მიხაილ ლაბაკოვსკი: როგორ შევხდეთ სიყვარულს, შევიქმნათ ჰარმონია და ვიყოთ ბედნიერი
1631 Views

მიხაილ ლაბაკოვსკი: როგორ შევხდეთ სიყვარულს, შევიქმნათ ჰარმონია და ვიყოთ ბედნიერი

მიხაილ ლაბაკოვსკის პოპულარობა მოუტანა რადიკალურმა თეორიამ, რომლის არსიც იმის გაგებაში მდგომარეობს თუ რა არის ნორმა და რა ნევროზი. ამ სტატიაში წარმოდგენილია ჟურნალ ELLE-თვის მიცემულ ინტერვიუში განხილული 10 ყველაზე აქტუალური საკითხი, სადაც ფსიქოლოგი საუბრობს თუ როგორ უნდა შევხვდეთ სიყვარულს, შევიქმნათ ჰარმონია და ვიყოთ ბედნიერი.

1. «ერთ პარტნიორთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინების და სექსის ქონის საწინდარი მხოლოდ ერთ რამეშია — სტაბილურ ფსიქიკაში. დაუთმობლობა, უკომპრომისობა — ფაქტიურად გინეკოლოგთან და კარდიოლოგთან მიმავალი გზებია. როცა ადამიანს სტაბილური ფსიქიკა აქვს, მას შეუძლია ერთ პარტნიორთან მთელი ცხოვრება გაატაროს და მხოლოდ ის უყვარდეს».

2. ადამიანები არ უყვართ იმის გამო, რომ ისინი მოწყვლადები არიან და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ქალი მამაკაცისთვის უბრალოდ ცარიელი ადგილი იქნება, თუ მას არ შეუძლია ქალზე იმის თქმა ვინ არის ის, რა მოსწონს და რა უყვარს. მოუგვარებელი კამათი და კონფლიქტების ნიველირება პირველ რიგში ქალისთვის არის წამგებიანი.

მამაკაცს მხოლოდ ერთხელ უნდა უთხრათ რა არ მოგწონთ და თუ ვერ გაიგებს ნათქვამს, შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც შიძლება იყოს ორი: «ნახვამდის» ან «მე ვღებულობ სიტუაციას ისეთს, როგორიც არის». როცა ბევრჯერ იმეორებთ ერთი და იგივეს, გამოდის, რომ უაზროდ წუწუნებთ. მსგავსი საუბრის გაგრძელება არის ნევროზული თამაში.

3. მარტოობა — ეს არ ნიშნავს გარშემო სიყვარულის არარსებობას. ეს ნიშნავს საკუთარი თავის მიმართ ინტერესის არქონას, სხვათა შორის ბავშვობიდან. არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ოთახში მარტო დარჩენა არ შეუძლიათ და მუდმივად დასდევენ დედას. ზოგისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, შეუძლია საათობით იყოს მარტო ოთახში და ხატოს ან სხვა რამით დაკავდეს. პირველ მაგალითში მოყვანილ ბავშვებს ამის კეთების პრობლემა აქვთ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის გართობა, უბრალოდ საკუთარი თავი არ აინტერესებთ.

4. რაც შეეხება ახალგაზრდა, წარმატებულ და ლამაზ ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მეწყვილეს ნახვა მხოლოდ იმიტომ, რომ შეფასების ბარიერი აქვთ მაღალი — ეს სხვა არაფერია, თუ არა ურთიერთობების დამყარების არცოდნა და ამ ურთიერთობების დაწყების შიში. შესაბამისად, საჭიროა საკუთარ თავში და არა საქმროებში გარკვევა.

5. მამაკაცის მიმართ დამოკიდებულება ქალების უმრავლესობას ისეთი აქვთ, როგორიც მშობლების მიმართ, კერძოდ, როგორიც მამის მიმართ. თუ მას რაიმე წყენა, ტკივილი ან ბრძოლა ჰქონია მამასთან, ყველაფერი გადააქვს მამაკაცთან ურთიერთობაში.

6. გაიხსენეთ, როცა სტიუარდესა ახდენს სამაშველო ჟილეტების დემონსტრირებას, რას ამბობს ის ჟანგბადის ნიღბებზე? «თუ ბავშვთან ერთად მგზავრობთ, ჯერ თავად მოირგეთ ნიღაბი, ხოლო შემდეგ მოარგეთ ბავშვს». სწორედ ამაშია მთელი ხრიკი. ყველა ცდილობს დაეხმაროს ბავშვს იმის ხარჯზე, რომ თავდ რჩება სრული გიჟი. ასე მოქცევა არასწორია. თუ გინდათ, რომ ბავშვმა თავი კარგად იგრძნოს, პირველ რიგში საკუთარ თავს მოუხერხეთ რამე.

7. თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ. ჯანმრთელ ადამიანს არ სურს გათხოვება. ეს იგივეა, რომ გქონდეს ქორწილი, ფატა, ლენტებიანი მანქანა და მეტი არაფერი…
ჯანმრთელი ადამიანებისთვის სიტუაცია სხვანაირია.
პირველი — მათ აქვთ სიყვარულის მოთხოვნილება. სწორედ ამ მოთხოვნილების შესაბამისად ნახულობენ ისინი მამაკაცს, რომელსაც ასევე ეყვარება.

8. ნურასოდეს დაიჭერთ საქმეს ცოლიან კაცებთან. თევზს ყიდულობენ თევზის მაღაზიაში, ხორცს – ხორცის მაღაზიაში. თუ გათხოვება გინდათ, დროს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, ცოლიან კაცს კიდევ ერთი ცოლი არ სჭირდება, სახლში უკვე ჰყავს…

9. ადამიანს ცხოვრება არ ეწყობა. ის კითხულობს წიგნებს, დადის ლექციებზე, ფსიქოლოგებთან, ექსტრასენსებთან. ცდილობს მოიპოვოს მისთვის საინტერესო საგნის გარშემო ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გათხოვდეთ? არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ იყავით ის ვინც ხართ. პირნციპში ადამიანები სწორედ ამის გამო უყვარდებათ.

10. ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი შემდეგნაირად ხდება: მას ვიღაც უყვარს, ვიღაცას ის. ეს არის ერთადერთი ნორმალური ურთიერთობა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1495 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like