მეფე სოლომონის იგავი არჩევანის შესახებ

მეფე სოლომონის იგავი არჩევანის შესახებ

ერთხელ ერთი კაცი მივიდა სოლომონთან და უთხრა:
– მეფეო, დამეხმარე! ყოველთვის, როცა არჩევანის გაკეთება მიხდება, მიჭირს მშვიდად ძილი: ვბორგავ, განვიცდი და ვფიქრობ – ისე მოვიქეცი, როგორც საჭირო იყო თუ არა? რა გავაკეთო?

ამაზე ბრძენმა მეფემ უპასუხა: – არჩევანი არ არსებობს.

და თან ჰკითხა: – გადახტებოდი თუ არა მდინარეში, თუ დაინახავდი, რომ ბავშვი იხრჩობა?

ამაზე კაცმა უპასუხა: – რა თქმა უნდა, მეფეო!

სოლომონმა კიდევ ჰკითხა: – გუშინაც, დღესაც და ხვალეც ასე მოიქცეოდი?

– დიახ,– უპასუხეს მას.

მაშინ თქვა სოლომონმა: – აი, ხედავ, რომ არჩევანი არ არსებობს? რომელ არჩევანზეა საუბარი, როცა შენ ყოველთვის იცი, როგორ მოიქცეოდი განსაზღვრულ სიტუაციაში, თუნდაც ეს სიტუაცია ჯერაც არ დამდგარა? როდესაც ყოველი შემთხვევის დეტალებში წარმოდგენით შენ უკვე იცი, როგორ მოიქცე. შენ ამოირჩევ ყოველთვის შენთვის საუკეთესოს და ერთნაირ სიტუაციებში ერთნაირად მოიქცევი – გუშინაც, დღესაც და ხვალეც.

და კიდევ დასძინა სოლომონმა: – ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ ნამდვილად შეგვწევს არჩევანის გაკეთების ძალა ჩვენი გულია. შეცვალე შენი თავი და ის, რასაც გუშინ დაუფიქრებლად გააკეთებდი, ხვალე უკვე აღარ მოგეჩვენება საუკეთესოდ. მხოლოდ მაშინ შეძლებ მოიქცე სხვანაირად. ასე რომ, წადი მშვიდობით და იცოდე, რომ ყველაფერი, რაც გიკეთებია, მოცემული შესაძლებლობებიდან საუკეთესო იყო შენთვის.

მისულმა მეფეს თავი დაუკრა მიწამდე და გავიდა. ამის შემდეგ მას ყოველთვის მშვიდად ეძინა.

Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1490 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like