მოგების პრინციპი (გაგრძელება)

მოგების პრინციპი (გაგრძელება)

თუ ჩვენ მოგებას უარვყოფთ, ამით საფუძველს შევურყევთ ადამიანთა მატერიალურ კეთილდღეობას.

ბიბლიური ეთიკის თვალსაზრისით მმართველობის ორი სერიოზული რამ აყენებს ზიანს, ესენია გაუმაძღვრობა და სიხარბე. სიხარბე არის ისეთი მოვლენების მამოძრავებელი ძალა, როგორიცაა ექსპლუატაცია და გაფლანგვა. ჩვენ იქითკენ ვიხრებით, რომ გაუმაძღრობა მდიდართა ცოდვაა, ხოლო სიხარბე – ღარიბთა. თუმცა ეს ცოდვები, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში გვხვდება. რაც უნდა ბევრი ქონება ქონდეს ადამიანს, სხვისი სიმდიდრის მაინც შურს. მეორე მხრივ, რაც უნდა ღარიბი იყოს ადამიანი, მას მაინც შეუძლია გაფლანგოს რაღაც.

თავისუფალი ბაზრის პირობებში რაღაც “უხილავი ხელი” მაინც ამუხრუჭებს ამ პროცესებს. თუ კაცი უხეში მატერიალისტია და ხარბად აგროვებს ქონებას, ეს მისი გაუმაძღრობაც კი შეიძლება წაადგეს საერთო კეთილდღეობას. როგორ? დაუშვათ, ადამიანმა მილიარდი დოლარი გააკეთა. რას უზამს იგი ამ ფულს? ის ხომ მილიარდი დოლარის საჭმელს ვერ შეჭამს. მან შესაძლოა ფული ბანკში შეინახოს, მაგრამ ბანკებიც ხომ იმისათვის არსებობენ, რომ ვიღაცას ასესხონ ფული. დაუშვათ ახლა, რომ ამ კაცმა ეს ფული თავისათვის სასიამოვნო, ექსტრავაგანტულ ფუქსავატობაზე დახარჯა, იყიდა ათი “როლსროისი”, სამი რეაქტიული თვითფრინავი და ხუთი საუცხოო მამული ფლორიდაში. ვინ იხეირებს აქედან? ავტომობილების კომპანია, თვითფრინავების ქარხანა და ადგილ მამულის მშენებლები. იმისათვის, რომ შეიქმნას როლსროისები და რეაქტიული თითმფრინავები და მამულები გაშენდეს, ხალხია საჭირო. ისე, რომ ამ კაცის აურაცხელ სიმდიდრეშიც კი შრომის განაწილებაა ჩადებული.

მაგრამ რა უყოთ იმას, თუ კაცი ისეთი ბრიყვია, რომ ფულს სარდაფში ინახავს? მან ეს-ეს არის ბრუნვიდან ამოიღო მილიარდი დოლარი, რითაც ეკონომიური დიფლაცია გამოიწვია. ამით თითოეულ დოლარს ფასი აეწია და შესაბამისად, საქონელს ფასი დააკლდა.

ყველაზე უარესი, რაც კი ცალკეული ადამიანის ფულს შეიძლება დაემართოს, არის ის, რომ იგი ძლიერად დაიბეგრება სახელმწიფოს მიერ. რატომ? სახელმწიფო არ არის მწარმოებელი, იგი არაფერს არ აწარმოებს. ის რა თქმა უნდა, ახდენს ფულის გადანაწილებას, მაგრამ ამას საშინლად დიდი დანახარჯები ახლავს თან ადმინისტრაციული ზედნადების გამო.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი ეკონომიკა გაცილებით ნაკლებად ეფექტურია ცხოვრების დონის ასამაღლებლად, ვიდრე თავისუფალი ბაზარი, სადაც საქონლის და მომსახურების ნებაყოფლობითი გაცვლა-გამოცვლა ხდება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

You might also like

სტრატეგია და მოქმედება

ჯეფ ბეზოსის წარმატების 5 საიდუმლო

ჯეფ ბეზოსისა და ინტერნეტ გაყიდვების უდიდესი კომპანიის წარმატების  ისტორია ახალი არაა, თუმცა ის დღემდე აქტუალობას ინარჩუნებს. მაშინ, როცა ბიზნესი მაქსიმალურად ორიენტირებულია უახლეს, ბრწყინვალე იდეებზე ამაზონმა საკუთარი მომავალი 1997 წელს შექმნილ

ბიზნეს რჩევები

5 რჩევა კარგი თანამშრომლის მოსაძებნად

მიმართეთ დასაქმებიის საგენტოებს, მათ ხშირად მოეძებნებათ გამოცდილი მაგრამ უმუშევარი ადამიანები თანამშრომლები აიყვანეთ საცდელი ვადით, ახალგაზრდა მუშაკები როგორც წესი ასეთ შემოთავაზებაზე უარს არ ამბობენ. ემიგრანტები, ასეთი ხალხი რთული მოსაძებნია,თუმცა მათ აქვთ

სიახლეები

ეფექტური ორატორის 5 ოქროს წესი

1. შეკითხვა: რა? რას ვამბობ? რა არის ჩემი მთავარი აზრი? მთავარი აზრი უნდა იყოს გამოხატული მარტივ და გასაგებ თეზისში. თქვენი გამოსვლის საფუძველი — ეს არის ის, რაც დარჩება და ჩაიბეჭდება