მიეცი საკუთარ თავს უფლება – იცხოვრო რეალობაში

მიეცი საკუთარ თავს უფლება – იცხოვრო რეალობაში. იოცნებე მაგრამ, იცხოვრე რეალობაში.

რა არის რეალობა? რეალობაა, სადაც გიწევს ცხოვრება და ხშირად იქ შენი წესები სრულად არ მოქმედებს. ერთის მხრივ შენ მას ვერ აკონტროლებ. ეს შენი კონტროლის ზონა არაა.

მიეცი საკუთარ თავს უფლება, უთხრა სიმართლე და არ ატკინო გული.

მიეცი საკუთარ თავს უფლება, გვერდზე გაწიო მოლოდინები და რეალობას თვალებში შეხედო.

მიეცი უფლება შენს თავს დაინახოს, ის რაც ხდება და მოაშორე მოვლენებს ყოველგვარი შეფასებები.

მიეცი საკუთარ თავს უფლება მყარად იდგე მიწაზე. და რამდენჯერაც საკუთარ თავს მოატყუებ, რამდენჯერაც მოლოდინების ბურუსში გაახვევ, რამდენჯერაც დააჯერებ, რომ ადამიანები ისეთები არიანი, როგორიც შენს განპირობეულ გონებას ჰგონია… იმდენჯერ დაბრკოლდები, დაიკარგები, წაიქცევი და გეტკინება.

ეს სიმართლეა რომ რეალობა მტკივნეულია? ? ?

და თუკი მე რეალობის შესახებ არ მექნებოდა მკაცრად გაწერილი მოთხოვნები, თუკი მე არ მექნებოდა მისი შეცვლის სურვილი, თუკი მის შესახებ არ მექნებოდა სტრესული ფიქრები, თუ მე არ მაქვს სურვილი გავაკონტროლო ის. სიმართლეა რომ რეალობა მტკივნეულია?

დილით ფანჯარაში იხედები და ხედავ წვიმს — ეს რეალობაა და მტკივნეული არაფერია.

მაგრამ…..როცა შენი გეგმები აწყობილია სხვა ადამიანების ან უფლის, სამყაროს კონტროლის ზონაზე, ნიშნავს რომ შენი გეგმა მთლიანად, შენს გარდა ყველაფერ სხვაზეა დამოკიდებული, რაც აჩენს შიშს, დაურწმუნებლობას და სხვაზე მიჯაჭვულობას. შესაბამისად ჩნდება სტრესული ფიქრები, შეგრძნებები და მშვიდად ვეღარ ხარ.

აი, რა ხდება როცა გვაქვს მოლოდინები ისეთ რამეზე, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არაა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. მე მხოლოდ შემიძლია გავაკონტროლო საკუთარი მოქმედებები მოცემულ რეალობაში და არა რეალობა. ჩემი მოქმედებები – ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემი კონტროლის ქვეშაა. რეალობა არა. არც სხვა ადამიანები. თანაც უბრაზდები რეალობას, რომელიც მეორეს მხრივ შენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. მოხდა რაღაც, რაც მანამდე მოხდა შენში. უბრაზდები შენს ჩრდილს, რომელიც ყველგან თან დაგყვება და არ ქრება სანამ სინათლეში არ აღმოჩნდები.

გონება-სინათლეში. სტრესული ფიქრებისგან თავისუფალი. საყრდენის შეგრძნება, მოლოდინები, მოთხოვნები, იმედები როცა გვაქვს საკუთარ თავზე ყოველთვის ძლიერი პოზიცია გვიკავია და რეალობა როგორიც არ უნდა იყოს, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით. მაგრამ თუ სხვაზე და სხვის ქმედებების იმედად ვართ და პასუხისმგებლობა სხვაზე გვაქვს აკიდებული — მარცხი, იმედგაცრუება გარდაუვალია. ყველა გზა მოჭრილია.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

მარიამ შარიქაძე
მარიამ შარიქაძე 77 posts

სამოტივაციო ბლოგერი და ელ-ჟურნალისტი. იხილეთ მეტი ჩემს შესახებ: www.mariamsharikadze.wordpress.com

View all posts by this author →

You might also like

სიახლეები

რა უნდა ქნათ, თუ კრედიტს ვეღარ ფარავთ?

ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა სიტუაცია. გუშინ თუ ბანკში კრედიტი მიიღეთ, დღეს შეიძლება მისი გადახდა ვეღარ შეძლოთ. რა უნდა ქნათ ასეთ დროს? პირველ რიგში უნდა დამშვიდდეთ. არაფერი საშინელი არ მომხდრა. 1. არავითარ

წარმატება და მოტივაცია

სად გველის წარმატება

იცხოვრო – ნიშნავს გარისკო. რისკი – ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენს ცხოვრებაში არ არის რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღწევებიც. უმეტესობა ჩვენგანი მიეჩვია ყოველდღიურ რუტინას,

ზოგადი ფსიქოლოგია

მეცნიერების ექსპერიმენტი: “თევზი აკვარიუმში”

დიდ აკვარიუმში მოათავსეს თევზი. თავდაპირველად ის მთელ აკვარიუმში დაცურავდა, მაგრამ შემდეგ მისი ნაწილი გადაკეტეს გამჭირვალე სქელი შუშით და ეხლა თევზს აღარ შეეძლო იქ მოხვედრა. ის ვერ ხედავდა დაბრკოლებას, უბრალოდ ყოველ