მეოცნებე გოგონას ახდენილი ოცნებები – მოგზაურობა საქართველოს გარშემო

მეოცნებე გოგონას ახდენილი ოცნებები – მოგზაურობა საქართველოს გარშემო

ადამიანებს ხიბლავთ ოცნება მოგზაურობის შესახებ. სურთ იმოგზაურონ ქვეყნის გარშემო, მაგრამ არაფერს აკეთებენ ამის ასასრულებლად. არ სწავლობენ, არ ეუფლებიან უცხო ენებს და არ მუშაობენ საკმარისად ბევრს რომ ოცნება აისრულონ და ახალი ქვეყნების მონახულებით დატკბნენ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ოცნება აისრულოთ და გადადგათ თამამი ნაბიჯები მოგზაურობის დასაწყებად. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ იმოგზაურო, ეს ხომ განსაკუთრებული ოცნებაა შენთვის!

მეტი მოტივაციისთვის გთავაზობთ ინტერვიუს თინათინ ქიტოშვილთან რომელიც შეყვარებულია თავის სამშობლოზე, რამდენიმე წელია მოგზაურობს საქართველოს გარშემო და აქვს საკმაო გამოცდილება რომელსაც გაუზიარებს ჩვენს მკითხველს.

1. თინათინ საქართველოს რომელ მხარეში ხარ ნამყოფი და რომელია ადგილი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შენზე?

ყველა მხარეს თავისებური სილამაზე აქვს, თუმც ფავორიტი მხარეების სამეული მაქვს : ჯავახეთი, თუშეთი და ზემო აჭარა. ჯავახეთი თითქოს სხვა საქართველოა, ალპური ზონა, ბალახით დაფარული სახურავებიანი სახლებით, ულამაზესი ტბებით და უამრავი ისტორიული ძეგლით. თუშეთს ბოლოს სანახავი ადგილების სიას მივაწერდი, მის მერე რაღა უნდა მოგეწონოს მოგზაურს… ესაა ადგილი ძველი კოშკებით, უზარმაზარ მთებში გაფანტული სოფლებით და ცნობილი ექსტრემალური, ცოტა საშიში გზებით, ულამაზესი ფერადყვავილოვანი მინდვრებით. ზემო აჭარა ბეშუმით და მწვანე ტბით ნებისმიერი ფოტოგრაფის ოცნებაა, ეფექტური ულამაზესი ფოტოების გადასაღებად. საუკეთესო ადგილი დასასვენებლად და სრიალის მოყვარულთათვის გოდერძის სამთო-სათხულამურო კურორტი ნამდვილი სამოთხეა. განსაკუთრებულია დავით გარეჯის უდაბნოში მრავალწყაროს წყალსაცავი და ფერადი მთები, ჩხოროწყუში შურუბუმუს ზღაპრული ტყე და რაჭაში სოფელი გონა, „ქართულ შვეიცარიად“ წოდებული.

2. მოგზაურობის დროს ხშირად გიწევს უცხოელ ტურისტებთან შეხვედრა. რომელია ადგილი, რომელიც ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად ითვლება დღეისთვის საქართველოში?

კი ვხვდები ხშირად ტურისტებს. განსაკუთრებით სვანეთში, თუშეთში, ყაზბეგში და სამცხეში ვარძიის მონახულებისას. ეს ადგილები არ უჩივიან მნახველების ნაკლებობას, თუმც უამრავი საინტერესო მაგრამ ნაკლებად ცნობილი ადგილია კიდევ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა უცხოელებისთვის.

3. როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისათვის რომ უფრო მეტად გაიზარდოს უცხოელი ვიზიტორების რიცხვი და საქართველო გახდეს კიდევ უფრო მნიშნელოვანი ტურისტული ადგილი მსოფლიოსთვის?

პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გზების და ნიშნულების გაკეთება, სისუფთავის დაცვა და მეტი გარეკლამება იმ ადგილებისა, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი არამარტო უცხოელებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც. ბევრჯერ უთქვიათ ჩემს მეგობრებს, ამდენი საინტერესო და ლამაზი ადგილი თუ იყო ჩვენს ქვეყანაში არ ვიცოდი, შენმა ფოტოებმა გამაცნო საქართველოო. ასევე ვისურვებდი ფასები და მომსახურების ხარისხი შესაბამისობაში იყოს. დაუშვებელია უცხოელს ათმაგი გადაახდევინო, ასე ცუდ რეკლამას ვუწევთ საკუთარ ქვეყანას და ძვირი ტურისტული ქვეყნის იარლიყს ვაკრავთ.

4. როგორ ფიქრობ რა არის საჭირო იმისათვის რომ გახდე მოგზაური და აისრულო მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა ნატვრა და ოცნება?

პირველ რიგში სურვილი და მონდომება იმისა, რომ იმოგზაურო, სიყვარული ბუნებისადმი, ფინანსებიც მნშვნელოვანია რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი მოგზაურობები ტურისტულ კომპნიასთან ერთად არც ისე ძვირი ჯდება. აუცილებელია გამძლეობა და ნებისყოფა, რადგან ხშირად ბევრი სიარული გიწევს ფეხით, რთულ რელიეფზე, ამინდი ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს, ან ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდე ტრანსპორტის და გზის გამო. მაგრამ ყველაზე მთავარი ისევ და ისევ მოგზაურობისადმი სიყვარული და ბუნებაში გასვლის სურვილია, რომელიც სხვა დანარჩენ პრობლემას უკვე ადვილად გაძლევინებს.

5. საქართველოში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზამთრის ტურებია, უხლოეს მომავალში რომელი კურორტების მონახულებას აპირებთ და მეტი ემოციებისთვის წელიწადის რომელ სეზონზე გვირჩევთ მოგზაურობას?

ჯერ ვიტყვი იმას რომ მოგზაურობისთვის ნებისმიერი სეზონი მისაღებია, და ვთვლი რომ მოსანახულებელი ადგილები ოთხივე სეზონზე უნდა ნახო, წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირდ მიმზიდველია. აი თუნდაც ჰაწვალი, სვანეთში, ნანახი მაქვს ზამთარშიც და ზაფხულშიც და ორივე სეზონზე თავისებური ხიბლი აქვს. უახლოეს მომავალში რაჭაში ვაპირებ წასვლას, შოვი, შაორი, ნიკორწმინდა უნდა მოვინახულო. შემოდგომის რაჭა ულამაზესია და ახლა მაინტერესებს როგორი გამოიყურება თოვლში.

6. აპირებთ თუ არა გასცდეთ საზღვრებს და თქვენი სამშობლოს კულტურა, ღირშესანიშნაობები, ტრადიციები შეადაროთ თავად უცხოურ კულტურას და სხვა ქვეყნის ცივილიზაციებს?

რა თქმა უნდა ვაპირებ. აქ უკვე მთავარია ფინანსებმა შემიწყოს ხელი. თუმცა უკვე ნამყოფი ვარ მეზობელ სომხეთში და ტაო-კლარჯეთში. შედარებები განსაკუთრებით ტაო-კლარჯეთში მქონდა ბევრი, იქ დამხვდა ჯავახეთის ალპური მთებიც, ზემო აჭარული ხის ქოხები (იაილები), თუშეთის ექსტრემალური გზა და ჩვენი ძველი ქართული ტაძრები.
ყველაზე მეტად კი პირველ რიგში მინდა ევროპის ჩრდილოეთის ქვეყნების, სამხრეთ ამერიკაში პატაგონიის და ასევე კუბის მონახულება.

7. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებთაც სურთ მოგზაურობა მაგრამ ვერ ახერხებენ ფრთები შეასხან საკუთარ ოცნებებს?

პირველ რიგში უნდა დაივიწყონ ის პრობლემები, რასაც ხელისშემშლელ ფაქტირებად თვლიან. ერთხელ რომ გადადგამენ ნაბიჯს მოგზაურობისთვის, მერე მიხვდებიან რომ არაფერია ამის კეთებაზე უფრო სასიამოვნო და საინტერესო.უნდა გაიმეტონ ფინანსებიც,საქართველოს მონახულება არც ისე ძვირი ჯდება და სანაცვლოდ უდიდეს პოზიტივს მიიღებენ.ბევრი სტატია წამიკითხავს, სადაც მეცნიერები საუბრობენ ბუნებაში გასვლის სასარგებლო მხარეებზე და ისინი მართლები არიან. ესაა ის, რაც გაჯანსაღებს არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. განწყობას გიმაღლებს, სტრესისგან განთავსუფლებს და ახალი ძალებით უბრუნდები ჩვეული ცხოვრების რიტმს.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

დადუნა ნადარაია
დადუნა ნადარაია 56 posts

მე ვარ დადუნა ნადარაია – ჟურნალისტი, ბლოგერი და პუბლიცისტი. მიყვარს სამოტივაციო სტატიების წერა, მოგზაურობა და წიგნები. ძალიან მინდა ადამიანებმა ჩემს ირგვლივ და მთელს სამყაროში დაიჯერონ რომ არიან განსაკუთრებულები და შეუძლიათ წარმატების მიღწევა.ჩემი დევიზია "იმუშავე მაშინაც კი როდესაც სხვებს სძინავთ."

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მშვენიერი გამოცდა ლოგიკაში

მიმდინარეობს ლოგიკის გამოცდა. პროფესორი: — თვითმფრინავის ბორტზე 500 აგურია. ერთი აგური ჩამოვარდა. რამდენი აგური დარჩა ბორტზე? სტუდენტი: — ეს მარტივია! 499! — სწორია. შემდეგი შეკითხვა: როგორ მოვათავსოთ სპილო მაცივარში 3 მოქმედებით? — 1. გავხსნათ მაცივარი. 2.

Print Friendly, PDF & Email

4 კვირა, რომლიც მთლიანად შეცვლის თქვენ ცხოვრებას

1 კვირა ადრე ადგომა,  დაახლოებით დილის 6-ზე და მაშინვეგაჩნდება საკუთარი თავის მოვლის დრო,  რომლის გამონახვა დღის მანძილზე ძალიან რთულია.  შედეგი – სიმშვიდე და წყნარი გარემო, სანამ ყველას სძინავს,   შეგიძლიათ თქვენი

Print Friendly, PDF & Email

ენდი რუნი: “ჩემი ცხოვრების მანძილზე მე მივხვდი რომ…”

1)… რაც უფრო ნაკლები დრო მაქვს მუშაობისთვის, მით უფრო მეტს ვასწრებ” 2)… როცა ბავშვი ჩემს ხელში იძინებს – ეს ყველაზე ემოციური შეგრძნებაა. 3)… იყო კეთილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო მართალი.

Print Friendly, PDF & Email

შეუპოვრობის გამომუშავების 7 ხერხი

წარმატება არ არსებობს იაფი. თუ თქვენ გინდათ, რომ შედეგები გქონდეთ, ამისთვსი უდნა გადაიხადოთ. წარმატებისკენ გზა – გრძელი და სირთულეებით სავსეა. ბევრი ადამიანი ნებდება, როცა ამ სირთულეებს აწყდება. მხოლოდ ცოტა მათგანი

Print Friendly, PDF & Email

ფინანსების შენახვისა და გაზრდის 30 პრინციპი

1. სჯობს ყურებამდე საქმეში იყო, ვიდრე ვალებში. 2. საკრედიტო ბარათები – ეს არის მოკლე ყულფი, რომელსაც ბანკები გაბამენ. 3. შემოსავლის გაზრდაზე ზრუნვა იწყება ხარჯების შემცირებით. 4. საკრედიტო ბარათი მხოლოდ ლამაზად

Print Friendly, PDF & Email

მოუსმინე ნიშნებს, იყავი განსაკუთრებული პიროვნება

ქალაქის ცხელ დღეებს გამოვექეცი და მარტოობა ვარჩიე. მთის კურორტისკენ გავეშურე. წავიღე წიგნები, ლამაზყდიანი ბლოკნოტები, ავიღე სასტუმროს ნომერი საოცარი ხედით და როდესაც ფინჯან ყავას მივირთმევ აივანზე და ბუნების მშვენიერი პეიზაჟით ვტკბები,

Print Friendly, PDF & Email