მოუსმინე ნიშნებს,  იყავი განსაკუთრებული პიროვნება

მოუსმინე ნიშნებს, იყავი განსაკუთრებული პიროვნება

ქალაქის ცხელ დღეებს გამოვექეცი და მარტოობა ვარჩიე. მთის კურორტისკენ გავეშურე. წავიღე წიგნები, ლამაზყდიანი ბლოკნოტები, ავიღე სასტუმროს ნომერი საოცარი ხედით და როდესაც ფინჯან ყავას მივირთმევ აივანზე და ბუნების მშვენიერი პეიზაჟით ვტკბები, თავს წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. როგორი კარგია არა? თუმცა დასაწყისში მეც რთული გზა გავიარე. ვიტანჯებოდი ვიდრე ვიპოვიდი ჩემს მიზანს და მივხვდებოდი, როგორი ნაბიჯები უნდა გადამედგა ოცნებისკენ მიმავალ გზაზე. უგზო – უკვლოდ დავეხეტებოდი. წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მეკეთებინა საყვარელი საქმე. თითქოს ყველა კარი დაკეტილი იყო. ყველგან განსაცდელებით იყო დღეები სავსე. შინაგანი ხმა გამუდმებით ერთ რამეს მიმეორებდა, მაგრამ მე არ შემეძლო მისი მოსმენა, რადგან სხვა ათასი ხმებით ვიყავი სავსე.
შემდეგ კი შევძელი და ვისწავლე საკუთარი გულის მოსმენა. მხოლოდ მის ძახილს მივყვევი. ის მეუბნებოდა, რომ მე, როგორც შენ, ერთადერთი ვიყავი ამ სამყაროში და ჩემი ოცნებებისთვის უნდა მებრძოლა. ამას მე საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შემდეგ მივხვდი. დავიწყე მუშაობა საკუთარ თავზე. ვმუშაობდი და ვსწავლობდი. შემდეგ ყველაფერს ეტაპობრივად მივაღწიე. ვიპოვე საყვარელი საქმე და მას მივუძღვენი მთელი ცხოვრება. შესაბამისად ვიპოვე ნამდვილი ბედნიერება!
ამ ჩანაწერს კი კაფეში ვწერ ახლა. საოცარი გარემოა გარშემო. ეზოში ნაძვის ტოტები წვიმის წვეთებით არის დანამული.
ფანჯრიდან ჩანს ნისლში ჩაძირული რამდენიმე კოტეჯი. შორს, საკვამურიდან ამოდის კვამლი. ალბათ ბუხრის პირას სხედან ადამიანები და მიირთმვენ ცხელ ჩაის. ნისლი გავს ღმერთის სუნთქვას. ეზოში ცხენი ძოვს ბალახს. სველდება. მე კი ვაგრძელებ წერას და ვუტოვებ მას, სამყაროს.
არ დანებდე როდესაც ცუდად ხარ! იპოვე ადგილი, სადაც შეძლებ განმარტოებას, მოუსმინე მდინარის ხმას, მოეფერე ბუნებას და მოუსმინე საკუთარ სულს. გაიგე რა გსურს სინამდვილეში ! შენს მიზნებს ხომ ყოველთვის წაიკითხავ, მოშრიალე ხეების ხასხასა ფოთლებზე. ზღვის ნაპირზე მიმობნეულ ნიჟარებში მოუსმენ როგორ უნდა იბრძოლო ყველაფრისთვის. ისწავლე ნიშნების მოსმენა. იყავი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ადამიანი. ეს ხომ ძალიან კარგია, იყო შესამჩნევი! იყო ბედნიერი და ტკბებოდე შენი ცხოვრებით. ასეთ ბედნიერებას ყველა ვიმსახურებთ. სწორედ ამიტომ მოგვეცა გონება და გული, რომ გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და ეს ცხოვრება გვიხაროდეს.



Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 55 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ