მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სევდიან ფიქრებს

მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ სევდიან ფიქრებს

თუ გრძნობთ, რომ რაღაც კარგად ვერ არის და სევდიანი ფიქრები შემოგაწვათ, შეეცადეთ ამ მდგომარეობაში დიდხანს არ დარჩეთ – შეიძლება ჩაგითრიოთ. მოძებნეთ მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობას გაუმკლავდეთ.

1. იმისათვის, რომ ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოთ, ასწავლეთ საკუთარ თავს კონტროლი. ნუ განაწყენდებით წვრილმანებზე, შეეცადეთ არ იჩხუბოთ ახლობელ ადამიანებთან, აპატიეთ მათ. პატიება გათავისუფლებთ ბრაზისა და სამაგიეროს გადახდის სურვილისგან, რაც პირველ რიგში თქვენ გვნებთ.

2. შეეცადეთ სამყაროს იუმორით შეხედოთ მაშინაც კი, როცა თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენეს ან რთულ სიტუაციაში ჩავარდით. ყოველთვის გაიღიმეთ და საკუთარ თავს უთხარით: „ესეც გაივლის!“. დაუჯერებელია, მაგრამ მათ, ვისაც გულწრფელად ჯერა, ყველაფერი ცუდი მართლაც გადის.

3. ნუ დაჯდებით სახლში მთელ სამყაროზე გაბრაზებული! შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ: ქუჩაში, მეგობრების და ნაცნობების წრეში ცუდი განწყობა არ არსებობს. ეს დამტკიცებულია!

4. შეიტანეთ საკუთარ ცხოვრებაში სიახლის ელემენტები. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ დროდადრო შევიცვალოთ ჩვევებიც კი, მაგალითად გავიჩინოთ ახალი ჰობი ან შევიცვალოთ ტანსაცმლის სტილი. შეარჩიეთ ახალი გარდერობი. არაფერი ისე დადებითად არ მოქმედებს ადამიანზე, როგორც გარშემომყოფთა ყურადღება.

5. ისწავლეთ მოდუნება. როცა ასრულებთ დამქანცველ სამუშაოს, იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე. მაგალითად, მეგობრებთან მომავალ შეხვედრაზე, ან საყვარელი ადამიანის ნახვაზე. არ დაგავიწყდეთ არომა-ლამფა. გამოიყენეთ ეთერზეთები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ განწყობაზე და სულიერ მდგომარეობაზ. ეს არის: მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, ბერგამოტი.

6. დაკავდით ცურვით. წყალი სხეულს დასვენებაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, ცურვის დროს უბედური შემთხვევის ან ტრამვის მიღების ალბათობა ნაკლებია, სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით.

7. შეჩერდით, მიმოიხედეთ… ზოგჯერ ადამიანები სულიერად მხოლოდ იმიტომ ეცემიან, რომ ვერ პოულობენ დროს იმაზე ფიქრისა და განსჯისათვის, რომ გაარკვიონ სწორი მიმართულებით მიდიან თუ არა. საჭიროა აზრების, მიზნების, კავშირების დროულად მოწესრიგება, ზუსტად ისე, როგორც სახლს აწესრიგებთ.

8. ცხოვრებას მიუდექით მარტივად. მასში ყოველთვის არის გმირობის ადგილი, მაგრამ ეს საჭიროა იშვიათად. შეეცადეთ მომართული იყოთ იმაზე, რასაც მოცემულ მომენტში აკეთებთ. ხშირად ეს უფრო ხდება წარმატების წინაპირობა, ვიდრე გრძელვადიანი რეზულტატის სურვილი. სიხარულით შეხვდით მცირედ წარმატებას და მიღწევას.

9. შეინარჩუნეთ პერსპექტივის გრძნობა. ცხოვრება არის მოძრაობა და იმან, რაც დღეს წარმოდგენილია ტრაგედიის სახით, შესაძლოა ხვალ ღიმილი გამოიწვიოს. ტყუილად არ უთქვამთ: „დილა საღამოზე ბრძენიაო“.

10. თუ თქვენ გინდათ წოლა და დასვენება, სჯობს არ დანებდეთ ამ სურვილს, რადგან ამან გაზარმაცება და ჩათრევა იცის. იმოძრავეთ და თქვენი ემოციებიც მოძრავი გახდება. უყურეთ ფილმს, დაალაგეთ სახლი, გააკეთეთ რაიმე სასარგებლო… ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა შეაჩეროთ დეპრესია დასაწყისშივე.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

10 მცნება მშობლებისთვის!

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა. 2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე,

Print Friendly, PDF & Email

როგორ უნდა აიმაღლოთ თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის მაჩვენებელი

1. შეეშვით საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან შედარებას. ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენზე მეტი ექნება და ისეთებიც, ვისაც თქვენზე ნაკლები ექნება რაიმე. თუ თქვენ დაკავდებით ასეთი შედარებებით, ყოველთვის გეყოლებათ ბევრი

Print Friendly, PDF & Email

რჩევები მშობლებს

ყელაზე მთავარი რჩევა – ვაქებთ საჯაროდ, ვეჩხუბებით ცალკე! ასევე მნიშვნელოვანია – ვაძაგებთ არა ბავშვს, არამედ მის ქცევას! არ «ვესხმით» თავს ბავშვს მთელი ოჯახი! არ ვიცოდებთ ეგრევე, თუ მამამ უსაყვედურა, ვინარჩუნებთ

Print Friendly, PDF & Email

სიყვარულის მოზიდვის 10 ოქროს წესი

1. ყოველთვის გაიღივიძეთ ღიმილით. იფიქრეთ იმაზე, რომ დღეს ძალიან წარმატებული დღე გელით. გიხაროდეთ ყოველი წვრილმანი და დადებითი ემოციები დაგეხმარებათ ცხოვრებიდან ყველანაირი ნეგატივი გაქრეს. 2. გარშემო იყოლიეთ მხოლოდ ნათელი გონების, პოზიტიური

Print Friendly, PDF & Email

როგორ ხდება ქარიზმის ფორმირება

ზოგჯერ ხდება ისე, რომ გაიცნობ ჩვეულებრივ ადამიანს, სრულიად ჩვეულებრივ ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ გინდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება სულ უფრო მეტად. სწორედ ამას ჰქვია ქარიზმა, რომლის გამოც გვიჩნდება სურვილი უფრო დავუახლოვდეთ და

Print Friendly, PDF & Email

როგორ მოვაგვაროთ კვების პრობლემა ბავშვებში. რჩევები მშობლებს

თუ თქვენი ბავშვი მიირთმევს სტაფილოს პიურეს და შემდეგ ჯერზე უარს ამბობს მის მიღებაზე… ან თუ თქვენ გჭირდებათ ხვეწნა, რომ შეჭამოს საჭმელი, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. დაახლოებით 20 %–დან

Print Friendly, PDF & Email