ამის პარალელურად ეცადე დააფასო საქმე,რომელსაც ემსახურები. იპოვე პოზიტივი შენს საქმიანობაში, აკეთე ყველაფერი გულით, გქონდეს მიზნები და დროთა განვალობაში შეძლებ შეცვალო შენი ცხოვრება.

გაღიზიანებული,დეპრესიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს თავისი სამსახური და გარშემომყოფები, მუდამ უკმაყოფილოა ცხოვრებით, არ უშვებს მისი გულისკენ დადებით ენერგიას და  პოზიტივს ბლოკავს.

5. შეეცადე საღამოობით ნახევარი საათი გაატარო ბუნებაში,პარკში ან სკვერში.მოუსმინე საკუთარ გულს და მასში სამყაროს ხმას გაიგონებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არ მოგვწონს საკუთარ თავში, ვიცით ჩვენი შეცდომები და ვგრძნობთ რა გვსურს მთელი გულით. არასდროს შეადარო შენი ცხოვრება სხვის ცხოვრებას. შენი გულიდან იფიქრე. დააკვირდი, მხოლოდ საკუთარ თავს, იზრუნე მასზე და აუცილებლად შეცვლი ერთფეროვნებას.

და ბოლოს არასდროს დაიხიო უკან თუ წარმატებული ცხოვრება გსურს.

 

 

 

 

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ ქერის შთამაგონებელი გზავნილი კაცობრიობას

ჩვენ ჯიმ ქერის ვიცნობთ, როგორც ერთ-ერთ უდიდეს კომედიური ჟანრის მსახიობს და მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები ყოველთვის ამაღლებს განწყობას. ჯიმ ქერის ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ თქვენ დარწმუნდებით, რომ ის ძალიან ბრძენი ადამიანიც

Print Friendly, PDF & Email

მილიარდერების ისტორიები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს

ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ 14 მილიარდერის ისტორიას, რომლებმაც დაიწყეს ნულიდან და საკუთარი შრომისუნარიანობის, გამომგონებლობის, საქმიანი უნარების, შეუპოვრობისა და გამართლების წყალობით შევიდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში: მობილური აპლიკაციის WhatsApp-ის შემქმნელი იან

Print Friendly, PDF & Email

კმაყოფილების 5 გაკვეთილი მილიარედერების, უორენ ბაფეტისა და ჩარლი მანგერისაგან

1. «მოძებნე ის, რაც გააქტიურებს». ასე უპასუხა უორენ ბაფეტმა შეკითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა ის საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, 50 წლის წინ. მას რა თქმა უნდა მხედველობაში ჰქონდა ცხოვრების სტილი და

Print Friendly, PDF & Email

სიყვარულის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. ყოველთვის გაიღივიძეთ ღიმილით. იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს ძალიან წარმატებული დღე გელით. გიხაროდეთ ყოველი წვრილმანი და დადებითი ემოციები დაგეხმარებათ ცხოვრებიდან ყველანაირი ნეგატივი გაქრეს. 2. გარშემო იყოლიეთ მხოლოდ ნათელი გონების, პოზიტიური

Print Friendly, PDF & Email

ვიდეო თამაშების პოზიტიური და ნეგატიური გავლენები ბავშვზე

დღეს კომპიუტერულ ვიდეო თამაშებზე ძირითადად ნეგატიური აზრია გავრცელებული. ხშირად ადამიანები მსჯელობენ იმაზე, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია კომპიუტერულ თამაშებს ბავშვის ფსიქიკაზე. მაგრამ, როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვს. უამრავი

Print Friendly, PDF & Email

10 ადგილი იტალიაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო 2017 წელს

N1:. რომი თუ თქვენ პირველად მოგზაურობთ იტალიაში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ რომი. საუცხოო ტაძრებს, ულამაზეს შადრევნებს და რენესანსს განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. რომი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ისურვებდა დაკარგვას.

Print Friendly, PDF & Email