მილიარდერი და უკვე პრეზიდენტი ტრამპის რჩევები საზოგადოებას

მილიარდერი და უკვე პრეზიდენტი ტრამპის რჩევები საზოგადოებას

ამერიკელი დონალდ ტრამპი უკვე 67 წლისაა, თუმცა იდეების ნაკლებობას არ განიცდის. გარდა იმისა, რომ იგი უზარმაზარი ბიზნეს იმპერიის მფლობელია, ტრამპი საზოგადოებამ გაიცნო როგორც საკუთარი რეალური შოუს „კანდიდატის“ წამყვანი. წარმატებული დეველოპერი, ბიზნესმენი, მწერალი და ტელეწამყვანი ყოველთვის მზადა საკუთარი სიბრძნე და გამოცდილება საზოგადოებას გაუზიაროს.

მისი რჩევები კი ასეთია:

1. ვფიქრობ, ადეკვატური “ჩაის” გარეშე დატოვება, უიღბლო ადამიანის ნიშანია.

2. ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ საკუთარი სიბრაზის მიზეზი: ხშირად ამას საფუძველი აქვს და აუცილებელია საქმისთვის, თუმცა ზოგჯერ ეს ემსახურება სიტუაციის შეხსენებას.

3. იყავი თავმდაბალი და საკუთარი მიღწევები მოკრძალებულად წარმოადგინე. თქვენი სიმკაცრე იმ მომენტისთვის შემოინახეთ, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია.

4. არასდროს არ მსურდა, რომ ჩემთან ემუშავა მას, ვისაც არ უნდა ჩემს კომპანიაში მუშაობა. თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ; არ დარჩეთ იქ, სადაც მუშაობა არ მოგწონთ.

5. არასდროს აიღოთ შვებულება. რაში გჭირდებათ? თუ სამსახური სიამოვნებას არ განიჭებთ, ესე იგი, თქვენ არ მუშაობთ იქ, სადაც საჭიროა. მე კი, თუნდაც გოლფის თამაშის დროს, ბიზნესის კეთებას განვაგრძობ.

6. ცუდი დრო ხშირად იძლევა კარგ შესაძლებლობებს.

7. მოთამაშე ეს ის ადამიანია, რომელიც ათენებს და აღამებს სათამაშო ავტომატებთან. მე კი, ვამჯობინებ ამ ავტომატების მფლობელი ვიყო.

8. ფინანსური კეთილდღეობისთვის არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე თავში მოგივიდეს შესანიშნავი იდეა და არ ეცადო მის რეალიზებას.

9. ყოველთვის გახსოვდე ერთი მარტივი წესი: უნდა გეცვას იმის შესაბამისად, როგორი სამუშაოც გინდა და არა ისე როგორიც გაქვს.

10. ცხოვრება სასტიკია, ადამიანები კი შეუწყნარებელნი. მათ შეუძლიათ გაგიღიმონ, თუმცა ღიმილის უკან იმალება თქვენი მოკვლის სურვილი. ჯუნგლებში მხეცები საკვების მოსაპოვებლად ხოცავენ და მხოლოდ ადამიანები ხოცავენ გართობისთვის.

11. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანი ხართ, მნიშვენლოვანია ის, თუ რამდენად მრავალმხრივია თქვენი განათლება და რამდენად ფართო გამოცდილება გაგაჩნიათ. შეუძლებელია იყო იმდენად ბრძენი, რომ მარტომ გახადო ბიზნესი მომგებიანი. შეხედეთ, მოუსმინეთ და ისწავლეთ. შეუძლებელია ყველაფერი იცოდეთ.

მოამზადა: ნინო ექვთიმიშვილი

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სტრატეგია და მოქმედება

მოსმენა ეფექტური ლიდერის მახასიათებელი

მოსმენის ხელოვნება იზომება არა იმით რა პასუხს მოძებნი, ზოგჯერ სხვა ადამიანების გაგება ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. პეტ უილიამსი თავის წიგნში: „როგორ გავხდეთ ქოუჩი„ აღწერს ეფექტური მოსმენის მნიშვნელობას. „ვფიქრობ, იმისათვის რომ გახდე

სიახლეები

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. გამოიწერეთ

ბიზნეს რჩევები

რომელი ბიზნესის დაწყება შეიძლება, თუ არ გაქვთ დიდი სასტარტო კაპიტალი?

1) ჯერ მოძებნეთ კლიენტები ენდრიუ ბიორნეტ-ტომსონი, IT-კონსულტანტი (დიდი ბრიტანეთი) მე ვიყავი მსგავს სიტუაციაში, თუმცა ჩემთვის ცოტა ადვილი იყო – მე შემეძლო პროგრამული კოდის დაწერა. თავისუფალ დროს (სამსახურამდე და შემდეგ) მე