11 მარტივი ლაიფჰაკი, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობისას პროდუქტიულობის გაზრდა

11 მარტივი ლაიფჰაკი, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობისას პროდუქტიულობის გაზრდა

1. ნუ გააკეთებთ ერთი და იგივე საქმეს ორჯერ
პროდუქტიული ადამიანები არასოდეს არ გადადებენ საქმეს, რადგან არ მოუწიოთ ერთი და იგივე საქმის ორჯერ კეთება – ეს დროის უდიდესი დანაკარგია. ნუ გადადებთ წერილის წაკითხვას ან სატელეფონო ზარის განხორციელებას. როგორც კი რამე მოხვდება თქვენი ყურადრების ზონაში, ან მაშინვე გააკეთეთ, ან დელეგირება მოახდინეთ ან მოაშორეთ.

2. ხვალინდელი დღისთვის მოემზადეთ ოფისიდან გასვლამდე
პროდუქტიული ადამიანები ყოველი დღის ბოლოს გეგმავენ მეორე დღეს. ეს პრაქტიკა წყეტს ორ პრობლემას: გეხმარებათ მოახდინოთ იმის სტრუქტურირება, რაც დღეს გააკეთეთ და დარწმუნდეთ საკუთარ პროდუქტიულობაში ხვალ. ეს პროცესი სულ რამოდენიმე წუთს წარგართმევთ, თუმცა სამუშაო დღის დასრულების მშვენიერი მეთოდია.
«ყოველი წუთი, რომელიც დახარჯულია დაგეგმვაზე, მუშაობის ერთ საათს უდრის», — ბენჯამინ ფრანკლინი.

3. შეჭამეთ ბაყაყი
«ბაყაყის შეჭმა» — ამერიკული ფრაზეოლოგიზმია, რომელიც ნიშნავს «რაიმე ძალიან არასასიამოვნოს კეთებას». «ბაყაყის შეჭმა» — გაჭიანურების მოსპობის საუკეთესო წამალია და სუპერპროდუქტიული ადამიანები იწყებენ ამით ყოველ სამუშაო დღეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ყველაზე უსიამოვნო საქმეს აკეთებენ პირველ რიგში. ამის შემდეგ, იწყება ისეთი საქმის შესრულება, რომელიც რეალურად შთააგონებთ და სიამოვნებთ.
4. ებრძოლეთ «სასწრაფო საკითხების ტირანიას»
«სასწრაფო საკითხების ტირანია» – ეს არის წვრილმანი საკითხები, რომლებიც ეხლავე უნდა შეასრულოთ. მათ დიდი დრო მიაქვთ, რაც რეალურად მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას აკლდება. აღნიშნული ფაქტი სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან სასწრაფო საქმის შესრულებას ძალიან მცირე ეფექტი აქვს.

თუ თქვენ დაემორჩილებით «სასწრაფო საკითხების ტირანიას», აღმოაჩენთ, რომ მთელი დღე, და ზოგჯერ მთელი კვირა, არ აკეთებთ მნიშვნელოვან საქმეს. პროდუქტიული ადამიანები დროულად ამჩნევენ როდის იწყებენ ასეთი სასწრაფო საკითხები პროდუქტიულობის მოკვლას და ამჯობინებენ მათ დელეგირებას ან იგნორირებას.

5. დაიცავით შეხვედრების განრიგი
შეხვედრები – დროის ყველაზე დიდი მკვლელებია. სუპერპროდუქტიულმა ადამიანებმა იციან, რომ შეხვედრა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს, თუ არ გაწერ განრიგს, ამიტომ, თავიდანვე აცნობენ მონაწილეებს დღის წესრიგს. დროში შეზღუდვა აღარ იძლევა მოდუნების საშუალებას და ყელა მონაწილეს უფრო პროდუქტიულს და საქმეზე კონცენტრირებულს ხდის.

6. თქვით «არა»
«არა» — ეს ძლიერი სიტყვაა, რომელსაც სუპერპროდუქტიული ადამიანები ხშირად იყენებენ. როცა საჭიროა «არა»-ს თქმა, ისინი პირდაპირ ამბობენ და არ იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: «არ ვიცი შევძლებ თუ არა», «დარწმუნებული არ ვარ» და ა.შ. როცა თქვენ ამბობთ «არა»-ს ახალი მოვალეობის შესრულებაზე, ამით ახდენთ უკვე აღებული პასუხისმგებლობების მიმართ პატივისცემის დემონსტრირებას და მათი კეთილსინდისიერად შესრულების საშუალება გეძლევათ.
კვლევამ, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარდა, აჩვენა, რომ რაც უფრო უჭირს ადამიანს თქვას «არა», მით უფრო დიდია სტრესის მიღების, გადაწვის და დეპრესიაში ჩავარდნის ალბათობა. ისწავლეთ ამ სიტყვის გამოყენება და თქვენ გაგიუმჯობესდებათ განწყობაც და პროდუქტიულობაც.

7. შეამოწმეთ email მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ დროს
სუპერპროდუქტიული ადამიანები უფლებას არ აძლევენ ელექტრონულ წერილებს მათი ყურადღება გაფანტონ. უფრო მეტიც, ისინი ფოსტას ამოწმებენ ამისთვის განსაზღვულ დროს. ასეთი ადამიანები იყენებენ გამომგზავნის მიხედვით წერილების სორტირების ფუნქციას და რთავენ შეტყობინებას ყელაზე მნიშვნელოვანი პირების მიერ გამოგზავნილ ფოსტაზე, დანარჩენს კი გადადებენ განსაზღვრული მომენტისთვის. ზოგიერთი ადამიანი ავტომოპასუხესაც კი რთავს, რომელშიც წერია, თუ როდის გადაამოწმებენ შემდეგ ჯერზე ელ-ფოსტას.

8. ნუ გააკეთებთ ერთდროულად რამოდენიმე საქმეს
სუპერპროდუქტიული ადამიანებისთვის ცნობილია, რომ „მულტითასქინგი“ – პროუქტიულობის მკლველია. სტენფორდში ჩატარებული კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ „მულტითასქინგი“ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ერთ საქმეზე მუშაობა. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებსაც უწევთ ელექტრონული ინფორმაციის დიდ ნაკადთან მუშაობა, მონაცემების გადამუშავება ან ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა – ნაკლებად პროდუქტიულები არიან და უჭირთ კონცენტრირება.

მულტითასქინგი ამცირებს თქვენს ეფექტურობას, რამდენადაც თქვენს ტვინს შეუძლია ფოკუსირებული იყოს რაიმე ერთზე დროის გარკვეულ მონაკვეთში. როცა თქვენ ორი ან მეტი საქმის გაკეთებას ცდილობთ ერთდროულად, ტვინს არ ჰყოფნის სიმძლავრე აღნიშნულ ვითარებაში საკითხების წარმატებით შესრულებისთვის.

9. ამოვარდით სოციუმიდან
ნუ შეგეშინდებათ სოციუმიდან ამოვარდნა როცა ეს საჭიროა. ვისაც ენდობით, მიეცით მას ტელეფონის ნომერი იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისას დაგირეკოთ. ამუშავეთ ეს წესი ფილტრად. ყველაფერმა ამ ადამიანზე უნდა გაიაროს და თუ ის არ ჩათვლის რომელიმე საკითხს კრიტიკულად მნიშვნელოვნად, გაუშვას მოცდის რეჟიმზე. ასეთი სტრატეგია – ტყვიაგაუმტარი მეთოდია მაღალკორპორატიული პროექტების დასასრულებლად.

«ერთნი აღწევენ ერთკვირიან მიზნებს, ხოლო მეორენი – წლიურს ერთ კვირაში», — ჩარლზ რიჩარდი.

10. მოახდინეთ დელეგირება
სუპერპროდუქტიული ადამიანები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ გამორჩეულად ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები მხოლოდ ისინი არ არიან ორგანიზაციაში. ამიტომ, ისინი საკუთარი საქმის ნაწილს ანდობენ სხვა თანამშრომლებს, რათა ამით თავად შეძლონ რეალურად მნიშვნელოვან საკითხზე კონცენტრირება.

11. აიძულეთ ტექნოლოგია იმუშაოს თქვენზე
ტექნოლოგიამ შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი იქონიოს, თუმცა მისი სწორად გამოყენება პირიქით, სასარგებლოა და დაგეხმარებათ კონცენტრირებაში. სუპერპროდუქტიული ადამიანები აიძულებენ ტექნოლოგიას იმუშაოს მათზე. ელ-ფოსტაზე ფილტრის დაყენების გარდა, რაც ფოსტაში პრიორიტეტების განსაზღვრას და სორტირებას ახდენს, ისინი იყენებენ IFTT ტიპის აპლიკაციებს, რომლებიც ახდენენ სხვა აპლიკაციებთან კავშირის დამყარებას საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებში. ასე რომ, თუ თქვენი აქციები მიაღწევენ პიკს ან წერილს მიიღებთ საუკეთესო მომხმარებლისგან – საქმის კურსში იქნებით და ამისთვის საჭირო არ გახდება ტელეფონის ან ელ-ფოსტის მუდმივი შემოწმება და განახლება.

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!

Signup now and receive an email once I publish new content.

I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email

ავტორის შესახებ

B2PGE
B2PGE 1529 posts

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ აზროვნებას, დავთესოთ ჩვენს საზოგადოებაში კეთილი მარცვლები, მეტი წარმატების ნაყოფის მოსატანად და ამაში ჩვენ მთელ სულს და გულს ვდებთ.

ავტორის ყველ სტატიის ნახვა →

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

რამდენიმე რჩევა ბედნიერი ზაფხულის გასატარებლად

ადამიანი მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებით არის დაკავებული: მუშაობს, სწავლობს და შესაბამისად ძალების აღსადგენად ჭირდება დასვენება, რომ კვლავ გააგრძელოს აქტიური მუშაობა. ზაფხული კი დასვენებისთვის საუკეთესო დროა. დასვენება აუცილებელია ფსიქიკური სიჟანსაღისა

Print Friendly, PDF & Email

12 უნივერსალური ჭეშმარიტება, რომლებიც შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ

1. ყველაფერი – აბსოლიტურად ყველაფერი – რისი მიღწევაც გსურთ, იწეყება ერთი აზრისგან… გამოყავით საკუთარი თავისთვის დრო, მიეცით უფლება საკუთარ თავს იოცნებოთ, რაიმე წარმოიდგინოთ. გვერდით გადადეთ რეალობის შეგრძნება და პრაგმატული ფიქრები

Print Friendly, PDF & Email

ნუღარ დაუწყებთ ძებნას ბედნიერების გასაღებს

საკუთარი ჩრდილიც კი გვტოვებს სიბნელეში, მაგრამ ჩვენ, გზა უნდა განვაგრძოთ მაინც… ადამიანები მოვლენ ან წავლენ, მაგრამ საუკეთესოები რჩებიან მუდამ! არ დაიჯეროთ, რომ შემთხვევით ვართ იქ, სადაც ვართ დღეს, ან მათთან,

Print Friendly, PDF & Email

ფსიქოლოგი როი ბაუმაისტერის 11 რჩევა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის

B2P.GE-ს გუნდმა მოამზადა ეს ჩამონათვალი ცნობილი ფსიქოლოგის როი ბაუმაისტერის დასკვნების საუფძველზე, რომელმაც გამოიკვლია ადამიანური კეთილი ნების ძალა და თვითკონტროლი. მან საოცარი აღმოჩენები გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ ვიღებთ ადამიანები გადაწყვეტილებებს და

Print Friendly, PDF & Email

20 ჭეშმარიტება, რომლებიც 30 დღეში შეცვლიან თქვენს ცხოვრებას

პატარა გამოცდები, რომელთა გავლის შემდეგ, ერთ თვეში თქვენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ – ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებთ. სრულყოფილება – ეს მოქმედება კი არა, ჩვევაა. ~ არისტოტელე მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს,

Print Friendly, PDF & Email

წიგნი “გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი”

გამოიწერეთ სიახლეები უფასოდ!Signup now and receive an email once I publish new content. I will never give away, trade or sell your email address. You can unsubscribe at any time.

Print Friendly, PDF & Email