მონობა თანამედროვე სამყაროში
2739 Views

მონობა თანამედროვე სამყაროში

როგორ გამოიყურება მონობა თანამედროვე სამყაროში? – ამ შემთხვევაში იგულისმება ეკონომიკური «მონობა» და მუდმივი მუშოაობის იძულება.

1. თანამედროვე მონა იძულებულია იმუშაოს გაუჩერებლად, ქანცის გაწყვეტამდე, რამდენადაც მის მიერ 1 თვეში გამომუშავებული სახსრები ზუსტად 1 თვის სამყოფია. შესაბამისად ის იძულებულია მთელი ცხოვრება მონურად იმუშაოს. პენსიას დიდი ფიქციაა, რამდენადაც მონა-პენსიონერს ფული კიდევ უფრო არ ჰყოფნის.

2. მონების ფარულად მუშაობის იძულების მეორე მექანიზმი არის ხელოვნური მოთხოვნის შექმნა ფსევდოსაჭირო საქონელზე, რომელთა თავს მოხვევა ხდება სატელევიზიო რეკლამების, პიარის, სუპერმარკეტებში საქონლის შერჩეულ ადგილას დალაგების მეშვეობით. თანამედროვე მონა ჩათრეულია «სიახლეების» გაუთავებელ დევნაში, ხოლო მათ შესაძენად იძულებულია ფული გამოიმუშაოს და დღე და ღამე შრომით.

3. მესამე ფარული მექანიზმი არის საკრედიტო სისტემა, რომლის «დახმარებითაც» თანამედროვე მონები სულ უფრო ღრმად ეფლობიან საკრედიტო კაბალაში. გარდა იმისა, რომ მათ უნდა იმუშაონ ზეგანაკვეთურად ფულის საშოვნელად, ემატებათ საკრედიტო დავალიანების დაფარვის ვალდებულებები. ვალები, რომლებიც მუდმივად აწვებათ კისერზე თანამედროვე მონებს, ახდენს მათ კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შეუჩერებლად მუშაობისთვის მიზერული ხელფასის სანაცვლოდ.

4. მეოთხე მექანიზმი არის მითი სახელმწიფოს შესახებ. თანამედროვე მონა თვლის, რომ სახელმწიფოზე მუშაობს, სინამდვილეში ის მუშაობს ფსევდოსახელმწიფოსთვის, რამდენადაც ფული, რომელსაც მონა გამოიმუშავებს, ხვდება მონათმფლობელის ჯიბეში, ხოლო „სახელმწიფოს“ გაგება გამოიყენება მონების გონების დასაბინდად, რათა არ მოხდეს მათგან ზედმეტი შეკითხვების დასმა.

5. მეხუთე მექანიზმი არის ინფლაციის მექანიზმი. ფასების გაზრდა იგივე ან შემცირებული ხელფასების ფონზე, რაც თანამედროვე მონის ძარცვის საუკეთესო საშუალებაა. ამგვარად, თანამედროვე მონა ღარიბდება უფრო მეტად.

6. მეექვსე ფარული მექანიზმი მონების მუშაობის იძულებისთვის, ეს არის მისთვის საცხოვრებლის გამოცვლისა და სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობის წართმევა. ეს მექანიზმი თანამედროვე მონებს აიძულებთ იმუშაონ ერთი და იგივე ადგილას და შესაბამისად ვერასოდეს ვერ შეიცვალონ სამსახური და საცხოვრებელი ადგილი. მათ უჩნდებათ განცდა, რომ სხვა შანსი, სხვა ვარიატნი მათ უბრალოდ არ გააჩნიათ და გასაქცევიც არსად აქვთ.

7. მეშვიდე ეს არის სამუშაოს რეალური ანაზღაურების ან საქონლის ღირებულების გასაიდუმლოება. ასევე მისგან იმალება ინფორმაცია, თუ რამდენი მიაქვს მონათმფლობელს მის მიერ გამომუშავებული ფულიდან ბუღალტერიის დახმარებით.

8. იმისათვის, რომ თანამედროვე მონებმა არ მოითხოვონ თავიანთი რეალური წილი, რაც სამართლიანად ეკუთვნით, რაც ასევე გამომუშავებული და შექმნილია მათი მამების, ბაბუების, დიდი ბაბუების მუდმივი შრომით – ხდება ფაქტების მიჩუმათება და მიღებული ფულის მონათმფლობელის ჯიბეში დამალვა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა შემოსავლის სახით მონების უწყვეტი მუშაობის შედეგად.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1500 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like