მოკვდი წინასწარ

მოკვდი წინასწარ

სამურაის წესის მიხედვით – თუ ბრძოლაში გამარჯვება გსურს წინასწარ უნდა მოკვდე, რადგან მკვდარ სამურაის მეტოქის აღარ ეშინია. ახლა წარმოიდგინე ის, რისიც ცხოვრებაში  ყველაზე ძალიან გეშინია!…….. წარმოიდგინე? ნამდვილად დეტალებში წარმოიდგინე? იმაზეც იფიქრე რას გააკეთებდი იმ მოცემულ მომენტში?

მაშინ ახლა დაბრუნდი აწმყოში და ჩაები ბრძოლაში, რადგან ყველაფერი რისიც გეშინოდა უკვე მოხდა, ამიტომ საშიში აღარაფერია!

მეც პატარაზე მოვკვდები ახლა და მერე დავიწყებ პოზიტივის ძერწვას…

მინდოდა უსაქმური მწერალი გავმხდარიყავი, ლოკოკინასავით მყუდროდ ვმჯარიყავი ნიჟარაში, ისე რომ ვერავის შეძლებოდა იქედან ჩემი ამოყვანა. მერე ოდესღაც ვიღაც აუცილებლად იტყოდა მოხუცი ბაყაყივით წერსო, მე კი გავიღიმებდი ჩვეულად და კვლავ გავაგრძელებდი ჩემს გზას აუცილებლად.

მუზების ქალაქი….წვიმიანი ღამის შემდეგ მზის სხივი გამოიწვერა. წელმოგრეხილი ვიწექი და მენჯის მოყვანილობას ისე მივშტერებოდი, თითქოს მისი სიმრგვალის ზუსტად გადახატვას ვაპირებდი ფურცელზე. ვაკვირდებოდი უფორმო ტკივილებს როგორ მოძრაობდნენ სხეულში. ამჯერად მარჯვენა მენჯის ნაწილი ამოეჩემებინათ. შინაგანად კი ისეთი მშვიდი და თავისუფალი ვიყავი, რომ არა ფიზიკური შეგრძნებები ეჭვს შევიტანდი საკუთარ არსებობაში.

ვცდილობდი დამედგინა ჩემში გამავალი ელექტრონეირონების სიმძლავრე, რამდენად გამტარი ვიყავი მათ მიმართ ესეც მაინტერესებდა. აღმოვაჩინე რომ ქვეყანა არ იყო სადაც საკუთარ თავს გადავმალავდი. ეს ის შემთხვევაა როცა მზად ხარ ყველაფერი დატოვო არსებულ კონდიციაში და უბრალოდ გახვიდე პლანეტიდან. თეთრი, სასიამოვნოდ გრილი ენერგია შემოდის შენში და უფერო მასას უერთდები. სიმსუბუქე და თავისუფლება ყველაფრისგან: სურვილებისგან, მისწარფებებისგან, ამბიციებისგან, შიშებისგან, ტკივილებისგან-საერთოდ ყველაფრისგან. ყველაზე სასიამოვნო ყოფილა თურმე უსმინო სიჩუმის ხმას.

ლოტუსის პოზაში მოვკალათდი და თვალები მოვხუჭე. სასიამოვნო ხმები ჩამესმოდა….სიმშვიდისა და უსასრულობის, მე კი ვცდილობდი ფეხაკრეფით მივყოლოდი მათ მელოდიას. გონება საბოლოოდ გათავისუფლდა მონობისგან, მხოლოდ სხეულის რამდენიმე ნაწილი ჯერ კიდევ გრძნობდა თავისთავს. სურნელოვან მინდორში დავდიოდი და ხელის გულებით ხარბად ვეხებოდი მწვანე სიცოცხლეს. მთელი სხეულით შევისუნთქე ჰაერი, ცას გავუღიმე და შევიგრძენი ბედნიერება! ტკივილებმაც დამტოვეს და მეც შევიყვარე გარდაცვალება.

ცხოვრებაა რთული, თორემ სიკვდილს რა უნდა!

შენ რისი გეშინია და როგორ ებრძვი შიშებს?

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

ბიზნესმენები და მეწარმეები

5 ადამინი, რომლებიც 40 წლის შემდეგ გამდიდრდნენ

შეწყვიტეთ საკუთარი ცხოვფრების კრიტიკულად შეფასება! ისტორიები, რომლებიც ამ სტატიაშია მოყვანილი, ამტკიცებენ, რომ ახლის დაწყება გვიან არასოდეს არ არის. ბევრი ადამიანი 30 წლის ასაკში იწყებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულად შეფასებას და ნანობენ,

ბიზნესი

რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. გუშინ თუ ბანკში კრედიტი მიიღეთ, დღეს შეიძლება მისი გადახდა ვეღარ შეძლოთ. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. არაფერი საშინელი არ მომხდრა. 1. არავითარ

სიახლეები

ფრთხილად ფიქრებთან!

ადამიანი და მისი შესაძლებლობები იმდენად  ამოუცნობია, ზოგჯერ რთულია იმის გააზრებაც  კი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს და განვითარდეს. მთავარია სურვილი,  მონდომება  და  რა თქმა  უნდა რწმენა საკუთარი თავის. ალბათ საიდუმლოს აღარ