მაქს ფრაის 20 ციტატა, რომლებიც სასწაულებს დაგაჯერებთ

მაქს ფრაის 20 ციტატა, რომლებიც სასწაულებს დაგაჯერებთ

1. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ და აქოთ. ამ საპასუხისმგებლო საქმეს სხვას ხომ არ დაავალებთ!

2. მე შესანიშნავი წესი მაქვს: თუ მიმდინარე მოვლენები აღარ მოგწონს, სასწრაფოდ უნდა გაეცალო.

3. ჩვენ ყოჩაღები ვართ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, დარჩა მხოლოდ იმის გაკეთება, რაც ვერ შევძელით და მაშინ წარმატება გარანტირებული იქნება.

4. გაუმარჯოს პიროვნების გაორებას — ეს არის უმოკლესი გზა იაფფასიანი წონასწორობისკენ!

5. თუ კლდიდან ვარდები ხრამში რატომ არ უნდა სცადო ფრენა? რას კარგავ?

6. ყოველთვის ყველა მიდის სამუდამოდ. დაბრუნება შეუძლებელია – ჩვენს ნაცვლად ვიღაც სხვა ბრუნდება.

7. ლოდინი და იმედის ქონა — საუკეთესო მეთოდია სწრაფად ჩამოვარდნის, ხოლო ქალაქში ხეტიალი და სისულელეების კეთება – ეს სწორედ ის არის, რაც უნდა აკეთო!

8. წინგადადგმული თამამი ნაბიჯი წარმოადგენს უკნიდან მიღებული კარგი პანჩურის შედეგს.

9. საუკეთესო მოგზაურობა — ეს არის ის, რომელსაც დასასრული არ აქვს.

10. ნებისმიერი ქალი — გიჟი ფრინველია. პრობლემა ისაა, რომ მათი უმეტესობა არ ცდილობს ფრენა ისწავლოს. მხოლოდ ბუდის გაკეთებით კმაყოფილდებიან.

11. ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო: საჭიროა იქეთ წასვლა, საითაც გსურს და არა იქეთ, საითაც არ არის საჭირო.

12. თუ მიმდინარე საყოფაცხოვრებო პეიზაჟი აუტანელია, საჭიროა სასწრაფოდ ამოაყირაოთ ყველაფერი, ცა ჩამოანგრიოთ დედამიწაზე და შეხედოთ რა მოხდება.

13. თუ სიახლოვეს გასასვლელი არ არის, საჭიროა თავად შექმნათ ის დამხმარე მასალებით.

14. ნებისმიერი ადამიანი თავად არის საკუთარი ფორტუნის ბორბალი, ასევე ერთადერთი და განუმეორებელი მიზეზი საკუთარი უბედურების. მხოლოდ სულელს ჰგონია, რომ სამყარო ბოროტი და დამნაშავე ხალხით არის სავსე. ის შეიძლება იყოს კიდეც სავსე მსგავსი ადამიანებით, მაგრამ ეს არ არის არსებითი.

15. შეგიმჩნევიათ, რომ სამყარო სავსეა ადმაიანებით, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მშვენივრად ესმით რა ემართებათ სხვებს?

16. როგორ შეიძლება კარგი იუმორის გრძნობის მქონე ნორმალურ ადამიანს დაოჯახება უნდოდეს – ეს არ მესმის!

17. როცა იცი რაზე უნდა ესაუბრო ადამიანს – ეს ურთიერთსიმპატიის ნიშანია. როცა თქვენ შეგიძლიათ ერთად ყოფნისას ჩუმად იყოთ – ეს ნამდვილი მეგობრობის დასაწყისია.

18. დღემდე თუ გიმართლებთ, ამას უკვე მიეჩვეოდით. «გამარჯვება ნებისმიერ ფასად» — ჩემი დევიზი არ არის. ჩემი სხვაგვარად ჟღერს: – «იაფი მოგება».

19. ყველას ცხოვრებაში არის მომენტები, როცა სჯობს ხრამში გადახტომა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველთვის შეგეძლო ფრენა.

20. წავიდეთ სახლში, სერ მაქს. ვჭამოთ, მოვიწყინოთ და ვიფიქროთ.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1493 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ