მოგზაურობა რომში ბავშობის ოცნების ჯადოსნური ძალა

მოგზაურობა რომში ბავშობის ოცნების ჯადოსნური ძალა

სამყაროში თითოეულ ჩვენთაგანს თავისი საოცნებო ქალაქი აქვს, სადაც ისურვებდა მოგზაურობას, ახალ თავგადასავლებს და ბუნების მშვენიერი ხედებით ტკბობას. ჩემი საოცნებო ქალაქი კი რომი გახლდათ, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ქალაქია თავისი ისტორიითა და ღირშესანიშნაობებით.

ამიტომ ძალიან მინდოდა საკუთარი თვალით მეხილა კოლეზიუმი და მდინარე ტიბრის ნაპირას მესეირნა ნავით. იმდენად ძლიერი იყო ჩემი სურვილის ძალა, ვფიქრობდი,აუცილებლად დადგებოდა დრო,როდესაც ჩემი თვითმფრინავი,რომელიც ქაღალდისგან გავაკეთე ნამდვილი გახდებოდა და მე აუცილებლად გაფრინდებოდა ჩემს, საოცნებეო ქალაქში.მეგობრებისთვის ხშირად მითქვამს, როდესაც რომს ვესტუმრები აუცილებლად დავწერ დღიურს რომში ჩემი მოგზაურობის შესახებ-მეთქი,მაგრამ რადგან ჩემს ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა,მეგობრებს უკვირდათ, როგორ უნდა ამესრულებინა ჩემი ოცნება,რომელიც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დრო კი გადიოდა. ჩემი ქვეცნობიერი კიდევ უფრო საინტერესო მინიშნებებს მაძლევდა, იმის შესახებ,რომ ძალიან მალე მართლაც აღმოვჩნდებოდი ჩემს, საოცნებო ქალაქში.ამიტომ მეგონა,აუცილებლად დადგებოდა დრო,როდესაც მართლაც მოვხვდებოდი რომის ქუჩებში,შეგრძნებები კი იმდენად რეალური იყო, უფრო მეტად მჯეროდა,რომ ძალიან მალე მოვინახულებდი მზის და ღმერთების მარადიულ ქალაქს.

და რადგან ბავშობიდან მიყვარდა წერა და ხშირად ვიღებდი სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას, ერთხელაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთ-ერთი ლიტერატურულ კონკურსის გამარჯვებული გავხდი. პრიზი საკმაოდ შტამბეჭდავია. პირველი სამი ადგილის მფლობელისთვის დაიგეგმა 5 დღიანი ტური რომში. რა თქმა უნდა ძალიან მიხარია. ახლა უკვე ნამდვილად მჯერა სამყაროში საკუთარი ოცნების ძალა. და როდესაც ჩემი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან მაღლა ღრუბლებში მიფრინავს, მე მსოფლიოში, ერთ-ერთი, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან რეალურ დროში, რეალურად ვიწყებ მოზგაურობას.

თვითმფრინავი ზუსტად 12.00 წუთზე დაეშვა აეროპორტში, რომელიც ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა. მე კი, თვითმფრინავის კიბეებიდან ჩამოვდივარ და ვფიქრობ, რომ გარშემომყოფები აუცილებლად გაიგონებენ ჩემს გულის ცემას. სასტუმრომდე მიკროავტობუსით მივდივარ ტურის სხვა წევრებთან ერთად. მთელი გზა ფანჯრიდან ვიყურები და ვფიქრობ, თურმე, როგორი მშვენიერი ყოფილა ჩემი საოცნებო რომი!

ჯადოსნურ ქალაქში კი ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს ვიღვიძებ, ვაღებ ფანჯრებს და რომის ხედებით ვტკბები. შემდეგ მივირთმევ შოკოლადის კრუასანს, კაპუჩინოსთან ერთად და საუზმის შემდეგ, სასეირნოდ გავდივარ, რომის ისტორიულ და ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში. იტალიელი ქალბატონები მაღალქუსლებზე დგანან და რადგან ძალიან რომანტიულ განწყობაზე ვარ, მათი ფეხსაცმლის კაკუნი, წვიმის წვეთების ხმას მაგონებს. თანამედროვე რომაელი მამაკაცები კი შემოდგომის ნაცრისფერ პიჯაკებში გამოწყობილი, ძალიან ელეგანტურად გამოიყურებიან, აუღელვებლად მიემართებიან სამსახურისკენ და უცხოელ ტურისტებს გვიღიმიან. დიახ, როდესაც რომში მოხვდებით,აღმოაჩნეთ რომ იტალიელები ძალიან თავაზიანი და მხიარული მასპინძლები არიან. რადგან, უძველეს, ისტორიულ ქალაქში ვარ, მეჩვენება,მეც უძველესი ადამიანი გავხდი.რომელსაც უჩვეულოა, დახეული ჯინსები აცვია,მხარზე ზურგჩანთა აქვს გადაკიდული,რომელშიც ლეპტოპი და პლანშეტი მიდევს.

იტალიაში შემოდგომა თითქმის ისეთივე თბილი და ოქროსფერია, როგორც თბილისში. ვფიქრობ, იტალიელები ყველაზე ბედნიერები არიან მთელ სამყაროში.მუდამ იღიმიან და საოცარი მხიარული სახეები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ სხვა ქვეყნის ადამიანებმა არ იციან ცხოვრებით ტკბობა, რადგან გადაბმულად მუშაობენ და ყოველდღიური საზრუნავით არიან დაღლილნი.დასასვენებლად ჩვენ მინიშნება გვჭირდება.იტალიელებს კი ამის თქმა, არ ჭირდებათ.ისინი დასვენებას არაფრის კეთების სიტკბოს ეძახიან. (Il dolche far niente ) ისინი ამის ოსტატები არიან.გაატარონ დრო სასიამოვნოდ და დასვენების დღეებში არაფერი აკეთონ. უბრალოდ იღიმიან უფრო მეტად, როდესაც ისვენებენ, მხიარულობენ და ტკბებიან ლამაზი წუთებით.

რომი „მარადიული ქალაქი“ მართლაც რომ ნამდვილი მუზეუმია თავისი საოცარი ღირშესანიშნაოებებით. მე თითქმის ყველა ის ადგილი მოვინახულე, რომელთა მონახულებაც დაგეგმილი იყო ტურის ფარგლებში. დავათვალიერ კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი – ვატიკანში. კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და ცესტიუსის პირამიდა.რამდენჯერმე გამოვეყავი დამსვენებელთა ჯგუფს და მარტო მოვიარე კოლეზეუმის რამდენიმე ისტორიული ნანგრევი.რა თქმა უნდა თუ გზა ამებნეოდ ეს უფრო რომანტიული იქნებოდა,მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შევუერთდი ტურისტების ჯგუფს და მათთან ერთად გავაგრძელე ღირშესანიშნაობებით ტკბობა.განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩემთვის იყო შადრევანი ფონტანა ტრევი. ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში რკინის ფულს ჩააგდებს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში. დამერწმუნეთ ამ საოცარი ქალაქის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ყველას აქვს. ამიტომაც ყოველდღიურად შადრევანში, ტურისტები დაახლოებით 3000 ევროს ყრიან. მე მხოლოდ ერთი მონეტა ჩავაგდე წყალში და სურვილიც ჩავიფიქრე.

რომში ყოფნის დროს რა თქმა უნდა იტალიურ სამზარეულოს გავუსინჯე გემო და მიუხედავად იმისა, რომ 5 დღე გავატარე რომში, ჩვეულებისამებრ რამდენიმე კილოგრამი მეც მოვიმატე. და რადგან ნამდვილი გურმანად ვითვლები,დავაგემოვნე იტალიური პიცა, რიზოტო, პასტა, ბადრიჯანი რიზოტოს ყველით, შპაგეტი კარბონარა, ჩიზანოს ღვინო.ტირამისუმ და ლიმონჩელოს არომატმა კი სამუდამოდ დაიპყრო ჩემი გული.

ვახშმობის შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებით. მე ჩემს ნომერში ავდივარ და დღიურის წერას ვაგრძელე. აღფრთოვანებული ვარ და ძალიან სწრაფად ვწერ.მინდა თითოეული ემოცია და განცდა გადავიტანო ფურცლებზე.ვწერ რომში გაცნობილ ადამიანებზე,თეატრისა და მუზეომების შესახებ.ვწერ წმინდა პეტრეს ტაძარზე.მზეზე,რომელიც დილით ძალიან ადრე ამოდის და დედამიწის ნებისმიერ წერტიშლი თანაბრად ათბობს ადამიანებს.ფანჯრიდან გაშლილი ხედი კიდევ უფრო რომანტიულ განწყობას ქმნის და მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს,რადგან როგორც იქნა, ბავშობის ოცნება ავისრულე და ფეხით მოვიარე რომის ქუჩები.

საღამოობით კი უკვე მარტო მივუყვებოდი მდინარე ტიბრის ნაპირს და ათას რამეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი ცხოვრებაზე,ჩვენს შესაძლებლობებზე,მიზნებსა და სურვილებზე. ვფიქრობ,ცხოვრებაში ოცნებებს ყოველთვის აქვთ ძალა. წარმატება, რომელსაც ცხოვრებაში ვაღწევთ ეს ჩვენი ოცნებებისშედეგია,რადგან თუ არ გვაქვს ოცნება, არ გვაქვს წინსვლა. ვფიქრობ, ოცნებები ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგად გვისრულდება. ასევე ყოველი წარმატება,ეს არის საჩუქარი სამყაროსგან,რომელიც ცდილობს ხელი შეგვიწყოს და დაგვეხმაროს სურვილების ახდენაში.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 49 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ