მილიონერების 13 ჩვევა, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს

მილიონერების 13 ჩვევა, რომლებმაც ყველაფერს თავისით მიაღწიეს

თომას კარლი ხუთი წლის მანძილზე 177 სელფ-მეიდ მილიონერის ჩვევას სწავლობდა. მან სპეციალური ტერმინიც კი მოიგონა — «მდიდრების ჩვევები», რომელთა გარეშე შვიდნიშნა შემოსავლის მიღებას ვერასოდეს ვერ შეძლებთ, მიუხედავად საკუთარ განსაკუთრებულობაში რწმენის ქონისა. თუმცა ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის.

«სწორედ ყოველდღიური ჩვევები გხდით წარმატებულ ან წარუმატებელ ადამიანებად », — ამტკიცებს კორლი თავის წიგნში «შეცვალე შენი ჩვევები და შეცვალე შენი ცხოვრება». სწორედ ჩვევები არის სიმდიდრის ან სიღარიბის, ბედნიერების ან უბედურების, კარგი ან ცუდი ურთიერთობის, ჯანმრთელობის ან ავადმყოფობის მიზეზი.

სასიამოვნო ინფორმაციას წარმოადგენს ის, რომ ჩვევები – ეს არ არის ხასიათის ნიშნები და მათი შეცვლა ადვილია. ცხოვრების მანძილზე ჩვენ მუდმივად ვიძენთ და ვკარგავთ ახალ ჩვევებს, ხშირად ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ. მაგრამ თუ მოვბილიზდებით კარგი ჩვევის და უნარის გამყარებაზე, ჩვევა შეიძლება გამოვიმუშაოთ ცნობიერად და საკმაოდ სწრაფად.

რომელი ჩვევები უნდა გამოვიმუშაოთ?
B2P.GE მოგიყვებათ რას აკეთებენ კორლის მიერ შესწავლილი მილიონერები:

1. ისინი ბევრს კითხულობენ
მდიდარი ადამიანების 88% ყოველ დღე მინიმუმ ნახევარ საათს უთმობს კითხვას. ამასთან, ისინი კითხულობენ არაგასართობის ხასიათის წიგნებს. კითხვამ აუცილებლად ახალი ცოდნა უნდა შეგძინოთ.
ეს, როგორც წესი, სამი ტიპის წიგნებია — წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები, წიგნები თვითგანვითარების შესახებ და ისტორიული ნაშრომები.

2. ისინი დაკავებულნი არიან სპორტით
მდიდარი ადამიანების 76% ყოველ დღე ნახევარ საათზე მეტს უთმობს ვარჯიშს. უმეტესწილად ეს არის კარდიო-დატვირთვა – სირბილი, სიარული ან ველოსიპედით გასეირნება.
დატვირთვის ასეთი ტიპი სასარგებლოა არამარტო სხეულისთვის, არამედ გონებისთვისაც. ის პოზიტიურად მოქმედებს ნეირონებზე და ხელს უწყობს გლუკოზის გამომუშავებას, რომელიც საუკეთესო «საწვავია» ტვინისთვის. რაც უფრო კარგად «ვკვებავთ» საკუთარ ტვინს, მით უფრო გონიერები ვართ.

3. ისინი დროს ატარებენ სხვა წარმატებულ ადამიანებთან
თქვენ, როგორც წესი, ისეთივე წარმატებული ხართ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც თქვენს გარემოცვას წარმოადგენენ. მდიდარი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ მიზანიმართულ ოპტიმისტებთან ურთიერთობას, რომლებიც სავსე არიან ენთუზიაზმით და სამყაროს პოზიტიურად უყურებენ.
საჭიროა თავი აარიდოთ ადამიანებს, რომლებიც განწყობილნი არიან ნეგატიურად, რადგან მათთან ურთიერთობით თქვენ რისკავთ გახდეთ მათი უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი.

4. ისინი მიყვებიან მხოლოდ საკუთარ მიზნებს
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ოცნებებით ცხოვრება, თუნდაც ეს ახლობლების და ნათესავების ოცნებები იყოს. მდიდარი ადამიანები თავად ისახავენ ამოცანებს და ძალებს არ ზოგავენ მათ გადასაჭრელად და მიზნების მისაღწევად.
მონდომება საქმეს სიამოვნებად აქცევს. საკუთარი საქმით მხოლოდ გულახდილი გატაცება გხდით ენერგიულს, მიზანდასახულს და შეუპოვარს.

5. ისინი ადრე დგებიან
მდიდარი ადამიანების 50% იღვიძებს სამუშაოს დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე. ეს არის სტრატეგია, რომელიც ეხმარებათ გაუმკლავდნენ გაუთვალისწინებელ გარემოებებს – როგორიცაა ზედმეტად გაგრძელებული შეხვედრა, საცობი გზებზე ან ავად გამხდარი ბავშვის სკოლიდან სასწრაფოდ გამოყვანა.
ცვლილებებმა თქვენს გრაფიკში, რომლებიც თქვენზე არ არის დამოკიდებული, შესაძლოა გაგიჩინოთ განცდა, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ.
დილის 5 საათზე ადგომით თქვენ ყოველთვის გექნებათ რამოდენიმე პირადი საქმის მოგვარების დრო, რომლებიც იმ დღისთვის გაქვთ დაგეგმილი. ეს საშუალებას მოგცემთ თავდაჯერებულობის განცდა გაგიჩნდეთ იმაში, რომ საკუთარ ცხოვრებას მართავთ.

6. მათ შემოსავლის რამოდენიმე წყარო აქვთ
მილიონერებს ყოველთვის აქვთ შემოსავლის რამოდენიმე წყარო. როგორც წესი, მათ აქვთ მინიმუმ სამი ფულადი «ნაკადი». მდიდარი ადამიანების 65%-მა შემოსავლის მიღება ასეთ რეჟიმში დაიწყო მანამ, სანამ მილიონერი გახდებოდა.
ასეთი დამატებითი შემოსავლის მაგალითებია — უძრავი ქონების გაქირავება, საფონდო ბაზარზე ინვესტიციები, ასევე სხვის ბიზნესში წილების ქონა.

7. ისინი ეძებენ მასწავლებლებს
მასწავლებელი არამარტო პოზიტიურად მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე, ის რეგულარულად და აქტიურად მონაწილეობს თქვენს წარმატებაში. გასწავლით იმას, რა უნდა გააკეთოთ და რა არა. ის ფასეულ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გაძლევთ, რომლებსაც თქვენით ვერასოდეს ისწავლით.

8. ისინი ცხოვრებას პოზიტიურად უყურებენ
ხანგრძლივი წარმატება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ცხოვრებას პოზიტიურად უყურებთ. ყველა მდიდარი – ეს არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ცხოვრებით გაიხარონ.
ადამიანების უმეტესობას არც კი ესმით რას ნიშნავს ნეგატიურად განწყობა. ისინი იშვიათად უსმენენ საკუთარ თავს. თუ თქვენ შეეცდებით გააკონტროლოთ საკუთარი აზრები, მიხვდებით, რომ მათი უმეტესობა რაიმე უარყოფითზეა. მაგრამ ამ ფაქიტს გაცნობიერება – უკვე წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

9. ისინი არ ბაძავენ უმრავლესობას
ყველა ჩვენგანი ცდილობს იმ საზოგადოების ნაწილი გახდეს, რომელშიც ვცხოვრობთ. ვცდილობთ მისი შესაბამისი ვიყოთ. ამასთან, უმრავლესობისადმი კუთვნილება – წარუმატებლობის გარანტიაა. წარმატებული ადამიანები ქმნიან თავის პირად «საზოგადოებას», რომლის შესაბამისობასაც სხვა ადამიანები ცდილობენ.

10. მათ ყოველთვის კარგი მანერები აქვთ
მილიონერები ეთიკის წესებს იცავენ — ეს წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი მთავარი ჩვევაა. ამაში შედის სამადლობელი წერილები, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების მილოცვა (როგორიცაა ქორწილი ან დაბადების დღე), სუფრასთან მოქცევის წესები, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის შესაფერისი დრეს-კოდის დაცვა.

11. ისინი ეხმარებიან სხვებს წარმატებაში
სხვებისთვის წარმატების მიღწევაში დახმარებით თქვენ თავად მიიწევთ წინ კეთლდღეობისა და სიმდიდრისკენ. არავის არ შეუძლია გახდეს წარმატებული თანამოაზრეთა გუნდის გარეშე.
საკუთარი გუნდის შექმნის საუკეთესო ხერხი არის — სხვებს შესთავაზოთ წარმატების ერთად მიღწევა.
თუმცა, თქვენ არ უნდა მიიღოთ თქვენს გარემოცვაში ყველა, თქვენ უნდა აირჩიოთ მხოლოდ მიზანდასახული და პოზიტიური ადამიანები.

12. ისინი ყოველ დღე 15-30 წუთს უთმობენ ფიქრს
ფიქრი — ეს არის წარმატების გასაღები. მდიდარ ადამიანებს უყვართ განცალკევებით ყოფნა, საკუთარ თავთან მინიმუმ 15 წუთით დარჩენა დღის მანძილზე, უბრალოდ, მხოლოდ იმისათვის, რომ იფიქრონ.

ისინი ფიქრობენ ყველაფერზე — დაწყებული კარიერით და ფინანსებით და ჯანმრთელობით და ქველმოქმედებით დამთავრებული.

ისინი საკუთარ თავს უსვამენ შეკითხვას: «რისი გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ უფრო მეტი ფული გამოვიმუშაო? მაბედნიერებს თუ არა ჩემი საქმე? საკმარისს ვაკეთებ თუ არა?»

13. ისინი ეძებენ უკუკავშირს
კრიტიკის შიში — ეს არის ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც უკუკავშირის ეშინიათ ადამიანებს.
მაგრამ კარგ ფიდბექს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უკუკავშირი დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენად სწორ გზას ადგახართ. კრიტიკა, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური, პროფესიული ზრდისა და სწავლის ამოსავალი ელემენტი.

გარდა ამისა, ის საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ კურსი და ახალ საკთხებზე ექსპერიმენტი ჩაატაროთ. უკუკავშირი წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც გჭირდებათ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ ნებისმიერ სფეროში.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1532 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რით უნდა დავიწყოთ დღე, ფუჭად რომ არ ჩაიაროს

წარმატების მისაღწევად საჭიროა ყოველი დილა ყველაზე მნიშნველოვანი საქმით დაიწყოთ, თორემ მერე შეიძლება ყოველდღიურ რუტინაში აღმოჩნდეთ. ასეთ შედეგამდე მივიდა თაიმ-მენეჯმენტის ბევრი სპეციალისტი. ამ სფეროს სპეციალისტმა ლაურა ვანდერკამმა გააანალიზა რამოდენიმე ათეული ადამიანის

Print Friendly, PDF & Email

როგორ ავირჩიოთ ბიზნესის ადგილმდებარეობა: 10 რჩევა

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო საკუთარი კომპანიის შესაქმნელად? რა დაეხმარება მას გადარჩეს პირველი სამი წლის მანძილზე? ამ სტატიაში მოყვანილია 10 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ახალი ოფისისთვის ადგილის შერჩევისას.

Print Friendly, PDF & Email

აჩუქეთ სამყაროს თქვენი ‘’დისნეილენდი’’

ადამიანის ზრდასრულობას მისი გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნება განაპირობებს. გააცნობიერო, რომ ყოველ ახალ დღეს, შენ შეგიძლია ახალი ცხოვრება დაიწყო, უკვე გარდატეხაა ნებისმიერი ასაკის დროს აზროვნების. მარცხი ვის არ ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ!…

Print Friendly, PDF & Email

როგორ შეიძლება 2017 წელს დაეხმაროს თქვენს ბიზნესს Google-ის გამოცდილებამ

რატომ არის Google-ი ლეგენდა პროდუქტიულობასა და კრეატიულობაში? მაგია არაფერ შუაშია! Google-ის “ევანგელისტი” გოპი კალაილი ასახელებს კომპანიის ინოვაციის ცხრა ძირითად პრინციპს: 1. ინოვაცია იბადება ყველგან ის შეიძლება სწრაფად გაჩნდეს, ნებისმიერ ადგილას

Print Friendly, PDF & Email

წიგნები, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოს გაგილამაზებთ

დამეთანხმებით წიგნების კითხვა ნებისმიერ ამინდში სასიამოვნოა,მაგრამ ზამთრის ცივი და ნისლიანი დღეები გვიბიძგებენ მოვკალათდეთ სახლში თბილად,გავიმზადოთ ფინჯანი ჩაი და დავუთმოთ საკუთარი თავის განვითარებას დრო. ასე რომ გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს,რომლებიც განსაკუთრებით უხდება

Print Friendly, PDF & Email

ის, რაც ცხოვრებამ დღემდე მასწავლა …

ვინც გვისმენს, თითოეული ადამიანი იმსახურებს დიდ პატივისცემას. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გულისყურით უსმენთ ადამიანს და მისგან იგნორი იგრძნობა, როგორი უსიამოვნოა. ახლა წარმოიდგინეთ, პირიქით, პატივისცემა რომ იგრძნობა, როგორი სასიამოვნოა. ხანდახან ხდება ისე,

Print Friendly, PDF & Email