Mary Kay Cosmetics Georgia: კომპანიის შესახებ

Mary Kay Cosmetics Georgia: კომპანიის შესახებ

კომპანიას სახელი დაერქვა მისი დამფუძნებლის საპატივსაცემოდ Mary Kay Ash. ბიზნეს გენიოსმა მერი ქეიმ თავგანწირვის სული აამაღლა საკუთარ კომპანიაში. მისი ერთგულება უმაღლესი ეთიკური პრინციპების, არაჩვეულებრივი ენთუზიაზმის ქონა და ხალხის რწმენა მას უფლებას აძლევდა, რომ მიეღწია უმოკლეს დროში არაჩვეულებრივი მაჩვენებლისთვის.

1963 წელს ოჯახის მოკრძალებული დანაზოგით 5 000 დოლარით შექმნილმა კომპანიამ თავისი არსებობის 10 წლის თავზე მიაღწია საბითუმო გაყიდვებით 23 მილიონ დოლარს, 20 წლის თავზე გაყიდვების მაჩვენებელი 323 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2003 წელს როდესაც Mary Kay კოსმეტიკური პროდუქციის ბაზარზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავდა, მისი შემოსავლის მაჩვენებელი უკვე 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2007 წელს კი 2.4 მილიარდ დოლარს. კლიენტებზე ზრუნვა დაარსების დღიდან კომპანიისთვის პირველ ადგილზე იდგა.

Mary Kay Ash -ის სახელს უკავშირდება იდეა სილამაზის სფეროში მასტერ კლასების ჩატარებისა, რათა პროფესიონალებს ესწავლებინათ მომხმარებელთათვის კანის სწორად მოვლა და ეფექტურად გამოეყენება შეთავაზებული კოსმეტიკური საშუალებებისა. დღეს ეს მეთოდი უკვე ბევრი კოსმეტიკური მწარმოებლის დღის განრიგში შევიდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ამ იდეის ავტორი Mary Kay Ash გახლდათ.

კოსმეტიკური საშუალებები Mary Kay Ash-ის კომპანიისთვის მთავარ რეპუტაციას წარმოადგენს ამიტომ ის დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას. კომპანია იკვლელს თითოეულ ინგრედიენტს, მათ შორის მცენარეულ ექსტრაქტებსაც, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელს შესთავაზო ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული პროდუქცია.

კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს 200-ზე მეტ პროდუქციას, მათ შორის სახის კანისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, არომატულ და პარფიუმერულ ხაზს, მზისგან დამცავ საშუალებებსა და კოსმეტიკას მამაკაცებისთვის. პროდუქცია აკმაყოფილებს მსოფლიოს უმაღლეს სტანდარტებს, რომელიც დაწესებულია კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის, ათწლეულების განმავლობაში თავისი მოთხოვნადობითა და პოპულარობით იგი რჩება № 1 ბრენდად აშშ-სა და მსოფლიო ლიდერ კომპანიებს შორის.

გაეცანით – www.fb.com/marykay.ge

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

About author

B2PGE
B2PGE 1549 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

View all posts by this author →

You might also like

სარეკლამო სტატიები

მიიღეთ ფული სახლიდან გაუსვლელად

კრედიტის აღება მარტივია თუ კარგ მიკროსაფინანსო კომპანიას შეარჩევთ, სწორ არჩევანში კი sesxebi.com  დაგეხმარებათ. ვებ პორტალზე განთავსებულია ყველა ქართული ონლაინ მსესხებლი კომპანია, რომელიც განსხვავებულ პირობებსა და საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს მომხმარებლებს. ფულის

სარეკლამო სტატიები

როგორ შევარჩიოთ დაბალპროცენტიანი ავტო სესხი

დღეისათვის, სასურველი მარკის ავტომობილის შეძენა უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას. საფინანსო კომპანიები მარტივად გასცემენ ავტო სესხს. სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. მომსახურებას ბევრი კრედიტორი გვთავაზობს, მიუხედავად ამისა საუკეთესო საკრედიტო შეთავაზების

სიახლეები

საკვამურიდან ამოსული სითბო

არ დაგიმალავ და მართლა არ ვიცი, რატომ უნდა ჩაიცვა საწვიმარი, მხარზე ზურგჩანთა მოიკიდო და გაზაფხულის კოკისპირული წვიმა, როგორც კი დაიწყება მხოლოდ იმიტომ გახვიდე სახლიდან, რომ ზღვები, ოკეანეები გადასცურო, თეთრად შეფერილი