მოსმენა ეფექტური ლიდერის მახასიათებელი

მოსმენა ეფექტური ლიდერის მახასიათებელი

მოსმენის ხელოვნება იზომება არა იმით რა პასუხს მოძებნი, ზოგჯერ სხვა ადამიანების გაგება ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. პეტ უილიამსი თავის წიგნში: „როგორ გავხდეთ ქოუჩი„ აღწერს ეფექტური მოსმენის მნიშვნელობას.

„ვფიქრობ, იმისათვის რომ გახდე წარმატებული ლიდერი ეფექტური მოსმენა უნდა შეგეძლოს. ხშირად წარმატება მდგომარეობს კითხვაში „ როგორ“ ? „ ყურადღებით მოუსმინე სხვებს, ისე ნუ მოიქცევი თითქოს შენთვის სულერთია. უყურადღებობა უარესია ვიდრე რაიმეზე უარის თქმა“

სტივ ჰამისონი წიგნში „ლიდერობაში დახელოვნებული“ უწყვეტ მოსმენას მუდმივ განვითარებას ადარებს: „ადვილია თვითკმაყოფილებაში ჩაიძირო თუ დაიჯერებ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი უკვე შენს ხელთაა და წყვეტ მოსმენასა და განვითარებას. ეს ნამდვილ ბარიკადად იქცევა ხოლმე წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. შეუძლებელია გაიზარდო თუ აღარ გსურს მოსმენა“

ექსპერტები გვირჩევენ: „ყოველთვის ეძებე საუკეთესო გამოსავალი, ნუ დაეყრდნობი მხოლოდ საკუთარ აზრებს;  გსურს გაგიგონ? –  მოუსმინე.  „იყო კარგი მსმენელი“ ნიშნავს მთელი გზის ნაწილი გქონდეს გავლილი, წიგნში „ლიდერობაში დახელოვნებული“ სტივ ჰამისონი ასეთ ხედვას გვთავაზობს:

„თავდაჯერებულ ლიდერს უნდა შეეძლოს დაიქირავოს ადამიანები ვისაც საკუთარი აზრის მკაფიოდ და ხმამაღლა წარმოთქმის არ ეშინია. მოსმენის სურვილი არაფრის მომტანია, თუ გარშემო არავის სურს რეალურ თემებზე მსჯელობა“ .

დონ იაგარს წიგნში „ცხოვრების სათადარიგო გეგმა: მენტორობის სიდიადე „ მოჰყავს აბრაამ ლინკოლნის მაგალითი, როგორ ქმნიდა პრეზიდენტი თავის პოლიტიკურ გუნდს:

დორის კერნის გუდვინი თავის შესანიშნავ ნაშრომში: „მეტოქეთა ერთობა“  საუბრობს კარგად გააზრებულ მაგრამ ნაკლებად ცნობილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე: როდესაც ლინკოლნი პრეზიდენტი გახდა, თავის მრჩევლებად ყოფილი პოლიტიკური ოპონენტები დანიშნა.

ამ ნაბიჯით მან გვიჩვენა ლიდერის თვისება: უპასუხოს გამოწვევებს კანონის ფარგლებში და მიიღოს კარგად დასაბუთებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილებები.

ავტორი იმასაც აღწერს როგორ თანამშრომლობდა ის თავის ასისტენტებთან. „ხშირად გვქონია განსხვავებული ხედვა და სტატეგია, მაგრამ ძლიერი ზეწოლის მიუხედავად უთანხმოება არასოდეს გადაზრდილა მკვეთრ დაპირისპირებაში.“

„წარმოვიდგენ რა,  ლინკოლნის მაგალითს, თავდაჯერებული ვხდები, რადგან თუ მსგავსი რამ ჩვენს გუნდშიც მოხდა, ეს იმას ნიშნავს რომ დანარჩენებიც ჩემსავით გულისხმიერებით ეკიდებიან საქმეს“

„ამის გათვალისწინებით ხშირად ვაქეზებ ჩემს ასისტენტებს გამოთქვან თავიანთი ვარაუდები, თუნდაც ისინი სრულიად ეწინააღმდეგებოდნენ ჩემს მოსაზრებებს.“

„ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ამ ფილოსოფიის წარმატებისა, იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი მხარისათვის მისაღები და უნიკალურია“

„ლინკოლნს ნამდვილად აღელვებდა თავისი გუნდის წევრების მოსაზრებები, და ითვალისწინებდა მათი მსჯელობის შედეგებს. რაც მთავარია, ის პატივს სცემდა და არასდროს წყვეტდა სხვათა მოსაზრებების გაზიარებას. ლიდერები წინააღმდეგობებს მარცხად არასდროს განიხილავენ, ისინი მათ საკუთარი ხედვის გაუმჯობესების წყაროდ აქცევენ ხოლმე.

 

თარგმნა: მაია დოლაშვილმა

 

 

 

 

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1499 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ