მეწარმის წესები

მეწარმის წესები

1. პირველად ტუალეტში
როცა თქვენ ტუალეტში სიარულს სწავლობთ — თქვენ არ გაქვთ არც ინსტრუქცია, არც განაწესი, თქვენ ამას შეცდომებზე სწავლობთ. პირველად ყველა საფენებში და პამპერსებში ისაქმებს, შემდეგ დროთა განმავლობაში ხდება უნარის გამომუშავება. სწორედ ასეა მეწარმეობაც – პირველი ნაბიჯები პრობლემურია, შემდეგ მარტივდება, ხოლო ჩემპიონები ხდებიან ერთეულები, თუმცა, გარბენი ყველასთვის სასარგებლოა.

2. მეწარმეობა – ეს როგორ?
მეწარმეობა არ არის კლიენტების მოძიება და არც საქონლის გაყიდვა. ეს არის განსჯის დამოუკიდებლობა, საკუთარი გზის არჩევის და მისი მიყოლის უნარი, მაშინაც კი, თუ გზისგან ბილიკი რჩება ან საერთოდაც არ არის ბილიკი. თქვენ აკეთებთ იმას, რაც შთაგაგონებთ და სხვა ადამიანების პრობლემებს წყვეტს. გადაწყვიტეთ სხვისი პრობლემები – გამოიმუშავეთ ფული.

3. განათლება
მეწარმეების უმეტესობას არ აქვს პროფილური განათლება. უფრო მეტიც, ეკონომიკურ განათლებასთან საერთოც კი არაფერი აქვთ. უფრო მნიშვნელოვანია გონების ქონა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. გადაწყვეტილებები შეიძლება მცდარიც იყოს, მაგრამ გამოცდილება დროთა განმავლობაში ეხმარებათ მიიღონ უფრო მეტი სწორი გადაწყვეტილება. დიპლომის ფურცელი სჭირდება სახელმწიფოს და დამსაქმებელს, თუმცა არ იქ იმუშავებს ქაღალდი თქვენს მაგივრად.

4. ყველაფერი იცვლება
ჯერ კიდევ გუშინ გამოიყენებოდა ტელეფონი-ფაქსი. ახლა ფაქსის აპარატი ბევრგან დამტვერილი დევს. ყველაფერი იცვლება და მოგებული რჩება ის, ვისაც შეუძლია საკითხების გადაწყვეტა მუდმივად ცვალებად გარემოებებში.

5. მტრებთან სჯობს ურთიერთობა და მეგობრობა, ვიდრე ჩხუბი და ბრძოლა
ბევრი მეწარმე იქცევა ასე – კონკურენტთან ურთიერთობს და მეგობრობს კიდეც. მათი კონკურენტები ამის გამო ყოველთვის წაგებულები არიან, ასეთი ურთიერთობის მქონე მეწარმეები კი ყოველთვის ახერხებენ მოლაპარაკებას.

6. ნუ მიაქცევთ ყურადღებას საჯარო აზრს
ბრბო ყოველთვის ესვრის დამპალი პომიდვრებს მათ, ვინც ბრბოს არ შეერევა. თუ საქმეები კარგად მიგდით ფურთხებას დაგიწყებენ ქვემოდან და შურით, თუ ცუდად მიგდით, მაშინ ზიზღით. ბრბო ყველთვის კრიტიკულად უდგება ნორმალურ მოვლენებს და უყვარს თაღლითები, მატყუარები, გარეწრები. სწორედ ამიტომ, ტრენინგებზე «როგორ ვიშოვოთ მილიონი» იქნება ბრბო, ხოლო პროექტებზე რეალურად მომუშვე მხოლოდ ერთეულები.

7. შეეცადეთ ნაკლებად მოიტყუოთ
თუ რამეს ვერ აკეთებთ, სჯობს მაშინვე თქვათ. ხშირად თქვენგან შეუძლებელს ითხოვენ. ნუ გასცემთ დაპირებას იმაზე, რასაც ვერ შეასრულებთ და შეასრულეთ ყველაფერი, რისი დაპირებაც შეგიძლიათ.

8. საზიზღარი წვრილმანები
ყველა საზიზღარ წვრილმანს, რისი კეთებაც ყველას ეზარება და ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ – მივყავართ ყველაზე დიდ პრობლემებამდე. შეიძლება დაკარგოთ კლიენტი, წააგოთ ტენდერი ან დაკარგოთ დიდი თანხა.

9. ერთი კარგი ხელშკრულება ვერ გამოგკვებავთ მთელი წელი.
ხშირად დამწყებებს უმართლებთ, ან ბიზნესს იწყებენ მომგებიანი კონტრაქტით. შემდეგ მოსდით აზრი, რომ მომავალშიც ყველაფერი ასე კარგად და მარტივად იქნება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მეწარმეებს მსუყე კლიენტი ჰყოლიათ და მოდუნებულან ამის გამო. გასულა ერთი წელი, კლიენტი წასულა და საწარმოც დახურულა. ვინ უშლიდათ ახალი კლიენტების მოძიებაში ხელს?

10. ვინც არ რისკავს ის არ სვამს მწუხარებისგან
სწორედ ასე უნდა ჟღერდეს გამონათქვამი. რისკი საინტერესოა მაშინ, თუ ის გამართლებულია. საკითხავია კიდევ ის, თუ რით რისკავთ და რის მიღებას გეგმავთ.

11. ზედმეტი „სიბრძნე“
საჭიროა ოქროს შუალედის მოძებნა ზედმეტ სიბრძნესა და ცუდი შემუშავების პროცესს შორის. ბევრი ადამიანი ბრძენობს დაუსრულებლად, ოღონდაც მუშაობა არ დაიწყოს პროექტზე.
ზედმეტ გართულებებს ყოველთვის მივაყავართ წარუმატებლობამდე.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1511 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ