მდიდარმა ქალიშვილმა უარი თქვა ღარიბის ცოლობაზე. ნახეთ რა გააკეთა იმ ბიჭმა!

მდიდარმა ქალიშვილმა უარი თქვა ღარიბის ცოლობაზე. ნახეთ რა გააკეთა იმ ბიჭმა!

ღარიბი ბიჭი შეყვარებული იყო მდიდარ ქალიშვილზე.
ისინი ხვდებოდნენ. ბიჭი ყურადღებას იჩენდა გოგოს მიმართ. ერთხელაც, როცა მორცხვობა საბოლოოდ გადალახა, ცოლობა შესთავაზა. მდიდარმა გოგონამ დაცინვით მოიშორა თავიდან და შემდეგი სიტყვები უთხრა:

“შენი ხელფასი იმდენია, რამდენსაც მე ერთ დღეში ვხარჯავ. როგორ ფიქრობ, რით უნდა ვიცხოვროთ, როცა ოჯახს შევქმნით? მე ვერასოდეს შევძლებ სიღარიბეში ცხოვრებას. უბრალოდ დამივიწყე. სხვა ვინმე მოძებნე, შენი შესაფერისი და მოიყვანე ცოლად”.

რა თქმა უნდა, ამ დამცირებას ახალგაზრდა ვერასოდეს დაივიწყებდა.
დაახლოებით 10 წლის შემდეგ ისინი შემთხვევით შეხვდენენ ერთმანეთს სავაჭრო ცენტრში.
ქალმა მაშინვე იცნო მისი ყოფილი მეგობარი და დაუძახა: “ეი, როგორ ხარ? მე ცოლად გავყევი ძალიან ჭკვიან კაცს, რომლის ხელფასი თვეში 15 700 დოლარია! წარმოგიდგენია?!”.
ახალგაზრდამ ამ სიტყვების გაგონებაზე ცრემლები ძლივს შეიკავა და არაფერი უპასუხა.
რამოდენიმე წამში ქალთან მივიდა მისი მდიდარი ქმარი. წასვლამდე ის ცოლის ყოფლი შეყვარებულსაც მიესალმა:

“სერ? როგორ ხართ? როგორც ვხედავ უკვე გაიცანით ჩემი ცოლი!”.
“გამარჯობა, მისტერ…”, – უპასუხა ახალგაზრდამ.
– “მისტერ კარტერ, სერ! არაუშავს, რომ ვერ გაიხსენეთ ჩემი გვარი…”.
შემდეგ ცოლს მიუბრუნდა და უთხრა: “ძვირფასო, მინდა ჩემი ბოსი გაგაცნო”.

ქალი იმდენად შოკირებული იყო სიტუაციის ასე შემობრუნებით, რომ სიტყვაც კი ვერ დაძრა.
მამაკაცმა მხოლოდ გაუღიმა და თქვა: “მე უნდა წავიდე. მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა! წარმატებულ დღეს გისურვებთ!”.
ასე დაშორდნენ ერთმანეთს.

გონზე მოსვლის შემდეგ, ქალი შეეცადა დაეზუსტებინა ქმართან: “ეს არის თქვენი მრისხანე ბოსი?”.
“დიახ ძვირფასო, მან 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მაგრამ ძალიან თავმდაბალ ადამიანად დარჩა. ამბობენ, რომ ძალიან ნაღვლიანი ცხოვრება ჰქონდა. როგორც გავიგე, ადრე ძალიან ჰყვარებია ერთი ქალი, რომელმაც მიატოვა, რადგან იმ დროისთივს ღარიბი იყო. მას შემდეგ თავდაუზოგავად შრომობდა და მიაღწია კიდეც წარმატებას. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის ძალიან ჭკვიანია. ახლა ის მულტიმილიონერია. მაგრამ ადრინდელი მწუხარება ისევ თან სდევს, ამიტომ, დღემდე უცოლოა”.

შემდეგ ქმარმა დაამატა: “როგორ ფიქრობ, ახლა იმ ქალმა რომ იცოდეს როგორ მამაკაცზე თქვა უარი, რას განიცდიდა?”.

ქალი აბსოლიტურ შოკში იყო და სიტყვის დაძვრასაც ვერ ახერხებდა…
მორალი: ცხოვრება ხანმოკლეა. თქვენი საფულე კი თქვენს განსახიერებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამიტომ, ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი და ქედმაღალი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1537 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი პრიორიტეტის შესახებ

პრიორიტეტი (priority) ინგლისურ ენაში XV საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნდა და ერთადერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პირველ საქმეს ნიშნავდა. ფსიქოლოგი გრეგ მაკ-კეონი თავის წიგნში წერს: ზამთრის საღამო

გრემ ჰილი: როგორ მოვკლათ საკუთარ თავში მომხმარებელი

გრემ ჰილი — მეწარმე, დიზაინერი, უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობდა, ჰქონდა ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლიდა რომ ჰქონოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი შთანთქავდა მის დროს და ცხოვრებას. გთავაზობთ მის ნააზრევს: მე

ტვინის 12 სტიმულატორი, რომლებიც ყავზე უკეთესია

1. იხტუნავეთ High Point Chiropractic Wellness-ის დამფუძნებელი ირუმ ტახირი თვლის, რომ ხტუნაობა ძალიან სასარგებლოა და თავად ყოველ დღე ხტუნაობს. ასეთი ვარჯიში გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს, ააქტიურებს ლიმფურ სისტემას, რაც თავის მხრივ

ბრედ პიტი – თავის ცოლზე

ჩემი ცოლი ავად გახდა. მუდმივად ნერვიულობდა სამსახურებრივი და პირადული, აგრეთვე ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების და წარუმატებლობების გამო. 15 კგ დაიკლო წონაში და 35 წლის ასაკში დაახლოებით 40კგ–ს იწონიდა. ჩამოხდა, გამუდმებით ტიროდა

დენ კენედის 10 რჩევა დროის დაგეგმვასთან დაკავშირებით

ტექნიკა №1. ტელეფონზე დამოკიდებულება თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ტელეფონის, ფაქსის, ელ-ფოსტის ტირანიისგან. ნაკლებად უპასუხეთ ტელეფონს, ან საერთოდ არ უპასუხოთ, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. გადაურეკეთ თავად, როცა ამისთვის შესაფერისი და მოსახერხებელი

ბილ ნიუმენი: 9 წესი უფრო მეტის გასაკეთებლად

1. გააკეთეთ მეტი – ნუ იარსებებთ, არამედ იცხოვრეთ. 2. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ შეეხოთ, არამედ შეიგრძენით. 3. გააკეთეთ მეტი – უბრალოდ კი არ უყუროთ, არამედ დააკვირდით. 4. გააკეთეთ