მე არ ვარ მათხოვარი!

მე არ ვარ მათხოვარი!

ამონაწერი მილიარდერი, ალექს იანოვსკის სტატიებიდან.

გუშინ ვზივარ მანქანაში, ველოდები ნაცნობს. მოდის ბიჭი, 10-12 წლის, ხელში უჭირავს ბოთლი და ჩვარი.

— ძია, გაგირეცხოთ მანქანის ბორბლები? რამდენსაც მომცემთ მომეცით, უბრალოდ ფული ძალიან მჭირდება.

მდიდრულად ნამდვილად არ ეცვა, მაგრამ არც ღარიბულად. დავიწყე ჯიბეებში ქექვა, ამოვიღე 50 რუბლი, გავუწოდე.

არ იღებს.

— მე ისე ფული არ მინდა! მე მათხოვარი არ ვარ! — მითხრა ნაწყენმა ბიჭმა და შებრუნდა წასასვლელად.

დავუძახე.

— ფარები და სარკეები გამიწმინდე, გთხოვ — უკვე პატივისცემით ვუყურებ მას.

— მე ამ ჩვარით ბორბლებს და დისკებს ვწმენდ, შესაძლოა დაფხაჭნოს სარკეები და ფარები.

— კარგი, გაწმინდე ბორბლები.

სანამ წმენდს ვეკითხები მშობლებზე. არ სრუს საუბარი, მახვედრებს, რომ არაფერი პირადული, მხოლოდ კლიენტი-მომსახურება-ს პრინციპი, მაგრამ მაინც მიყვება. ცხოვრობს დედასთან ერთად. მამა 6 თვის წინ გარდაეცვალა, დედა ავად არის, ვერ მუშაობს რამოდენიმე თვეა და მას უწევს ფულის გამომუშავება საკვებისა და წამლების შესაძენად.

— არ ვიმათხოვრებ! მე ჯანმრთელი ვარ, ხელიც მაქვს და ფეხიც. მე კაცი ვარ, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, მაგრამ ფულს გამოვიმუშავებ. დღისით სკოლაში ვარ, საღამოს ფულის საშოვნელად გამოვდივარ, ზოგჯერ მაღაზიაში ვეხმარები, ნაგავი გამაქვს ან სხვა რამეს ვაკეთებ.

ჯიბიდან ვიღებ 300 მანეთს, ვაწვდი.

ისევ არ იღებს.

— ეს ბევრია! მე ამის საფასური არაფერი გამიკეთბია, — ისევ მაოცებს ბიჭი.

ძლივს დავითანხმე, რომ აეღო ფული, თან დავარწმუნე, რომ მე მისი შრომა გაცილებით მეტად შევაფასე.

იღებს ფულს, მადლობას მიხდის და მიდის სხვა მანქანასთან.

ვუყურებ და ვფიქრობ: ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მის დედას, ქალს, რომელმაც გაზარდა და აღზარდა ასეთი კაცი! ღმერთმა გამოაჯანმრთლოს და ყველაფერი კარგად ჰქონდეთ. ბავშვს უნდა ჰქონდეს ბავშვობა სათამაშოებით და არა ბორბლების საწმენდი ჩვარით.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1515 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ