მარტივი წესი, რომელიც ოჯახში ბედნიერებას მოგიტანთ

მარტივი წესი, რომელიც ოჯახში ბედნიერებას მოგიტანთ

უხსოვარი დროიდან ყვავილები სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. ისინი ძვირად არ ფასობენ და მათ ხშირად შეხვდებით გასაყიდად ქუჩის კუთხეებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად მიაქვთ მამაკაცებს უბრალო ნარცისების თაიგულიც კი სახლში. თითქოს ისინი უფრო ძვირია, ვიდრე მდიდრული, იშვიათი სამკაულები ან კიდევ ისინი ღრუბლებით გადაფარული ალპების მწვერვალზე ხარობდნენ და მათი მოპოვება ძალიან ძნელი იყოს.

მაინცდამაინც საჭიროა თქვენი ცოლის დაბადების დღე იყოს? ან თავად უნდა გთხოვოთ ყვავილების მიტანა? რატომ არ შეიძლება ეს გააკეთოთ ისე, უბრალოდ? თუნდაც დღეს საღამოს? ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახეთ აქედან რა გამოვა.

ჩიკაგოს მოსამართლე ჯოსეფ საბატი, რომელმაც  40 000 ცოლ-ქმრული კონფლიქტი განიხილა და 2 000 წყვილი შეარიგა, ამბობს: ,,ოჯახური უბედურება ხშირად წვრილმანებიდან მომდინარეობს. სულ უბრალო ამბავი, როგორიცაა ქმრის მიერ სამსახურში წასვლის წინ ცოლთან დამშვიდობება, შეიძლება გაყრის თავიდან აცილების ძალიან ეფექტური საშუალება იყოს“.

რობერტ ბრაუნინგი, ცოლსა და მის შორის არსებული სიყვარული რომ შეენარჩუნებინა, უმნიშვნელო ყურადღებას ავლენდა მეუღლის მიმართ. მოფრთხილებით ექცეოდა, ანებივრებდა საწოლში მირთმეული საუზმეებით, რაც უმნიშვნელო მაგრამ ძვირფასი ფუფუნებაა ქალისთვის. შედეგად მისი მეუღლე თავის დებს წერილებში წერდა: ,,შემთხვევით ანგელოზი ხომ არა ვარ?“ არადა ასეთი უმნიშვნელო ყურადღების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ქალს რომელიც გიყვართ, შეახსენოთ რომ თქვენ ფიქრობთ მასზე, გსურთ რაიმეთი ასიამოვნოთ, რომ მისი ბედნიერება და კეთილდღეობა ძვირფასია თქვენთვის.

ედვარდ ვინცენტ მილეიმ ცოლ-ქმრობა ასე ჩამოაყალიბა: ,,მე იმას კი არ ვწუხვარ, რომ სიყვარული ქრება, არამედ იმას, რომ იგი წვრილმანებზე იხარჯება. რენოში, სადაც განქორწინების საქმეებს განიხილავენ, 1 დღე მაინც რომ მოხვდეთ, მიხვდებით რომ სიყვარული ნამდვილად წვრილმანებში ქრება, რაც ძალიან სამწუხაროა“.

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ბედნიერი იყოს, გაითვალისწინეთ წესი პირველი: იყავით ყურადღებიანი მეუღლის მიმართ.

Print Friendly, PDF & Email

About author

ჯუნა სანიკიძე
ჯუნა სანიკიძე 33 posts

<p>სამუშაო ადგილი: მისო კრისტალი, პოზიცია: საკრედიტო ანალიტიკოსი<br /> პარალელურად: უყვარს წერა, ფსიქოლოგია, ადამიანები, საინტერესო ისტორიები.<br /> არის: პოზიტიური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული</p>

View all posts by this author →

You might also like