რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ დედასთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის.

რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ დედასთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს ის.

მეცნიერები ხშირად გვახარებენ გასაოცარი და მნიშვნელოვანი აღმოჩენებით. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს თუ როგორ შეიძლება გავუხანგრძლივოთ და გავუუმჯობესოთ სიცოცხლე ჩვენს მშობლებს. რეცეპტი ძალიან მარტივია.

B2P.GE – გაგიზიარებთ კვლევების შედეგებს იმისათვის, რომ გაიგოთ თუ რატომ არის თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის ყურადღება ასე მნიშვნელოვანი.

როგორც აღმოჩნდა, მარტოობა დაბერებისა და სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მეცნიერები აკვირდებოდნენ 1600 მოხუცის მდგომარეობას, რომელთა საშუალო ასაკი იყო 71 წელი. არ იყო გათვალისწინებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჯანმრთელობა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. მხოლოდ მარტოობა.

6 წლიანი კვლევის მანძილზე გარდაიცვალნენ კვლევის მარტოხელა მონაწილეების 23% და გაცილებით დიდხანს იცოცხლეს იმ მონაწილეების მხოლოდ 14%-მა, რომლებსაც ხშირად ნახულობდნენ ახლობლები.

 

რაც უფრო ემატება ასაკი ადამიანს, მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ის ოჯახთან ურთიერთობას. ეს მაშინ ხდება, როცა შვილები და შვილიშვილები ნაკლებად კონტაქტობენ უფროს თაობებთან.

მთლიანობაში, მოხუცები უფრო მომთმენი არიან ახლობლებისა და მეგობრების ნაკლის მიმართ. ისინი ყოველთვის მზად არიან გაუზიარონ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა, ასევე უკარნახონ, მიანიშნონ თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ სხვადასხვა პრობლემებს, როგორ მოაგვარონ, როგორი და რამდენი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო და ა.შ.

ჩვენ ყოველთვის მივმართავთ რჩევისთვის მშობლებს, ბებია-ბაბუას, ვუსვამთ შეკითხვებს ან უბრალოდ მათი ჩახუტება გვინდა. ამიტომ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მთელი ცხოვრება წინა თაობები ცდილობენ მომავალი თაობების გაზრდას, აღზრდას, დახმარებას და ჩვენგანაც საჭიროებენ თანაგრძნობას, თანადგომას, პატივისცემას. რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ მათთან, მით უფრო დიდხანს იცოცხლებენ ისინი. კვირაში რამოდენიმე საათი, დღეში მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი — და ამით თქვენ რამოდენიმეჯერ გაზრდით მათი ხანგრძლივად ცხოვრებისა და ბენიერად ყოფნის შანსებს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ცრუ წარმოდგენები ბედნიერებაზე

ფოტოებზე გამოსახული ბედნიერების შესახებ გავრცელებული შეხედულებები არის დამოკიდებულება იმასთან, რაც ვიცით ბედნიერების შესახებ თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევებიდან და კონცეპციებიდან. 1) ბედნიერება როგორც მთის მწვერვალი. რაიმე, რის მიმართაც უნდა ვისწაფვოდეთ, რასაც აუცილებლად

Adidas-მა გერმანელი სტუდენტის მიერ გადაღებული რეკლამა დააიგნორა

იუჯინ მერჰერი (Eugen Merher) გერმანელი სტუდენტია, რომელმაც გადაიღო სარეკლამო რგოლი მოხუც სპორტსმენზე, სადაც ნაჩვენებია ადამიანის უდიდესი პირვონული სიძლიერე და თავისუფლება, მისი სწრაფვა გამარჯვებისკენ. ვიდეოს გადასაღება იუჯინი შთააგონა მისმა ნათესავმა, რომელსაც

როგორ გავხდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი

წარმოგიდგენთ 10 ნაბიჯს, როგორ გახდეთ შპს «მე»-ს გენერალური დირექტორი: 1. გააკეთეთ ისე, რომ ყველაფერი თქვენზე მოეწყოს და არა პირიქით  ყველა ჩვენგანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს. ჩვენ ან 1-ლი  –  ვიღებთ პასუხისმგებლობას და

ნეგატივისგან გათავისუფლება – ოპტიმისტების სავარჯიშო

ეს სავარჯიშო არის მათთვის, ვინც მიჩვეულია აღშფოთებას ნებისმიერი საკითხის გამო, ან უბრალოდ უმიზეზოდ. თუ ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატიური მოვლენებია, შესაძლოა თქვენ უბრალოდ ვერ ამჩნევთ სხვა მოვლენებს. როგორ უნდა დაინახოთ? ისე არ

როგორ ურთიერთობენ ჭკვიანი ადამიანები მათთან, ვინც არ მოსწონთ

კარგი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ურთიერთგაგება, ჰარმონია და პატივისცემა სუფევს. სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპიროდ არის მოწყობილი და ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვაღიზიანებს, ისევე, როგორც ჩვენ ვაღიზიანებთ სხვებს. B2p.ge გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას

მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე

არავის და არაფრის ფასად არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვა. ეს არ არის თავგანწირვა და არც არაფრის კარგის საფასური. ეს საკუთარ თავთან ღალატია, რომელიც ძალიან ძვირად დაგვიჯდება, ადრე თუ გვიან ყველაფრის