მიზიდულობის და ვიზუალიზაციის 5 კანონი
1. მიზიდულობის კანონის ბაზისი არის კვანტური ფიზიკა, რომელიც დაკავშირებულია ისეთ პატარა ნაწილაკებთან, როგორიც არის სუბატომური ნაწილაკები. ისინი არსებობენ ტალღური მატერიის, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ ტალღების სახით. ეს ნაწილაკები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ აბსოლიტურად სხვა კანონების შესაბამისად, ვიდრე უფრო მსხვილი ნაწილაკები. მათი მოქმედება კარდინალურად განსხვავდება და ამას მივყავართ მატერიის არსებობის სულ სხვა ფორმამდე. თუ განვიხილავთ ნებისმიერ საგანს კვანტური ფიზიკის მიდგომებით, ეს არის შესქელებული ტალღები ან ენერგია. ტვინის ტალღები მოქმედებენ იგივე ველში და მეცნიერების უმრავლესობა მიდის დასკვნამდე, რომ ამ ენერგიასთან ურთიერთქმედებისას ჩვენს ტვინს შესაძლებლობა ეძლევა „შექმნას რეალობა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რაზეც ჩვენ დიდ ხანს ვფიქრობთ იწყებს „ვიბრირებას“ იმავე სიხშირით, როგორც ჩვენი ტვინი და სწორედ ასეთივე სახით წარმოიშობა ცხოვრებაში.
2. მიზიდულობის კანონი ნეიტრალურია. ამიტომ, ცხოვრებაში ის რეალობად აქცევს იმას რაც ადამიანს ძალიან უნდა და რაც პანიკურად არ უნდა ან რისიც ეშინია. ყველაფერი, რაც ძლიერ ემოციას იწვევს, ან რასაც ფიქრის დიდი დრო ეთმობა ცხოვრებაში რეალიზდება. ამ კავშირებისას საჭიროა გვახსოვდეს არამარტო იმის შესახებ, რომ კანონი მოიზიდავს რამეს, არამედ ისიც, რომ მიზიდულობა განხორციელდება შესაძლებლობებთან ერთად, რომლებიც აუცილებელად უნდა შევნიშნოთ და ძალისხმევა ჩავდოთ მათი რეალიზაციისთვის.
3. მიზიდულობის კანონი არსებობდა ყოველთვის. ის ისეთივე რეალური და უცვლელია, როგორც გრავიტაცია. ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს არის ის, რასაც ადრე ვნატრობდით. რასაც დღეს ვისურვებთ, ჩვენი გახდება სამომავლოდ (იმ შემთხვევაში, თუ ერთი სურვილიდან მეორეზე არ გადავხტებით).
4. მნიშვნელობა არ აქვს რას დავარქმევთ ამ კანონს: პოზიტიური აზროვნების კანონს თუ პლაცებოს ეფექტს, მას ჩვენთვის მოაქვს ის, რაზეც დიდხანს და ღრმად ვფიქრობთ. ბევრი ადამიანი არც კი დაფიქრებულა ამ კანონის არსებობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ ასეთ რამის არსებობის შესახებ.
5. მიზიდულობის კანონის მიღება ნიშნავს მოქმედებას და არა გულხელდაკრეფილ ჯდომას და იმის ლოდინს როდის დაგახვავდებათ თავზე ნანატრი სურვილები. ვიზუალიზაციაზე მუშაობა მოგცემთ შესაძლებლობას. თქვენი „შრომა“ კი ამას დაინახავს და გამოიყენებს.
About author
You might also like
10 რჩევა უკეთესად ფიქრისთვის! (მეცნიერთა დამტკიცებით)
1. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციებს ჩვენი ცნობიერება მცირედი ნაწილია იმისა, რაც ჩვენს თავებში ხდება. ნებისმიერ მომენტში ტვინი ამუშავებს ელვის სისწრაფით უზარმაზარ ინფორმაციას – ასე სწრაფად ყველაფრის გაცნობიერებას ადამიანი ვერანაირად ვერ
16 რჩევა, რომლებიც თქვენს ურთიერთობას სხვებთან საკმაოდ გაამარტვიებენ!
1. ნაცვლად «მაგრამ» თქვით «და». თქვით: «ეს თქვენ კარგად გააკეთეთ და თუ თქვენ…» ნაცვლად: «დიახ, ეს კარგია, მაგრამ თქვენ…» რადგან «მაგრამ» სიტყვის გამოყენებით თქვენ ახდენთ ხაზის გადასმას ყველაფერ იმაზე, რაც
ზოგადად ქალის ფსიქოლოგიაზე
ფროიდის, იუნგისა და სხვა სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების თეორიები. ქალს შეუძლია, მამაკაცისაგან განსხვავებით, კონცენტრირებული იყოს მრავალ საგანსა თუ საკითხზე. მაგალითად ქალისათვის სრულიად შესაძლებელია ილაპარაკოს ტელეფონზე, უყუროს და გაანალიზოს ტელევიზორში მიმდინარე გადაცემა,