მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

რა გავაკეთეთ ან რისი გაკეთება უნდა მოგვესწრო ნეტავ?

ამ კითხვაზე უმრავლესობა დაუფიქრებლად გვიპასუხებს- განათლება, კარიერა, ოჯახი და შვილები! კი ბატონო, ვინ გედავებათ…და მაინც, იქნებ ამ მწირე ჩამონათვალს კიდევ რამე შემატოთ?

რეალურად სიტყვა „უნდა“ ჩვენივე მოგონილია. სტერეოტიპებს ვეწინააღმდეგები, ამიტომ ასაკობრივი ზღვარის დაწესება არასწორი იქნება… და მაინც მინიმუმ რას უნდა მიმხვდარიყავით 35 წლამდე?

მაშ ასე :
– არაჯანსაღი საკვები: გემოს რეცეპტორები იმდენად დაგვეხვეწა, რომ არა MC Donald’s და გაზიან სასმელებს;
– მავნე ჩვევები: რაღადროს თამბაქოა, ვაწვებით სპორტს და იოგას;
– ალკოჰოლი: საცურაო აუზში საღამოს კაბით აღარ ვხტებით და აღარც კარაოკეში ვმღერით სამარცხვინოდ;
– საკუთარი სტილი: მინიმუმ ვარჩევთ დღისა და ღამის მაკიაჟს, ან საერთოდ აღარ ვხმარობთ მას;
– სხვებზე ზრუნვა: სასიამოვნოა და საჭიროც, თუნდაც შინაური ცხოველები და ყვავილები იყოს;
– რუჯი: მზეზე გულისწასვლამდე ხრუკვა აღარ გვიზიდავს. მინიმუმ დამცავი საცხი 50%-იანი და ქოლგა;
– სიტყვა ” მოვიმატე”: ვივიწყებთ და ვუმეგობრდებით საკუთარ სხეულს;
– საყვარელი საქმე: თვითრეალიზაცია! მთავარია ვიპოვოთ ის, რაც გვაბედნიერებს;
– ახალი ადგილების მონახულება, მეტი მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში და ნაკლები ტანისამოსის შეძენა;
– ახალი შეგრძნებები: უცხო ენა, ცეკვა, ხატვა, სიმღერა, გიტარაზე დაკვრა, ჭოკზე ხტომა, სულერთია …უბრალოდ რამე ახალი;
– იყო ე.წ. „ნაკითხი“? მთავარი არ არის რამდენ წიგნს წაიკითხავ, მთავარია რამდენს გაათვიცნობიერებ ;
– წერა: ვჯღაბნით ყველაფერს – ლექსი, ნოველა, მოთხრობა, ზღაპარი, თავგადასავალი, ვინ იცის იქნებ წიგნადაც იქცეს;
– ინტელექტუალური სექსუალობა : ან გაქვს ან არა. სექსთან კავშირში არ არის. კუნთებით ან მოკლე კაბით ვინღა იხიბლება?
– კულინარია: 20 წლის ასაკში თუ კვერცხსაც ვერ ვწვავდით გვეპატიებოდა, ახლა უკვე აღარ;
– ანგარიში ბანკში: საჭიროა იყო ფინანსურად თვითკმარი, დანაზოგიც არ იქნებოდა ურიგო;
– ტოქსიკური ადამიანები: არანაირი მსგავსი ელემენტები ჩვენს ირგვლივ ;
– კომფორტის ზონიდან გამოსვლა: ტყეში კარავში ღამით, მტაცებელ ცხოველებთან ან ქვეწარმავლებთან ერთად;
– შიშების დაძლევა: ვაღიარებთ ყველას და ვებრძვით. სხვანაირად თავისუფლება არ მოდის;
– პატიება: ბრაზი და ბოღმა ყველა დაავადების საწინდარია;
– სელფი? მაგრად გვეზარება, განსაკუთრებით სოც. ქსელში ატვირთვა. ხო კარგი! თუ რამე საინტერესო ფოტოა ხანდახან შეიძლება;
– თავდაჯერებულობა/თვითკონტროლი: თანდაყოლილი არ არის, გამოცდილებას მოაქვს ;
– სხვა რას ფიქრობს ჩვენზე: უკვე ნაკლებად გვაინტერესებს;
– და ა.შ…..

რამეს ხომ არ დაამატებდით?

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მიზეზები, რომლებიც ახდენენ ჩვენს მოტივაციას წინსვლისთვის

1. სანამ ვცოცხლობთ –შეუძლებელი არაფერია ცხოვრება გვაძლევს მოქმედების და შესაძლებლობების სრულ თავისუფლებას, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალებით, რომ მივაღწიოთ წარმატებას. შესაძლებლობა არ იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენც აღარ ვიქნებით.

Print Friendly, PDF & Email

გიჟური იდეა! ამ ადამიანმა ყველაფერი დატოვა 13000 აშშ დოლარად და საკუთარი სამოთხე შეიძინა

სათავგადასავლო ისტორია თანამედროვე რობიზონ კრუზოს შესახებ. ადამიანი, რომელმაც ბუნებასთან განმარტოვებით ჰარმონია იპოვა შთაგონების წყარო იყო ათეულობით გოგოებისა და ბიჭებისთვის. მაგრამ ბრენდონ გრიმშოუსთვის დანიელ დეფოს უკვდავი ნაწარმოები ცხოვრების კრედო გახდა, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც იმაზე ადრე უნდა გადავეჩვიოთ, ვიდრე თამბაქო

რამდენი ხანია მსოფლიო გამუდმებით საუბრობს თამბაქოს საფრთხეებზე. უკვე აღარავინ დავობს მის მავნებლობაზე და ყველა ერთხმად ვთანხმდებით რომ უნდა გადავეჩვიოთ მოწევას. თუმცა გარდა ამისა, თითოეულ ჩვენთაგანს მრავლად აქვს სხვა ზიანის მომტანი

Print Friendly, PDF & Email

მორალის შემცველი რამდენიმე ამბავი.

1. ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ პატრონმა მას ხაფანგი დაუგო. თაგვმა ამის შესახებ ქათამს, ცხვარს და ძროხას მოუყვა, მაგრამ ყოველმა მათგანმა უპასუხა: “ხაფანგი ეს შენი პრობლემაა, ჩვენი ის არ გვეხება!”მოგვიანებით ხაფანგში

Print Friendly, PDF & Email

ინდიელების სიბრძნე

1. კარგი ადამიანი კარგ ნიშნებს ხედავს. 2. იმისათვის, რომ საკუთარი თავის გაიგონო, საჭიროა ჩუმი დღეები. 3. თუ შეატყვე, რომ მკვდარ ცხენით მიაჭენებ – ჩამოდი! 4. მან, ვინც ჩუმად არის, ორჯერ

Print Friendly, PDF & Email

ჯანმრთელობის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. შექმენით თქვენი სურვილების შესაბამისი ასაკობრივი ცვლილებების სცენარი. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი და მეტი წლის ასაკში. აირჩიეთ იდეალური ვარიანტი, რომელშიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდა შეხედულება გექნებათ და თქვენს თანატოლებზე

Print Friendly, PDF & Email