როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკება მთავარ საკითხებზე?

როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკება მთავარ საკითხებზე?

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას წყდება მრავალი საკითხი, სამწუხაროდ ხშირად მეორეხარისხოვნები, ხოლო მთავარი რაც არის ის უყურადღებოდ და განხილვის გარეშე რჩება. როგორ უნდა მოიქცეთ ისე, რომ წვრილმანების განხილვისას მთავარი საკითხები არ გამოგრჩეთ?

მოლაპარაკებების რეზულტატი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოემზადებით ამისთვის. თქვენ უნდა გაარკვიოთ რა არის თქვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი და რა მეორეხარისხოვანი.

მოახდინეთ მოალაპარაკებების მიზნების წერილობითი ფორმულირება. ეს ხელს შეგიწყობთ მუდმივად გახსოვდეთ ის, და რაც მთავარია გაიგებთ, რა გინდათ.

როცა ადამიანი ცდილობს წერილობით, მოკლედ ჩამოაყალიბოს მთავარი საკითხები, თავს იჩენს სირთულეები. სიტყვები ყოველთვის არ გამოხატავენ იმას, რაც თავში ტრიალებს.
აზრები ბევრია, ჩამოწერა კი შეუძლებელი. ეს შეიძლება გახდეს ურთიერთგაუგებრობის მიზეზი მოლაპარაკებების დროს. რაც ყველაზე ცუდია, ეს გაუგებრობა შესაძლოა სწორედ მთავარ საკითხს ეხებოდეს. როგორ შეიძლება სიტყვებით მიიტანოთ პარტნიორამდე რამე, თუ საკითხისგარკვევით და წერილობით ფორმულირება არ შეგიძლიათ?

მოლაპარკებების დროს კარგი იქნება თუ თქვენს წერილობით ფორმულირებულ ნააზრევს თვალთახედვის არეალში იქონიებთ. ასე არასოდეს დაგავიწყდებათ რა არის მთავარი საკითხი და არ გადავარდებით მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვაში.

ხდება ისეც, რომ პარტნიორი გაძალებთ რაიმე საკითხის განხილვას, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული მოლაპარაკების საგანთან. ამ შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ შეახსენოთ მას, რომ წერილობით შეთანხმებული მოლაპარაკებების თემა გაქვთ და თუ რაიმე სხვა საკითხის განხილვა სურს, მაშინ ეს სულ სხვა მოლაპარაკებების საგანია.

მთავარი არის ის, თუ რა გსურთ თქვენ ყველაზე მეტად, რა მოგიტანთ მეტ შემოსავალს ან სარგებელს. შესაბამისად, მთავარ საკითხებზე სასაუბროდ კარგად მომზადებული უნდა იყოთ.

როგორ უნდა მიხვდეთ რამდენად რეზუტატიურია მოლაპარაკებები? წაიკითხეთ მოლაპარაკებებისთვის წერილობით ფორმულირებული მთავარი საკითხები, თუ რეზულტატი შეესაბამება იმას, რაც ფურცელზე წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიიღეთ ის, რაც გინდოდათ.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

მენეჯმენტი და მარკეტინგი

პროდუქტის შექმნისა და მისი ბაზარზე გატანის 20 საიდუმლო

1. საქონელი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. 2. შეფუთვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად საქონელი. 3. საქონლის შესახებ არასწორ ინფრომაციას შეუძლია გაანადგუროს ის. 4. ნებისმიერი საქონელი კარგი გამყიდველის ხელში კლიენტისთვის საჭირო ხდება. 5.

ბიზნესფსიქოლოგია

1 წამის მარტივი წესი დაგეხმარებათ გახდეთ მეტად პოპულარული და პატივცემული ადამიანი

“პასუხის ოდნავ დაყოვნებით, თქვენ შეგიძლიათ თანამოსაუბრის წარმოდგენა შეცვალოთ თქვენს მიმართ და მოიპოვოთ პატივისცემა.” ჯეფრი ჯეიმსი (Geoffrey James) ჟურნალისტი, მწერალი, ორატორი, ბლოგ Sales Source-ის შემქმნელი. ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა მოგვცა ნაპოლეონ ჰილმა

ბიზნესფსიქოლოგია

როგორ გავაკეთოთ საქონელზე ფასნამატი სწორად

მანამ, სანამ საქონელზე ფასნამატს დაადებთ, საჭიროა საკუთარი პროდუქცია დაყოთ კატეგორიებად და განსაზღვროთ რას ყიდულობენ ხშირად. ამის შემდეგ ყველა კატეგორიაში უნდა განსაზღვროთ ყველაზე პოპულარულები, ცდობადი საქონელი. ჩვეულებრივ რეკლამირებადი, ან უბრალოდ კარგად