მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგებზე შესასურლებელი დავალება გამოაქვეყნა და მსოფლიოში ცნობილი გახდა

მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგებზე შესასურლებელი დავალება გამოაქვეყნა და მსოფლიოში ცნობილი გახდა

იტალიელმა მასწავლებელმა ჩეზარე კატამ, რომელიც ზღვისპირა ქალაქ ფერმოს Polo Scolastico Paritario Don Bosco-ს სკოლაში მუშაობს, მოსწავლეებს მისცა 15 პუნქტიანი საზაფხულო დავალება. ეს საუკეთესო რამ იყო, რისი გაკეთებაც მას შეეძლო! B2p.ge გთავაზობთ ამ საშინაო დავალებას, რომელმაც ინტერნეტში ათი თასობის მოწონება მოაგროვა უკვე. ეს ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს გიყვარდეს შენი საქმე და ზრუნავდე ბავშვებზე.
1. დიალობით ისეირნეთ ზღვის პირას სრულიად მარტო, უყურეთ მზის სხივებს წყალზე და იფიქრეთ იმაზე, რა გაბედნიერებთ.

2. შეეცადეთ გამოიყენოთ ახალი სიტყვები, რომლებიც ამ წელს ვისწავლეთ. რაც უფრო მეტის თქმას შეძლებთ, მით უფრო საინტერესოდ იფიქრებთ, ხოლო რაც უფრო მეტი აზრი გექნებათ, მით უფრო თავისუფალი იქნებით.

3. წაიკითხეთ! ბევრი, რამდენიც შეგიძლიათ. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ. წაიკითხეთ იმიტომ, რომ ზაფხული შთააგონებს ადამიანს იოცნებოს, თავგადასავლები ეძიოს, კითხვა – ფრენასავით არის. იკითხეთ იმიტომ, რომ ეს ბუნტის საუკეთესო ფორმაა (რა უნდა წაიკითხოთ რჩევა თუ გინდათ, ჩემთან მოდით).

4. თავი აარიდეთ ყველაფერს, რასაც ნეგატივი და სიცარიელის შეგრძნება მოაქვს თქვენთვის (საგნებს, მოვლენებს, ადამიანებს). მოძებნეთ შთაგონების წყარო და ისეთი მეგობრები, რომლებიც გავსებენ, ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ.

5. თუ მოწყენილობას და შიშს გრძნობთ, არ ინერვიულოთ: ზაფხული ამას გამოასწორებს. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ როგორ გრძნობთ თავს (სექტემბერში კი ერთად წავიკითხოთ, თუ ამის სურვილი გექნებათ).

6. იცეკვეთ და ნურაფრის მოგერიდებათ. იცეკვეთ სადაც გაგიხარდებათ იქ: საცეკვაო მოედანზე ან საკუთარ ოთახში მარტო. ზაფხული – ეს არის ცეკვა და სისულელეა ამაში მონაწილეობაზე უარის თქმა.

7. ერთხელ მაინც მოახერხეთ განთიადის ნახვა. იდექით უხმოდ და ღრმად ისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და აივსეთ მადლიერების გრძნობით.

8. ძალიან ბევრი ივარჯიშეთ.

9. თუ ისეთ ვინმეს შეხვდით, ვინც ძალიან მოგეწონათ, უთხარით ამის შესახებ იმდენად ლამაზად და დამაჯერებლად, რამდენადაც შეძლებთ. ნუ შეგეშინდებათ იყოთ გაუგებარი. თუ არაფერი გამოვა, ესეიგი ბედი ასეთია, თუ გაგიგებენ და გიპასუხებენ, მაშინ ზაფხული-2015-ს ერთად გაატარებთ და ეს თქვენს ცხოვრებაში ოქროს პერიოდი იქნება (წარუმატებლობის შემთხვევაში დაუბრუნდით პუნქტს #8).

10. გადაიკითხეთ ჩვენი გაკვეთილების კონსპექტები: ყველაფერი, რაც ვისწავლეთ შეადარეთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

11. იყავით ისეთივე ბედნიერი, როგორც მზის სხივები და ისეთივე თავისუფალი და დაუმორჩილებელი, როგორც ზღვა.

12. ნუ იჩხუბებთ და ნუ იქნებით უხეში – იყავით თავაზიანი და კეთილი.

13. უყურეთ კარგ ფილმებს ღრმა ემოციური დიალოგებით (თუ შეგიძლიათ ინგლისურად) იმისათვის, რომ ერთდროულად გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის დონე და განივითაროთ შეგრძნების და ოცნების შესაძლებლობა. კარგი ფილმი არ უნდა დამთავრდეს მისი ტიტრებით, გამოსცადეთ ეს ყველაფერი ცხოვრებაში.

14. ზაფხული — ეს მაგიაა. მზიან და ნათელ დღეებში იოცნებეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ან შეიძლება იყოს ცხოვრება. გააკეთეთ ყველაფერი, რომ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს დანებდეთ.

15. იყავით კარგი ადამიანები.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1526 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

როგორ დავუბრუნდეთ შვებულების შემდეგ სამუშაო გარემოს მარტივად

დასვენების და განტვირთვის საუკეთესო დღეები დასრულდა. ახალი განცდებით, შთაბეჭდილებებით დატვირთული დავუბრუნდით ქალაქს, თუმცა, ცოტა არ იყოს რთულად გვეჩვენება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება და ახალი რიტმით ცხოვრების გაგრძელება. გთავაზობთ, რამდენიმე რჩევას, რომელიც

Print Friendly, PDF & Email

რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით თქვენი ოცნების მიზიდულობის ზონაში!

მინდა დაფიქრდეთ და უპასუხოთ საკუთარ თავს, თუ არის რამე, რასაც შეუძლია მოგცეთ იმაზე მეტი ენერგია და ბედნიერება, რასაც მიიღებთ თქვენი ოცნების ასრულების შემდეგ? ამ შეკითხვაზე პასუხი ვიმედოვნებ ყველასათვის ცალსახაა. თუმცა,

Print Friendly, PDF & Email

ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები: გაგრძელება

დამთხვევების დახმარებით ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს… კაცები მხოლოდ იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან. ქალებს კი, პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება. მხოლოდ მაშინ

Print Friendly, PDF & Email

ფასდაკლებების და აქციების 25 იდეა

1. ვადიანი ფასდაკლება – ასეთი ფასდაკლება წესდება გარკვეულ პერიოდზე. ეს მყიდველებისთვის სტიმულია – მათ ესმით, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლგოტური პირობები აღარ იქნება. 2. ერთდღიანი ფასდაკლება – შეზღუდულ ვადაზეა, მაგრამ

Print Friendly, PDF & Email

9 უცხოელი ვარსკვლავი, რომლებიც დაქორწინდნენ თავიანთ ფანებზე. ზოგიერთს მაგრად გაუმართლა!

ცნობილი სელებრითები თავიანთ ფანებს ზოგჯერ ნამდვილ ზეიმს უწყობენ. მაგალითად ცოტა ხნის წინ ჯასთინ თიმბერლეიქი დაეხმარა თავის ფანს ცოლობა ეთხოვა შეყვარებულისთვის პირდაპირ მის კონცერტზე, რომელიც ლუისვილზე გაიმართა. ჯონ ბონ ჯოვიმ შასრულა

Print Friendly, PDF & Email

პოზიტიური ისტორიები განწყობისთვის

ჩვენ, ადამიანები, სხვა ადამიანებში ყოველთვის ვპოულობთ იმას, რასაც ვეძებთ. თუ სიკეთეს დავუწყებთ ძიებას მას აუცილებლად ვიპოვით და თუ ცუდ თვისებებს – მათაც აუცილებლად ვიხილავთ. ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით და ამაღელვებელი,

Print Friendly, PDF & Email