მოგების პრინციპი

მოგების პრინციპი

მოდით ვიკითხოთ, რაზეა დამოკიდებული კაპიტალი? ეს არის მოგება, რომელიც ზოგიერთს სათაკილო სიტყვად მიაჩნია. ნებისმიერ ეკონომიურ ოპერაციას საფუძვლად მოგება უდევს. ჩვენ ყველაფრის თეორიზირება შეგვიძლია და ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგება მიუღებელი მცნებაა ან კიდევ ის, რომ მოგება ძალიან მაღალია, მაგრამ ყოველთვის, როცა საქონლის გაცვლისას ეკონომიური გარიგება ხდება, ამ გაცვლის მიზანი მოგებაა. მიზანი მოგებაა, იმისდა მიუხედავად ეს კომუნისტურ ქყვეყანაში ხდება თუ კაპიტალისტურში. ყოველთვის, როცა ეკონომიკრ გარიგებას ვაწარმოებთ, მოგებაზე ვფიქრობთ. კომერციის საფუძველი ყოველთვის მოგებაა.

წარმოიდგინეთ ასეთი რამ. ფეხსაცმლის მაღაზიის პატრონი ოცდახუთ დოლარს იხდის ერთ წყვილ ფეხსაცმელში. შემდეგ კი იგივე ფეხსაცმელს ორმოცდახუთ დოლარად ყიდის. ვინ რჩება მოგებული? უმრავლესობა გიპასუხებთ: “მაღაზიის პატრონი”. ეს პასუხი მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი. მაღაზიის პატრონს, რა თქმა უნდა, აქვს მოგება, მაგრამ მოგებულია აგრეთვე კლიენტი, თუ შეძენა მისი სურვილით მოხდა.

რა გვამოძრავებს როცა მაღაზიაში მივდივართ ფეხსაცმლის შესაძენად? შეიძლება იმიტომ ვიყიდოთ რომ, ფასი მოგვწონს ან იმიტომ, რომ ფეხზე შეგვცივდა. მაგრამ არსებობს ერთი ურყევი პრინციპი: ჩვენ საკუთარი სურვილით არასოდეს არ გადავიხდით ამ წყვილ ფეხსაცმელში იმაზე მეტს, რაც ღირს. ყოველთვის, როდესაც ეკონომიკურ გარიგებას ვიწყებთ, მოგებაზე ვფიქრობთ. ჩვენ ბუნებაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს ფეხსაცმელი უფრო მეტად გვინდა, ვიდრე ის ზედმეტი ფული, რომელიც ჯიბეში გვიდევს. ჩვენ გვაქვს ზედმეტი ფული, მაგრამ არ გვაქვს ზედმეტი ფეხსაცმელი. მეორე მხრივ, მოღვაწეს აქვს დიდი რაოდენობით ფეხსაცმელი, მაგრამ არ აქვს დიდი რაოდენობით ხორცი ან თევზი; მაგრამ მას უნდა, რომ ჭამოს ხორცი. ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც ის ხორცის ნაჭერს მიიღებს, არის ის, რომ გაყიდოს რაღაც ნაწილი ფეხსაცმელების იმ უამრავი რაოდენობიდან, რომელიც მას გააჩნია, და იყოდოს მისთვის საჭირო ხორცი.

თუ ზემოთ მოყვანილ ამბავს ზედაპირულად შევხედავთ, მოგეჩვენება, რომ მხოლოდ მაღაზიის პატრონია მოგებაში. ეს იმიტომ, რომ გაცვლისას გამოიყენება ფული. ფული არ არის გაცვლის ისეთი პირდაპირი საშუალება, როგორც ბარტერი. ეხლა წარმოგიდგენთ კიდევ ერთ სცენარს, ოღონდ პირობები აქ თავიდან სხვაგვარად იქნება ჩამოყალიბებული.

დაუშვათ, ერთი კაცი მეწაღეა და ას წყვილ ფეხსაცმელს კერავს. მეორეს საქონლის ფერმა აქვს და მაცივარი ხორცით აქვს გამოტენილი. მეწაღეს აქვს უფრო მეტი ფეხსაცმელი, ვიდრე სჭირდება და სრულიად არ აქვს ხორცი. (მას, რათქმა უნდა, არ სურს ფეხსაცმლის ტყავის ჭამა). მესაქონლეს აქვს უფრო მეტი ხორცი, ვიდრე შეუძლია ჭამოს, მაგრამ სამაგიეროდ, ფეხები ეყინება ფეხსაცმლის უქონლობის გამო. ისინი აწარმოებენ ბარტერულ გაცვლას და ხორცს და ფეხსაცმელს ერთმანეთში ცვლიან. ამჯერად ვინ არის მოგებული? რა თქმა უნდა, ორივე.

დაიმახსოვრეთ ეს ფორმულა:
მატერიალური კეთილდღეობა დამოკიდებულია პროდუქციაზე
პროდუქციის ზრდა დამოკიდებულია შრომის ინვენტარზე
შრომის ინვენტარი დამოკიდებულია ჭარბ კაპიტალზე
ჭარბი კაპიტალი დამოკიდებულია მოგებაზე.

ამ ფორმულას მოკლედ შეგვიძლია ასეთი სახე მივცეთ.
მატერიალური კეთილდღეობა
მეწარმეობა
შრომის ინვენტარი
ჭარბი კაპიტალი
მოგება

გაგრძელება

Print Friendly, PDF & Email

About author

You might also like