10 მნიშვნელოვანი რჩევა ბიზნესმენისთვის
952 Views

10 მნიშვნელოვანი რჩევა ბიზნესმენისთვის

1. განსაზღვრეთ მნიშვნელოვანი იმაში, რასაც აკეთებთ, მნიშვნელოვანისგან გამოყავით პერსპექტიული. ყველაფერს, რაც შეგიძლიათ არ გააკეთოთ თავი დაანებეთ. თუ თქვენ ყოველთვის პერსპექტიული და მნიშვნელოვანი საკითხებით იქნებით დაკავებული, მაშინ ნამდვილად წარმატებული მომავლაი გექნებათ.

2. ისეთი საკითხებისთვის, რომელბიც ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფო არ არის, მაგრამ საჭიროა, არსებობს „სამი ლურსმნის“ წესი. თუ თქვენ დაგავალეს საქმე, მაგრამ არ გეკითხებიან მასზე არაფერს – ხელს ნუ ახლებთ. როცა პირველად მოიკითხავენ გადაიტანეთ „პირველ ლურსმანზე“, მეორედ მოკითხვის შემთხვევაში „მეორე ლურსმანზე“, ხოლო მესამედ მოკითხვისას „მესამე ლურსმანზე“. შეასრულეთ მხოლოდ ის, რომელიც „მესამე ლურსმანზე“ აღმოჩნდება.

3. შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები არასაჭირო ინფორმაცია მიიღოთ. გამორთეთ ყველა ინფრომაციული წყარო თქვენს გარშემო. ტელევიზორი, ყვითელი პრესა, სოციალური ქსელები. შეწყვიტეთ უაზრო საუბრები სხვებთან ან მეგობრებთან.

4. ალკოჰოლი, მოწევა და სხვა ნარკოტიკი – გადააგდეთ და დაივიწყეთ! არსებობს მითი, რომ თქვენ ვერ გაგიგებენ მწეველი და მსმელი ადამიანები და ეს ბიზნესზე ცუდად აისახება. ეს სიცრუეა! თქვენ დაგაფასებენ პრინციპულობისა და ძლიერი ნებისყოფისთვის! ეს კი ბიზნესზე პირდაპირ დადებით გავლენას მოახდენს. გარდა ამისა, თქვენ საბაბი გექნებათ უარი თქვათ გათენებამდე რესტორნებსა და ბარებში ჯდომაზე. ბახუსი არ შეგაწუხებთ მეორე დღეს და ტვინიც მეტად დასვენებული და სუფთა გექნებათ. გაიზრდება თქვენი შრომისუნარიანობაც.

5. უარი თქვით საკუთარი თავის „ჭამისა“ და პრობლემების შექმნისგან, რომლებიც რეალურად არ არსებობს. თუ პრობლემები გაჩნდება გადაჭერით ისინი სწრაფად! ზედმეტი ყოყმანი სტრესს და გამოუსადეგარ ინფორმაციაზე ფიქრის გამო დროის ტყუილად ხარჯვას იწვევს. ბიზნესში მუდმივად გაზრდისთვის საჭიროა სუფთა ტვინი და თავისუფალი გონება.

6. ყოვლდღიურად დაუთმეთ დრო განათლებას ან თვითგანათლებას. რაც შეიძლება მეტი წაიკითხეთ იმაზე, რითიც აპირებთ რომ დაკავდეთ, ან უკვე ხართ დაკავებული. გამოიყენეთ წარმატებული ადამიანების გამოცდიელბა. განვითარდით ყოველმხრივ, დაკავდით სპორტით, იქონიეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი – ყოველივე ეს გამოგადგებათ იმისათვის, რომ გამომუშავებული ფული სწორად ხარჯოთ. მოინახულეთ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ადგილი, ურთიერთობა იქონიეთ ახალ ადამიანებთან.

7. გაზარდეთ თქვენი უნარები ყოველდღიურად ყველა შესაძლო მიმართულებით, რომლებიც სასარგებლოა ბიზნესისთვის. თუ შეგიძლიათ გამოხვიდეთ აუდიტორიის წინაშე – გამოდით. ძალიან ეხმარება განვითარებას სადებატო კლუბი. ადამიანებთან ურთიერთობა და კამათი, კონფლიქტი, მიმიკასთან მუშაობა, ვიდეოკამერასთან მუშაობა – ყოველივე ეს ძალიან დაგეხმარებათ განვითარდეთ და პიროვნულად უფრო მეტად ჩამოყალიბდეთ.

8. ყურადღება მიაქციეთ სულიერ და ენერგეტიკულ განვითარებას. ძლიერი ენერგეტიკა ადამიანებთან მუშაობაში, მეტი და უკეთესი რეზულტატის მიღებაში დაგეხმარებათ. ისწავლეთ გაუგოთ ადამიანებს, ასე უფრო გაგიადვილდებათ მათთან ურთიერთობა. ძალიან სასარგებლოა ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ წიგნების კითხვა. ბრბო – ბიზნესის ნებისმიერ სფეროში არის ძირითადი მომხმარებელი. ხელოვნებათმცოდნეების ჯგუფიც კი ბრბოა მთელი თავისი შეხედულებებით და მისწრაფებებით, მათითაც მანიპულირებენ გამყიდველები.

9. ფული მიიღეთ როგორც ინსტრუმენტი, ისწავლეთ მიიღოთ ის როგორც კეთილდღეობის მისაღწევი მნიშვნელოვანი და საჭირო მექანიზმი. ფულთან იქონიეთ მარტივი დამოკიდებულება. ღარიბები სულ წუწუნებენ, რომ ფული არ აქვთ, მდიდრები სულ ფიქრობენ, როგორ იშოვონ მეტი ფული, თუმცა იციან, რომ საკმარისი ფული უკვე აქვთ.

10. დააწყვეთ გეგმები, იოცნებეთ, გამოიგონეთ. ყველაფერი ჩაიწერეთ. მდიდარი ადამიანები ძირითადად ასე იქცევიან, მეწვრილმანეები არიან, ისინი ყველაფერს იწერენ. დაისახეთ მიზნები, დაყავით ქვემიზნებად, შემდეგ პრიმიტიულ ქმედებებამდე დაიყვანეთ და ამგვარი მიდგომის წყალობით ყოველთვის წარმატებული იქნებით.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1494 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like