მოგზაურობას ადამიანებისთვის გაცილებით მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მატერიალურ სიმდიდრეს

მოგზაურობას ადამიანებისთვის გაცილებით მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მატერიალურ სიმდიდრეს

რატომ გარბის ყველა მაღაზიაში, როცა ფული აქვს? ყოველი ახალი გამოგონების შეძენისას ბედნიერებას განვიცდით, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ ამ ბედნიერებიდან არაფერი აღარ რჩება.
GoodTravel-ი შეეცდება გაუხილოს B2P.GE-ს მკითხველებს, თუ სად უნდა ვეძებოთ ბედნიერება.

როგორც გაირკვა, ჩვენი ბედნიერების ყველაზე დიდი მტერი — ეს არის რაღაცისადმი მიჩვევა. როგორც კი შენაძენი კეთდება, ადამიანის კმაყოფილების განცდა ისევ იკლებს და ის იძულებულია გაიქცეს ახალი შენაძენის გასაკეთებლად. ასე გრძელდება დაუსრულებლად…

თუმცა, კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევებით ეს დახშული წრე გაირღვა. ფსიქოლოგიის პროფესორმა თომას ჯილოვიჩმა (Thomas Gilovich) დაამტკიცა, რომ ადამიანები ერთნაირი ბედნიერების გრძნობით ივსებიან როცა რაიმე სასურველს ყიდულობენ და როცა მოგზაურობენ. რაც მთავარია — სიხარულის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ შენაძენთან ეცემა, ხოლო შთაბეჭდილებები, რომლებიც მიღებულია მოგზაურობით ადამიანს მუხტავს ბედნიერების ჰორმონებით ძალიან დიდი ხნის მანძილზე.

სხვადასხვა ღონისძიებებზე სტუმრობა, მოგზაურობა, ახალი უნარების შეძენა, ასევე ექსტრემალური გამოცდილების მიღება — ყოველივე ეს ბედნიერების იდეალური მარაგია თითოეული ჩვენგანისთვის. ახალი გაჯეტი ან ავტომობილი დროთა განმვალობაში ჩვეული ხდება ან დაძველდება, ხოლო ყოველი ახალი მოგონება ნამდვილი ბედნიერების საბაბი გახდება, რაც მთელი ცხოვრება ჩვენთან დარჩება.

წყარო: fastcoexist

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

Good Travel
Good Travel 10 posts

შეამოწმეთ ჩვენი სერვისი და დაისვენეთ... ტელ: 2 300-700; 2 307-007; 592 307-007 ელ-ფოსტა: info@goodtravel.ge www.goodtravel.ge - ჩვენთან მუდამ სეზონია!

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ