მოტივაცია მოქმედებისთვის

მოტივაცია მოქმედებისთვის

1. შექმენით საკუთარი ცხოვრების ხედვა
შეიქმენით მშვენიერი განწყობა და დეტალურად აღწერეთ როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების ხედვა, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის სასურველი მომავალი. დაწერეთ იმის შესახებ, თუ რას გააკეთებთ, სად იცხოვრებთ, რა მდგომარეობაში იქნებით და როგორ დატკბებით მიღწეული წარმატებით. ნაწერში ჩადეთ ემოცია. გარდა იმისა, რომ ლამაზი სახლი გინდათ, რისთვის გინდათ ის, რას განიცდით, როცა ამ სახლში იმყოფებით, როგორ არის მოწყობილი, ვინ არის თქვენთან ერთად. ეს ხერხი კარგად მუშაობს როგორც ახლანდელი, ისე სამომავლო მიზნების მისაღწევად ადამიანის მოტივაციაზე.

2. მოახდინეთ თქვენი მომავლის ვიზუალიზაცია
რაც შეიძლება ხშირად მოახდინეთ თქვენი ცხოვრების ხედვის ვიზუალიზაცია. დახუჭეთ თვალები და საკუთარი თავი წარმოიდგინეთ იმ საქმით გართული, რისი კეთებაც გსურთ. თუ საუკეთესო ფიზიკური ფორმის მიღწევა გინდათ, წარმოიდგინეთ რომ ხართ ჯანმრთელი და კარგი აღნაგობის, ვარჯიშობთ სპორტდარბაზში ან დარბიხართ დილაობით. თუ თქვენ გსურთ საკუთარი ბიზნესი გქონდეთ, წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ბიზნესის გახსნის დღეს, როგორ ხვდებით თანამშრომლებს და პირველ კლიენტებს. შექმენით ნათელი წარმოდგენა მომავალზე, შეიგრძენით ყველაფერი ემოციურ დონეზე – რასაც ხედავთ, გესმით, გრძნობთ, როგორი სუნი ტრიალებს გარშემო. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ნათლად და სასიამოვნოდ.

3. სწავლა, სწავლა, სწავლა
ისწავლეთ, იკითხეთ, იარეთ საუკეთესო მწრთვნელების მიერ ჩატარებულ სემინარებზე, ვინც თავისით მიაღწია ისეთ წარმატებას ცხოვრებაში, რომლისკენაც თქვენ მიილტვით. მათ აქვთ თქვენი წარმატების საიდუმლო გასაღები. გააანალიზეთ წაკითხული, მოუსმინეთ, მოსინჯეთ და გამოსცადეთ საკუთარ თავზე, რასაც შეუძლია დაგაახლოვოთ თქვენს მიზნებთან. მაგალითად თუ გინდათ, რომ მწერალი გამოხვიდეთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ კურსებზე, ისწავლოთ დისტანციურად, იკითხოთ წიგნები, წეროთ, იურთიერთოთ სხვა მწერლებთან, მონაწილეობა მიიღოთ გამოფენებსა და სემინარებში და ა.შ. გაეცანით თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების წარმატების ისტორიებს. წიგნებსა და ინტერნეტში საკმარისზე მეტი ინფორმაციაა ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებმაც წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწიეს და გასაოცარი საქციელი ჩაიდინეს. ვარიანტები ბევრია, მთავარია აირჩიოთ და იმოქმედოთ.

4. შეინარჩუნეთ წესრიგი და სისუფთავე
თქვენი გარეგნობა, სუნი, სწორად შერჩეული იმიჯი – ეს თქვენი წარმატების ერთი ნაწილია. სუფთა, მოწესრიგებული და კარგად ორგანიზებული ადგილი, სახლი, ოფისი – მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი პირობაა. სიბინძურე იწვევს ნაგვის დაგროვებას თავად ჩვენში. მოაწესრიგეთ საკუთარი ცხოვრება და თქვენ მოძებნით მეტ ენერგიას და აზრს ცხოვრების ყოველ დღეში. ყურადღება მიაქციეთ სისფუთავეს გარშემო. ხომ იცით, რაც შიგნით არის, გარეთაც ისაა. კანონი ორივე მხარეს მუშაობს.

5. იკვებეთ სწორად
ბევრი ამ მნიშვნელოვან პუნქტს გვერდს უვლის. სწორი კვება გვაძლევს ენერგიას, რომელიც აუცილებელია ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად. შეადგინეთ კვების რაციონი, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა მინერალი, ვიტამინი და საკვები ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. საჭირო არ არის რთული დიეტები დაიცვათ იმისათვის, რომ თქვენი კვება იყოს რეგულარული, გემრიელი და სრულფასოვანი. არავითარი ე.წ. Fast-food-ი, იკვებეთ ჯანსაღი საკვებით. რაციონში ჩართეთ ახალი ხილი და ბოსტნეული, სვით სუფთა წყალი, დაახლოებით 1,5 ლიტრი დღეში და ნუ შეჭამთ გვიან. რეზულტატი გაგაოცებთ.

6. ცვლილებები უკეთსობისკენ
როცა თქვენს ცხოვრებაში დიდი ხანი არაფერი იცვლება, თქვენ ამას ეჩვევით. ნელ-ნელა თითქოს ეშვებით და ახალი რემონტი, მანქანა, ადამიანი – თქვენში ინტერესს აღარ იწვევს. მოვიდა ცვლილებების დრო. დაალაგეთ გარდერობი და მოიშორეთ ის ნივთები, რომლებიც ერთ წელზე მეტია არ ჩაგიცვამთ. გადახედეთ ფოტოარქივს და წაშალეთ ის ფოტოები, რომლებიც კარგ მოგონებებს არ იწვევენ. სახლში გადააადგილეთ ნივთები, შეცვალეთ დეკორაცია, ნოხი და ა.შ. რამე მაინც შეცვალეთ. დაიძარით მკვდარი წერტილიდან, რადგან თქვენს ცვლილებებთან ერთად დაიწყებს მოძრაობას თქვენი ენერგეტიკაც.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1548 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

წარმატება და მოტივაცია

მარტივი წესები, რომლებიც ცხოვრების გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ

არ გაავრცელოთ ჭორები არავის არავისი არაფერი მართებს. დაივიწყეთ სიტყვა ,,უნდა” , ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად დაგედებათ არამარტო მატერიალური არამედ მორალური ვალიც. მოგივიდათ იდეა? ჩაიწერეთ მოიშორეთ გამუდმებული წუწუნის

მენეჯმენტი და მარკეტინგი

მენეჯმენტის მმართველობითი ეთიკის კოდექსი

მმართველობითი ეთიკის კოდექსი – ესაა ზნეობის მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვა მენეჯერისთვის აუცილებელია პერსონალთან კონტაქტის დროს. განვიხილოთ ძირითადი მოთხოვნები, რომლების წაეყენება მენეჯერს: მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტის საფუძვლებია განათლება, პროფესიონალური უნარ-ჩვევები, პრინციპულობა და

წარმატება და მოტივაცია

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მილიონერივით: 7 რჩევა რომლებიც გასათვალისწინებელია

რა არის საჭირო ყოველთვის იდეალური გარეგნობისთვის? მხოლოდ ფული? დიახ, რა თქმა უნდა ფული უდიდეს როლს თამაშობს ამ საკითხში —შესაძლებელია ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვა, ტექნიკის და სხვა ნივთების, მაგრამ შინაგანი ძალის, ნების