მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის

მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის, რომლებიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადაიკითხოთ.

  1. ბავშვებს ასწავლის მათი გარემოცვა.
  2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ — ის ეჩვევა განსჯას.
  3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის სწავლობს შეფასებას.
  4. თუ ბავშვს აჩვენებენ მტრულ დამოკიდებულებას — ის სწავლობს ჩხუბს.
  5. თუ ბავშვს პატიოსნად ექცევიან — ის სწავლობს სამართლიანობას.
  6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან — ის ხდება გაუბედავი.
  7. თუ ბავშვი უსაფრთხოების გრძნობით ცხვორობს — ის სწავლობს რწმენას.
  8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ — ის თავს დამნაშავედ გრძნობს.
  9. თუ ბავშვს ხშირად ამართლებენ — ის სწავლობს საკუთარ თავთან სწორ დამოკიდებულებას.
  10. თუ ბავშვთან ხშირად შემწყნარებლურები არიან — ის სწავლობს იყოს მომთმენი.
  11. თუ ბავშვს ხშირად ახალისებენ — ის უფრო თვითდაჯერებული ხდება.
  12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და გრძნობს, რომ საჭიროა — ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
  13. ნუ ილაპარაკებთ ცუდად ბავშვზე — ნურც მისი თანდასწრებით, ნურც მის გარეშე.
  14. კონცენტრაცია მოახდინეთ ბავშვში კარგის განვითარებაზე და ცუდისთვის მასში ადგილი უბრალოდ აღარ დარჩება.
  15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც მოგმართავთ.
  16. პატივისცემით მოიპყარით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეუძლია ახლა ან ცოტა მოგვიანებით შეუძლია ამის გამოსწორება.
  17. მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და შეეცადეთ შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
  18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც ადრე ვერ აითვისა. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებულობით, სიმშვიდით და სიყვარულით.
  19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის საუკეთსო მანერებით მოიქეცით. შესთავაზეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.
Print Friendly, PDF & Email

About author

B2PGE
B2PGE 1505 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like