მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

მონიკა ბელუჩი სილამაზის, მამაკაცებისა და ქალურობის შესახებ

1. უნდა გავანებივროთ საკუთარი თავი. ჩვენ ყველა გადარეულები ვართ და წონასწორობის დაცვას ვცდილობთ. არავის შეუძლია იყოს სრულყოფილი.

2. ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს არასოდეს წავა, მაგრამ დადგება დღე, როცა ის ისე წავა, თითქოს არც არასდროს უყვარდა.

3. სილამაზის გამოყენებას ცოდნა სჭირდება. თუ ტარება არ იცი, ფერარი არაფერში გამოგადგება.

4. ქალურობა – ეს არის ჰარმონია, ბუნებრივობა და მგრძნობელობა.

5. ადამიანებს შეუძლიათ აპატიონ ჭკუა, ტალანტიც კი, მაგრამ სილამაზე – არასოდეს.

6. მამაკაცებს უყვართ ის, რისი ფლობაც არ შეუძლიათ.

7. კომფორტი არ არის ის, თუ როგორ გამოიყურები გარეგნულად, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ თავს შინაგანად.

8. არ უნდა შეიძულო ადამიანები, რომელთაც შურთ შენი, რადგან ისინი ამით აღიარებენ, რომ შენ უკეთესი ხარ.

9. კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი გოგო ვარ, მე რისკი მჭირდება.

10. სილამაზე ორ შემთხვევაში იქცევა პრობლემად: როცა ის არ არის ან როცა არაფერია მის გარდა.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1516 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ