მილიარდერების ისტორიები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს
3326 Views

მილიარდერების ისტორიები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს

ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ 14 მილიარდერის ისტორიას, რომლებმაც დაიწყეს ნულიდან და საკუთარი შრომისუნარიანობის, გამომგონებლობის, საქმიანი უნარების, შეუპოვრობისა და გამართლების წყალობით შევიდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში:

ian
მობილური აპლიკაციის WhatsApp-ის შემქმნელი იან კოუმი ცხოვრობდა სასურსათო ტალონებით.
კაპიტალი: $6,8 მილიარდი (Forbes-ის თანახმად)

37 წლის იან კოუმი საცხოვრებლად უკრაინიდან კალიფორნიაში გადავიდა, მაშინ 16 წლის იყო. მისი ოჯახი სასურსათო ტალონებით ირჩენდა თავს, რომლებსაც საცხოვრებელი ადგილიდან რამოდენიმე კვარტალის მოშორებით იღებდნენ, ახლა იქ მდებარეობს კოუმის კუთვნილი WhatsApp-ის ოფისი.
2009 წელს, იანი მეგობართან, ბრაიან აკტონომთან ერთად ქმნიდა მობილურ აპლიკაციას, რომელიც ტექსტური შეტყობინებების, ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალის გადაგზავნის საშუალებას იძლეოდა. ამ პროგრამამ შეცვალა SMS-შეტყობინება ზუსტად იმ დონეზე, რა დონითაც Skype-მა შეცვალა საერთაშორისო სატელეფონო ზარები.
ეხლა, როცა აპლიკაცია WhatsApp-ს 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მისი აქციების საკონტროლო პაკეტი გამოისყიდა Facebook-მა $19 მილიარდად. კოუმმა ამ თანხის დიდი ნაწილი მიიღო.

ტელესაკომუნიკაციო კომპანია  Excel Communications-ის დამფუძნებელმა კენი ტრუტმა სწავლის საფასური დაზღვევის გაყიდვით დაფარა.
კაპიტალი $1,7 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

ტრუტი გაიზარდა ბარმენის ოჯახში და ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაფარა დაზღვევის გაყიდვით მიღებული თანხით. შემოსავლის დიდი ნაწილი მან ტელესაკომუნიკაციო კომპანია Excel Communications-ის შექმნით მიიღო, რომელიც დააფუძნა 1988 წელს. რამოდენიმე წლის შემდეგ, ტრუტმა გააფრომა $3,5 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი, რაც გულისხმობდა მისი და კომპანია Teleglobe-ის გაერთიანებას.
დღეისათვის ტრუტი ამ საქმიანობაში აქტიურად აღარ მონაწილეობს და ფულის დაბანდებას დოღში ახდენს.

კომპანია Starbucks-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ჰოვარდ შულცი უპოვართა სახლში გაიზარდა
კაპიტალი: $2 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

ბრიტანულ ტაბლოიდ Mirror-თან ინტერვიუში შულცმა განაცხადა: «როცა ვიზრდებოდი, მუდმივად ვგრძნობდი, რომ საზოგადოების ძირზე ვიმყოფები. მე ვიცოდი, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ ფუფუნებაში, არ ითვლიდნენ კაპიკებს, უფრო ბედნიერი ოჯახები ჰქონდათ. მე მყარად გადავწყვიტე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმ დაბრკოლებების გადასალახად, რაც სიმდიდრესთან მაშორებდა. მე მჯეროდა, რომ შემეძლო მიმეღწია იმისათვის, რაც სხვებს შეუძლებლად მიაჩნიათ. ახლა მე პიჯაკს და ჰალსტუჰს ვატარებ, მაგრამ ყოველთვის მახსოვს საიდან მოვედი და რას ნიშნავს ეს – გაჭირვებაში ცხოვრება».
შულცმა მიიღო სამხრეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის სტიპენდია მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად თამაშობდა ფეხბურთს, სწავლის დასრულების შემდეგ კი ის სამუშაოდ მოეწყო კომპანია Xerox-ში. თუმცა მალევე დატოვა სამსახური და გადავიდა იმ დროისთვის ძალიან მოკრძალებულ კომაპნიაში Starbucks-ში, რომელიც ყავის მარცვლებით ვაჭრობდა. აქ შულცი ძალიან მალე ავიდა კარიერულ კიბეზე, გახდა ტოპ-მენეჯერი და 1987 წელს კომპანია უკვე ფლობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 16 000 მაღაზიისგან შემდგარ ქსელს.

ინვესტორი კენ ლანგონის მამა სანტექნიკოსი, დედა კი სასაუზმეში მიმტანი იყო.
კაპიტალი: $2,1 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად ლანგონის მშობლები თანახმა იყვნენ ნებისმიერი შავი სამუშაო შეესრულებინათ და ბოლოს სახლიც კი დააგირავეს. 1968 წელს მან მიიღო კარგი სამსახური კომპანია Ross Perot-ში, ორი წლის შემდეგ კი ლანგონმა თავის პარტნიორ ბერნარდ მაკუსთან ერთად დააარსა კომპანია Home Depot-ი, რომელმაც მათ მოუტანა მილიარდები.

ბიზნესმენი შაჰიდ ხანი ოდესღაც ჭურჭელს რეცხავდა საათში $1,20 ფასად
კაპიტალი: $3,8 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

ის დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. როცა ხანი აშშ-ში ჩავიდა პაკისტანიდან, მას თავის სარჩენად უწევდა ჭურჭლის რეცხვა, ილინოისის უნივერსიტეტში ლექციების დასრულების შემდეგ. დღეისათვის ხანი ფლობს აშშ-ში ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო კომპანია Flex-N-Gate-ს.

ჰოლდინგური კომპანიის მფლობელმა კირკ კერკორიანმა სწავლა მიატოვა იმისათვის, რომ მოკრივე გამხდარიყო
კაპიტალი: $3,9 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

კერკორიანი ამერიკაში იზრდებოდა, სომეხი იმიგრანტების ოჯახში. ახლობლების დასახმარებლად მან სკოლა მიატოვა მერვე კლასში და მოკრივე გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ბრიტანეთის სამხედრო საავიაციო ძალების მფრინავი. საბოლოოდ მან ხელი მოჰკიდა სასტუმროებისა და კურორტების მშენებლობას ლას-ვეგასში, რაზეც გამოიმუშავა თავისი მილიარდები.
large_67_13_-_john-paul

კომპანია Paul Mitchell-ის თანადამფუძნებელი ჯონ პოლ დეჯორია იყო ლოთი და ცხოვრობდა მანქანაში
კაპიტალი: $4 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

დეჯორია ამერიკაში იმიგრირებულთა პირველი თაობის ოჯახში იზრდებოდა. 10 წლიდან ყიდდა გაზეთებს და ბარათებს. საბოლოოდ ის გააშვილეს. შემდეგ მოხვდა «ცუდ კამპანიაში» და იყო ერთ-ერთი ბანდფორმირების წევრი ლოს-ანჯელესში მანამ, სანამ ჯარში არ წავიდა.
იქედან დაბრუნების შემდეგ დეჯორიამ გამოიტანა კრედიტი $700-ის ოდენობით და შექმნა კომპანია, რომელიც შამპუნებს ყიდდა (უფრო სწორად ის ყოველ კარზე აკაკუნებდა და თავის პროდუქციას სთავაზობდა). ამ პერიოდში მომავალი მილიარდერი საკუთარ მანქანაში ცხოვრობდა. მოგვიანებით მან შექმნა კომპანია Patron Tequila და დღეისათვის ახორციელებს ინვესტიციებს უამრავ სხვა სფეროებში.

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ კომპანია Forever 21-ის დამფუძნებელი დუ ვონ ჩენგი შვეიცარად, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორად და კაფეში მიმტანად მუშაობდა
კაპიტალი: $5 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

ჩენგი და მისი მეუღლე აშშ-ში 1981 წელს ჩავიდნენ, თავიდან ძალიან გაუჭირდათ. ჩენგი სამგან მუშაობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ხარჯები დაეფარა და ეარსებათ. 1984 წელს, წყვილმა გახსნა ტანსაცმლის პირველი მაღაზია. დღეისათვის მათი მაღაზიების ქსელი მსოფლიო იმპერია გახდა, რომელსაც წლიური შემოსავლის სახით $3 მილიარდი მოაქვს.

ცნობილი მოდელიერი და დიზაინერი რალფ ლორენი ჰალსტუჰებს და ხელთათმანებს ყიდდა
კაპიტალი: $7,7 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

ლორენი დაიბადა ბელორუსი იმიგრანტების ოჯახში. ერთხელ რალფი მეგობართან იყო სტუმრად, სადაც მისი აღფრთოვანება გამოიწვია გარდერობის ოთახმა, რომელშიც ეკიდა უამრავი სამოსი, ელაგა უამრავი ფეხსაცმელი – ყველა სიტუაციისთვის. ლორენმა პირობა დადო, რომ მასაც ექნებოდა ასეთი ოდესმე.
სკოლის დამთავრების შემდეგ ლორენმა კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ მალე მიატოვა და ჯარში წავიდა. იქედან დაბრუნების შემდეგ ყიდდა ხელთათმანებს და ჰალსტუჰებს. შემდეგ ტანსაცმლის გამყიდველი იყო მანამ, სანამ არ გამოიგონა მამაკაცის ჰალსტუჰის მისებური ვერსია – ეს იყო აბრეშუმის მოდელი, უფრო ფართე და ღია ფერის ვიდრე მაშინ იყო მიღებული. იმავე 1967 წელს, ლორენის ოცნებებმა რეალობად ქცევა დაიწყეს – მან $500 000-ის ჰალსტუჰი გაყიდა. შემდეგ წელს კი საკუთარი კომპანია დააფუძნა.

ფრანგმა მეწარმემ, კოლექციონერმა და მეცენატმა ფრანსუა პინომ 1974 წელს სკოლა დატვოა რადგან თანაკლასელები სიღარიბის გამო დასცინოდნენ
კაპიტალი: $15 მილიარდი (2013 წლის მარტის მონაცემებით)

დღეისათვის პინო ფლობს საფრანგეთის თითქმის ყველა ფუფუნების საგანს, ერთ დროს კი თანაკლასელები სიღარიბის გამო ისე დასცინოდნენ, რომ სკოლა დატოვა. ბიზნესმენმა პინომ სახელი გაითქვა თავისი «მტაცებლური» ტაქტიკით: ის პატარა კომპანიებს ყიდულობს იაფად კრიზისის დროს.

სათვალეების მწარმოებელი კორპორაციის მფლობელი დელ ვეჩიო გაიზარდა უდედმამო ბავშვთა სახლში, შემდეგ ფაბრიკაში მუშაობდა, სადაც თითი დაკარგა დაზგაზე მუშაობისას
კაპიტალი: $15,3 მილიარდი (2013 წლის მარტის მონაცემებით)

დელ ვეჩიოების ოჯახში 5 ბავშვი იყო. მისი დაქვრივებული დედა ვერ გაუმკლავდა ყველას აღზრდას და მომავალი მილიარდერი უდედმამო ბავშვთა სახლში ჩააბარა. როცა გაიზარდა დელ ვეჩიო ფაბრიკაში მოეწყო სამუშაოდ, რომელიც აწარმოებდა მანქანის დეტალების პრეს-ფორმებს და სათვალეების ჩარჩოებს.
23 წლის ასაკში მან საკუთარი საწარმო გახსნა, რომელიც დღეისათვის მსოფლიო მდონის კომპანიაა სათვალეების წარმოებაში.

მთელს ჰონკონგსა და აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ლი კა-შინგი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა და ოჯახს თავის რჩენაში დახმარებოდა
კაპიტალი: $31 მილიარდი (2013 წლის მარტის მონაცემებით)

კა-შინგი ჰონგკონგში გადავიდა 1940 წელს, როცა სულ რაღაც 15 წლის იყო, მამა ადრე მოუკვდა და ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. კა-შინგმა მიატოვა სკოლა და ოჯახის რჩენა იკისრა. 1950 წელს მან დააარსა პლასტმასის მწარმოებელი საკუთარი კომპანია Cheung Kong Industries. მოგვიანებით მან გააფართოვა საქმიანობის სფერო და უძრავი ქონების ბიზნესშიც დაიწყო საქმიანობა.

NB_30Harold+Simmons_2661924_15136
ცნობილი ბიზნესმენი ჰაროლდ სიმონსი გაიზარდა ქოხში, დენისა და წყალგაყვანილობის გარეშე
კაპიტალი: $40 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა. მან შეძლო მიეღო ტეხასის უნივერსიტეტის სტიპენდია, სადაც მიიღო სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის დარგში.
სიმონსის პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო დალასში აფთიაქის ყიდვა, რისთვისაც მან თანხა ბანკიდან გამოიტანა. ათი წლის შემდეგ მან არამარტო სრულად დაფარა სესხი, არამედ მოახერხა და თავისი ქსელი გაყიდა $50 მილიონად. მოგვიანებით სიმონსმა დააარსა Valhi, რომელიც კომპანიების შესყიდვა-გადაყიდვით არის დაკავებული.

lari
კომპანია Oracle-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ლარი ელისონმა გამზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ კოლეჯი მიატოვა და 8 წლის განმავლობაში ასრულებდა ნებისმიერ შავ სამუშაოს
კაპიტალი $41 მილიარდი (2013 წლის სექტემბრის მონაცემებით)

როცა ლარი დაიბადა, მისმა 19 წლის დედამ გადაწყვიტა, რომ ვერ გაუმკლავდებოდა მის აღზრდას. ელისონი გაიზარდა დეიდისა და ბიძის სახლში, ჩიკაგოში. დეიდის გარდაცვალების შემდეგ მან კოლეჯი მიატოვა და კალიფორნიაში გადავიდა. მომდევნო რვა წელი ასრულებდა ნებისმიერ შავ სამუშაოს, თავი რომ გაეტანა. 1977 წელს მან დააარსა კომპანია Oracle-ი, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1493 posts

<p>ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.</p>

View all posts by this author →

You might also like